ას-682-638-2010 15 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე Pპ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. გ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სს “...” გაკოტრების მმართველის დ. ფ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაიცა სააღსრულებო ფურცელი სს “...” სასარგებლოდ აწ გარდაცვლილი თ. გ-იას სამართალმემკვიდრის _ ქ. გ-იანის მიმართ 5141 ლარის გადახდის შესახებ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. გ-იანის სახელზე რიცხულ ქ.ქუთაისში, ... ქუჩა ¹29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილზე, ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩა ძალაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. გ-იანი ცნობილ იქნა თ. გ-იას უფლებამონაცვლედ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადახდის ბრძანების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო შემდეგი სახით: ქ. გ-იანს სს “...” სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განჩინება ქ. გ-იანს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2010 წლის 27 ივლისს (იხ. ს.ფ. 183), შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2010 წლის 1 აგვისტო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. გ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.