¹ას-701-660-11 22 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ჯ-ვას და ნ. ჯ-ვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ა. ჯ-ვის სარჩელის გამო მოპასუხეები თ. ჯ-ვას და ნ. ჯ-ვას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თ. ჯ-ვას და ნ. ჯ-ვას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემტა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი დღეის მდგომარეობით ან საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენა, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით კასატორებს, მათივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ, ამასთან, კასატორების წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორებს ერთხელ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ და არც შესაბამისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კასატორებს დღემდე არ გადაუხდიათ სახელმწიფო ბაჟის ნაწილიც კი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ჯ-ვამ და ნ. ჯ-ვამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჯ-ვას და ნ. ჯ-ვას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. თ. ჯ-ვას და ნ. ჯ-ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.