Facebook Twitter

ას-652-613-2010 23 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე Pპ. ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. და ს. ჯ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. და ს. ჯ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საზიარო უფლება მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს _ ნ. ფ-ძეს, თ. ა-ასა და თ. ბ-ძეს შორის ქ.ბათუმში, ... ქ. ¹28-ში და ¹30-ში მდებარე 779კვ.მ. საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მისი რეალური გაყოფის გზით და მოხდა სახლთმფლობელობის გამიჯვნა ... ქ. ¹28-სა და ... ქ. ¹30-საგან მესაკუთრეთა წილობრივი მონაცემების მიხედვით, ასევე გაუქმდა ნაწილობრივ საზიარო უფლება სახლთმფლობელობაზე ქ. და ს. ჯ-ძესა და ნ. ჯ-ძეს შორის და მათ შორის დადგენილ იქნა სახლთმფლობელობის გაყოფა რეალური წილით და საკუთრებად აღრიცხვა. მხარეებს შორის მოხდა საერთო საკუთრებაში დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად არსებული 330,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეალური გაყოფა მხარეთა წილობრივი მონაცემების გათვლასწინებიY(3/4 და 1/4) და თითოეულის საკუთრებად აღირიცხა მიწის ნაკვეთი _ მოსარჩელეების საკუთრებად მათი წილის გათვალისწინებით _ 248,1 კვ.მ, ხოლო მოპასუხის საკუთრებად _ 82,7კვ.მ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ., ს. ჯ-ძეებმა, ნ. ჯ-ძემ, თ. ბ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ძის, ს. ჯ-ძის, ნ. ჯ-ძისა და თ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, ქ. ჯ-ძისა და ს. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი ქ.ბათუმში, ... ქ. ¹28-30-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ქ. ჯ-ძის, ს. ჯ-ძის, ნ. ჯ-ძის, ნ. ფ-ძის, თ. ბ-ძის და თ. ა-ას თანასაკუთრების შესახებ. ქ.ბათუმში, ... ქ. ¹28-30-ში მდებარე ქ. ჯ-ძის, ს. ჯ-ძისა და ნ. ჯ-სძის მიერ ფაქტობრივად დაკავებული 330,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა ქ. ჯ-ძის, ს. ჯ-ძისა და ნ. ჯ-ძის თანასაკუთრებად და შესაბამისი ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის მონაცემებში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. და ს. ჯ-ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განჩინება ქ. და ს. ჯ-ძეებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ 2010 წლის 10 ივლისს (ს.ფ. 227), შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2010 წლის 15 ივლისი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.

2010 წლის 26 ივლისს ქ. და ს. ჯ-ძეების წარმომადგენელმა თ. ი-ძემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 20 ივლისს და ამავე დღეს არის გამოგზავნილი ფოსტის მეშვეობით. ამდენად, კასატორების წარმომადგენელმა ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, 5 დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. და ს. ჯ-ძეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ქ. და ს. ჯ-ძეებს დაუბრუნდეთ მათი წარმომადგენლის _ თ. ი-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.