¹ას-64-62-2010 1 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ კორპორაცია “ფ. ს. ნ.” (მოპასუხე)
წარმომადგენელი – პ. ს-ია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ჩ. ე.” (ფ.) ლ. ს. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ჩ. ე. (ფ.) ლ. ს.” დირექტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს კორპორაცია “ფ. ს. ნ.” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 1 729 538 აშშ დოლარისა და მოსარცლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის დაკისრება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 20 ივნისს მოსარჩელე მხარემ – შპს “ჩ. ე. (ფ.) ლ. ს.” დირექტორმა შეიტანა საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა მოსარჩელე შპს “ჩ. ე. (ფ.) ლ. ს.” საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჩ. ე. (ფ.) ლ. ს.”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს “ჩ. ე. (ფ.) ლ. ს.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კორპორაცია “ფ. ს. ნ.”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კორპორაცია “ფ. ს. ნ.” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით კორპორაცია “ფ. ს. ნ.” წარმომადგენელს პ. ს-იას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა, კორპორაცია “ფ. ს. ნ.” წარმომადგენელს პ. ს-იას, რომელიც ჩაჰბარდა კანცელარიას (ნ. ნ-ძე) 2010 წლის 5 თებერვალს (ტ.III, ს.ფ.65), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2010 წლის 15 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კორპორაცია “ფ. ს. ნ.” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კორპორაცია “ფ. ს. ნ.” საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.