¹ბს-1179-754(კ-05) 22 თებერვალი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის ,,მ.-ის» შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები: ა. ტ.-ი, ზ. კ.-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
მესამე პირი _ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 17 აპრილს ბაკურიანის საიჯარო საწარმო, საერთაშორისო ტურისტული ცენტრის - «მ.-ის" შრომითმა კოლექტივმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ «საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დაბა ბაკურიანში მდებარე «მ.-ის" კომპლექსის გადაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 12.10.1999წ. ¹1250 განკარგულებისა და «საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დაბა ბაკურიანში მდებარე «მ.-ის" კომპლექსის უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ" საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 05.11.1999წ. ¹1-3/795 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის - «მ.-ის" შრომითი კლექტივის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბაკურიანის საიჯარო საწარმო საერთაშორისო ტურისტული ცენტრის «მ.-ის" შრომითმა კოლექტივმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრი «მ.-ის" შრომითი კოლექტივის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
2002 წლის 5 ივნისს ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის - «მ.-ის" შრომითმა კოლექტივმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 17.07.2000წ. გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატი 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საიჯარო საწარმოს სერთაშორისო ტურისტული ცენტრის - «მ.-ის" შრომითი კოლექტივის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საკავშირო ალკკ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო «ს.-სა" და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრ «მ.-ის" კოლექტივს შორის 03.01.1990წ. დადებული იჯარის ხელშეკრულებით და 05.07.1990წ. ¹1 დამატებითი შეთანხმებით არ ყოფილა განსაზღვრული იჯარით აღებული ქონების გმოსყიდვის პირობები, წესი და ვადები. ამ მიზეზით სასამართლომ ჩათვალა, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სადავო ხელშეკრულება უფრო საინვესტიციო ხელშეკრულება ან ინვესტიციით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება იყო.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა კიდევ ერთი შეთანხმება, რომელშიც განსაზღვრული იყო იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის პირობები, წესი და ვადები და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ამ დოკუმენტის გამოთხოვნის შესახებ, მაგრამ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებლის მითითებით, მან მოიპოვა აღნიშნული მტკიცებულება 2002 წლის 24 მაისს, რომელსაც მიიჩნევდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ" პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ მტკიცებულებად, რომელიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებით ტურისტული ცენტრი «მ.-ის» განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად დარჩა დაუშვებლობის მოტივით, რაც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით და განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე საკითხის არსებითად განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ ამჟამად წარმოდგენილ ¹2 დამატებით შეთანხმებაში სწორედ ქონების იჯარა-გამოსყიდვის პირობებია რეგლამენტირებული, ამიტომ, შესაძლოა, სამართლებრივად იგი წარმოადგენდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 16 აპრილის განჩინებით საიჯარო საწარმო, საერთაშორისო ტურისტული ცენტრი ,,მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად წარმოდგენილ ¹2 დამატებით შეთანხმებაში სწორედ იჯარა-გამოსყიდვის პირობებია რეგლამენტირებული და ფორმალურად იგი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, მაგრამ, კოლეგიის აზრით, შეთანხმება ადრე რომც ყოფილიყო წარმოდგენილი საქმის არსებითი განხილვის დროს, მაინც არ გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, განმცხადებელთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მოტივი გახდა ის გარემოება, რომ ტურისტულ ცენტრ ,,მ.-ის» შრომით კოლექტივს საიჯარო საწარმოს სამართლებრივი სტატუსი არ შეუძენია სახელმწიფო რეგისტრაციის იმჟამად დადგენილი წესის დაუცველობის გამო, რაც უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს განჩინებით. აღნიშნული გარემოება, საოლქო სასამართლოს კოლეგიის აზრით, სარჩელზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია, რადგან სადავო ქონებაზე პრივატიზების უფლება მოსარჩელის კანონით დაცული უფლება იქნებოდა მხოლოდ საიჯარო საწარმოს სტატუსით სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საიჯარო საწარმო, საერთაშორისო ტურისტული ცენტრი «მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვეს აღნიშნული განჩინებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საიჯარო საწარმო, ტურისტული ცენტრი ,,მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 16 აპრილის განჩინება; ,,მ.-ის» განცხადება დაკმაყოფილდა; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და აღნიშნულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება, საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2003 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის - «მ.-ის" შრომითმა კოლექტივმა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 12.10.1999წ. 31250 განკარგულებისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცემული 05.11.1999წ. ¹1-3/795 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის - ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის _ «მ.-ის" შრომითი კოლექტივის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მისი გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹1250 განკარგულება «საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დაბა ბაკურიანში მდებარე «მ.-ის" კომპლექსის გადაცემის შესახებ" და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 5 ნოემბრის ¹1-3/795 ბრძანება «საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დაბა ბაკურიანში მდებარე «მ.-ის" კომპლექსის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის _ «მ.-ის" შრომითი კოლექტივის წარმომადგენლების სასარჩელო მოთხოვნების: საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹1250 განკარგულებისა და ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 5 ნოემბრის ¹1-3/795 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმას და ასევე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 ივლისის განჩინების ძალაში დატოვებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის - «მ.-ის" შრომითი კოლექტივის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 1991 წლის 5 ივლისის მდგომარეობით საერთაშორისო ტურისტულ ცენტრი «მ.-ის" ქონება ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებას.
«საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო რესპუბლიკური დაქვემდებარების სამინისტროების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 15.09.1991წ. დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად. ამ დროიდან, აღნიშნული დადგენილების მიხედვით, «მ.-ის" კომპლექსი საქართველოს რესპუბლიკის და არა ყოფილი სსრ კავშირის საერთაშორისო ახალგაზრდული ბიურო «ს.-ის" საკუთრებას წარმოადგენდა. საერთაშორისო ახალგაზრდულ ბიურო «ს.-სა" და საიჯარო საწარმო «მ.-ს" შორის ურთიერთობები არ უნდა მოწესრიგებულიყო 01.01.1990 წელს ამოქმედებული სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს დადგენილებით «სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების შემოღების წესის შესახებ" და სსრ კავშირის კანონის _ «სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების" შესაბამისად. მართალია, საიჯარო ხელშეკრულების დადებისას სადავო ქონება არ წარმოადგენდა საქართველოს საკუთრებას, მაგრამ მითითებული ქონება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 15.09.1991წ. დადგენილების მიღების შემდეგ საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი «ს.-ი" ვეღარ ჩაითვლებოდა სადავო ქონების მესაკუთრედ. სადავო საიჯარო ხელშეკრულების ერთი მხარე, მეიჯარე საერთაშორისო ახალგაზრდული ბიურო «ს.-ი" საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 15.09.1991წ. დადგენილების თანახმად, აღარ წარმოადგენდა სადვაო ქონების მესაკურეს.
სასამართლო კოლეგიის განმარტებით, იჯარით გადაცემული ქონების პრივატიზება არ განხორციელებულა ტურისტული ცენტრის შრომითი კლექტივის მიერ. შრომითმა კოლექტივმა მიმართა ქონების პრივატიზების მოთხოვნით არა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს, არამედ ამისათვის არაუფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს _ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს. ამასთან, ტურისტული ცენტრის შრომითი კოლექტივი არ ყოფილა გარდაქმნილი სააქციო საზოგადოებადაც.
სადავო საიჯარო ხელშეკრულებას გააჩნია ¹2 დამატებითი შეთანხმება, რომელშიც ასახვა ჰპოვა იჯარა-გამოსყიდვის პირობებმა. სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გამოცემული 15.09.1991წ. დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები გამოცხადდა საქართველოს რესპულიკის საკუთრებად, შესაბამისად, სადავო საიჯარო ხელშეკრულების 27.08.1991წ. გაფორმებული ¹2 დამატებითი შეთანხმებით აღარ უნდა წარმოშობილიყო ვალდებულებითი ურთიერთობები საერთაშორისო ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო «ს.-ისა" და სერთაშორისო ტურისტულ ცენტრ «მ.-ის» შრომით კოლექტივს შორის მას შემდეგ რაც, ამოქმედდა «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო რესპუბლიკური დაქვემდებარების სამინისტროები, დაწესებულებები და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გამოცემული 15.09.1991წ. დადგენილება.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არ გააჩნია საკუთრების უფლება არც მთლიან ქონებაზე, არც მის ნაწილზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა განკარგა თავისი 12.10.1999წ. @¹1250 განკარგულებით, ხოლო შემდგომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 05.11.1999წ. ¹1-3/795 ბრძანებით. შესაბამისად, არ არსებობს მითითებული სადავო აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბაკურიანის საიჯარო საწრამოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის ,,მ.-ის» შრომითი კოლეტქივის წარმომადგენლებმა: ა. ტ.-მა და ზ. კ.-მა.
კასატორები საკასაციო საჩივრაში მიუთითებდენ, რომ საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მათი დასწრების გარეშე ისე, რომ მათ არ ჩაჰბარებიათ სასამართლო უწყებები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს უზენეს სასამართლოში მათ მიერ წარდეგნილი იქნა განცხადება მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითეს, რომ 1990 წლის 3 იანვარს სსრკ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბიურო «ს.-სა" და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრ «მ.-ის" შრომით კოლექტივს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შრომით კოლექტივს 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა ტურისტული ცენტრის მთელი ქონება, საერთო ღირებულებით 7002,5 ათასი მანეთი.
1991 წლის 27 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება ¹2, რომლითაც 1990წ. 3 იანვრის ძირითად ხელშეკრულებას დაემატა მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვითაც იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვა უნდა დაწყებულიყო 1992 წლის 1 იანვარს და დამთავრებულიყო 2007 წლის 1 იანვარს ხელშეკრულების I.I. პ.პ. მითითებული ობიექტებისა და საშუალებების ღირებულების არანაკლებ 7%-ის ჩარიცხვით, რაც უდრის - 490,18 ათას მანეთს წელიწადში. ამასთან, მოიჯარე უხდის მეიჯარეს ხელშეკრულების 7. I. პ. II ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიჯარო გადასახადებს (8.3.პ.). საშუალებების ნაწილი მეიჯარის საკუთრებად ჩაითვლება მის მიერ გამოსყიდული თანხის გადახდის მომენტიდან (8.4.პ.).
ამრიგად, აღნიშნული ¹2 დამატებითი შეთანხმებით მხარეთა შორის განისაზღვრა იჯარით გადაცემული ქონების გამოსყიდვის წესი, ვადები და პირობები.
კასატორების განმარტებით, სსკ 106-ე მუხლის თანახმად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით Y თუ საქმეში იგივე მხარეები მონაწილეობენ დამატებით დადასტურებას აღარ საჭიროებენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დადგენილია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს 1991 წლის აქტებით დასაშვები იყო საქართველოში არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილი საწარმოების არსებობა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსში შევიდოდა, მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებზე ვრცელდებოდა საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქცია. 1991 წლის 15 სექტებერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება ¹661 საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ, რომლის I პუნქტით ზემოაღნიშნული დაწესებულება-საწარმოები გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად. უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ 1991 წლის 5 ივლისს საიჯარო საერთაშორისო ტურისტული ცენტრის - «მ.-ის" ქონება ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებას და რომ 1991 წლის 15 სექტემბრამდე სსრ კავშირის საერთაშორისო ახალგაზრდული ტურისტულ ბიურო «ს.-ს", როგორც მესაკუთრეს, შეეძლო ტურისტულ ცენტრ «მ.-თან" გარიგების დადება. ზემოაღნიშნული ¹661 დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იყო რომ საქართველოს რესპუბლიკის ასეთ საწარმოთა ხელშეკრულებები ძალაში რჩებოდა.
კასატორების განმარტებით, საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის ¹555 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის იჯარის კანონის სამოქმედოდ შემოღებამდე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები კანონიერად ითვლებოდა, თუ ის შეესაბამებოდა სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს 1989 წლის 23 ნოემბრის დადგენილებას «სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების შესახებ", რომელიც იმჟამად წარმოადგენდა საიჯარო ურთიერთობების მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმატიულ აქტს და მისი მე-10 მუხლი ადგენდა იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის პირობებს, წესს და ვადებს. 1991 წლის 5 ივლის საიჯარო საერთაშორისო ტურისტულ ცენტრ «მ.-სა" და სსრ კავშირის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურისტულ ბიურო «ს.-ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
თბილისის საოლქო სასამართლომ 2003 წლის 16 აპრილის განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ 1991 წლის 27 აგვისტოს ¹2 დამატებითი შეთანხმებით ბაკურიანის საიჯარო საწარმო «მ.-ის" შრომით კოლექტივსა და საერთაშორისო ტურისტულ ბიურო «ს.-ს" შორის განსაზღვრულია იჯარით გადაცემული ქონების გამოსყიდვის წესი, პირობები და ვადები, ამდენად, ის შეესაბამება იმხანად მოქმედ კანონმდებლობას.
1990 წლის 3 იანვრის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ბაკურიანის სტც «მ.-ის" შრომითმა კოლექტივმა, იმ ხანად მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, 1990 წლის 29 მარტს ჩამოაყალიბა ბაკურიანის საიჯარო სტც «მ.-ი", რომლის წესდება რეგისტრირებული იყო როგორც გადამხდელი ბორჯომის რაიონული აღმასკომის საფინანსო განყოფილებაში 1990 წლის აპრილში და იგი ამდროიდან იხდიდა იმ დროს ქვეყანაში არსებულ ყველა გადასახადს.
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სამეწარმეო საფუძვლების შემოღების შემდეგ სტც «მ.-ი" განმეორებით გატარდა საგადასახადო ინსპექციაში აღღიცხვაზე.
1996 წლის 19 აპრილს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სტც «მ.-ის" ქონება შეიყვანა საპრივატიზაციო ნუსხაში. 1996 წლის 5 ივლისის წერილით სტც «მ.-მა" მიმართა ქონების მართვის საინისტროს ობიექტის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით პრივატიზაციის შესახებ. ნაცვლად ამისა, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹1250 განკარგულებით «მ.-ი" ამოღებულ იქნა საპრივატიზაციო ნუსხიდან და სადავო ქონება გადაეცა საქართველოს ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტს. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით სადავო ქონება გადაეცა საქართველოს ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტს უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით.
კასატორების მითითებით, უზუფრუქტით ქონების საქართველოს ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცმისას ბალანსმფლობელის _ სტც «მ.-ის" თანხმობა არა არის გამოთხოვილი, რის შედეგადაც დაირღვა ბალანსმფლობელისა და ამავდროულად სადავო ქონების ნაწილის მესაკუთრის კანონიერი უფლებები და ინტერესი. «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად ახალგაზრდობის საქმეთა სახეკლმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედ სამთავრობო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებდა მმართველობით ფუნქციას და არ ჰქონდა სამეურნეო საქმიანობის უფლება. ამდენად, საქართველოს ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის უზუფრუქტის ფორმით დაბა ბაკურიანის კომპლექსის გადაცემა ეწინააღმდეგება კანონს და არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლი დებულებებს.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლო არასწორად ასკვნის, თითქოსდა «მ.-ის" ქონება სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც სამართლებრივად დაუტვირთავი იყო, ამიტომ შეეძლო მისი განკარგვა. სასამართლოს ეს დასკვნა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინების თანახმად, სასამართლო კოლეგიას ანალიზი უნდა მიეცა საიჯარო ხელშეკრულების ¹2 დამატებისათვის, რაც სასამართლო კოლეგიას არ გაუკეთებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გააწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის - «მ.-ის" შროითი კლექტივის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი გადაწყვეტილების გაუქმებას სხვა საფუძვლებთან ერთად მიუთითებს გადაწყვეტილების გუქმების აბსოლუტურ საფუძველზე და თვლის, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მისი დასწრების გარეშე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ" პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული საპროცესო დარღვევა თვით კანონმდებლობის მიერ შეფასებულია ისეთი ტიპის დარღვევად, რომელიც უცვლელად იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნული დამოკიდებული არ არის სასამართლოს შეხედულებაზე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გარემოების არსებობას და გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველის გამოკვლევა-დადგენას.
საქმეში _ ს.ფ. 606-ზე წარმოდგენლია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 მაისის სხდომის ოქმის ამონაწერი, რომლითაც მხარეს (კასატორს) მიეცა წინადადება 2005 წლის 7 ივნისამდე უზრუნველეყო «მ.-ის" შრომითი კოლექტივის ინტერესების დაცვა.
ამავე საქმეში, ს.ფ. 607-ზე, წარმოდგენილია გზავნილის რეესტრი, რომლითაც დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ამონაწერი და გზავნილი პროცესის თარიღის მითითებით გადაეგზავნა შრომითი კოლექტივის ერთ-ერთ წარმომადგენელს - ზურაბ კ.-ს.
საგილისხმოა, რომ მითითებული გზავნილი ჩაიბარა ზ. კ.-ის მეზობელმა მ.-მა, რასაც ადასტურებს საქმეში (ს.ფ. 616) წარმოდგენილი გზავნილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მე-2 ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოძახებული მოქალქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე _ იმავე სახლში მცხოვრებY სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს, ანდა სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
ამდენად, მითითებული ნორმა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების წესს, მითითებული წესი უწყების მეზობლისათვის ჩაბარებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, ზ. კ.-ზე გაგზავნილი უწყება ჩათვალოს ადრესატისათვის ჩაბარებულად.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარის პროცესუალური უფლებების შეზღუდვის მე-2 ფაქტს და განმარტავს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ მოსამართლის შეცვლის შესახებ ინფორმაციის სასამართლოში წარდგენა წარმოადგენს მხარის ან წარმომადგენლის პროცესუალურ ვალდებულებას, ხოლო, რაც შეეხება შეცვლილ მისამართზე უწყების გაგზავნას, მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე მიეკუთვნება სასამართლოს ვალდებულებას, კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება დაბარებულ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე.
საქმეში, ს.ფ. 619-ზე, წარმოდგენილია ბაკურიანის საიჯარო საწარმო «მ.-ის" წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც ის ითხოვს უწყების გაგზავნას დროებით მისამართზე - ქ. ბორჯომში, ...-ის ქ. ¹...-ში. საგულისხმოა, რომ განცხადება საოლქო სასამართლოში რეგისტრირებულია 2005 წლის 3 ივნის. სასამართლომ სხდომა ჩაატარა და გადაწყვეტილება მიიღო 2005 წლის 7 ივნისს. ამდენად, პროცესის ჩატარების მომენტისათვის სასამართლოსათვის ცნობილი იყო მხარის წარმომადგენლის ახალი მისამართი, რომელზედაც უწყება გაგზავნილი არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.4-ე მუხლის მოთხოვნებს და განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეს _ «მ.-ის" შრომით კოლექტივს საქმეზე დანიშნული ჰყავს რამდენიმე წარმომადგენელი, ყველა დოკუმენტი, მათ შორის - უწყება, უნდა გადაეგზავნოს თითოეულ მათგანს.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას, რომელიც შეიცავს ინკვიზიციურობის გარკვეულ ელემენტებს, აღნიშნავს, რომ ამავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე მკაცრადაა დაცული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდავე მხარეები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგონ პროცესუალური საშუალებები, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადგენა-დადასტურების მიზნით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებული პრინციპის დაცვას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «გ" პუნქტი, რომლის დარღვევის ფაქტიც უდავოდ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და რომლის გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო ვალდებულია, გააუქმოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე საერთო განსჯადობის წესის დაცვით არსებითად განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბაკურიანის საიჯარო საწარმოს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის - ,,მ.-ის» შრომითი კოლექტივის წარმომადგენლების: ა. ტ.-ისა, ზ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გააუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე საერთო განსჯადობის წესის დაცვით არსებითად განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.