ას-737-690-10 25 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ო-ინის წარმომადგენლის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შ. ო-ინის სარჩელის გამო მოპასუხე შ. ხ-ულის მიმართ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შ. ო-ინის წარმომადგენლის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით შ. ო-ინის წარმომადგენლის ა. ბ-ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 1474 ევროს (ეკვივალენტი ლარებში) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 30 სექტემბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის 2500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა ხარვერზის შევსების ვადის გაგრძელება.
უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ა. ბ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 13 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის წარმომადგენლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2010 წლის 19 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2010 წლის 18 ოქტომბერს, ხოლო მის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ანუ საპროცესო ვადის 1 დღის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენლის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 3568 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. ო-ინის წარმომადგენლის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
შ. ო-ინს დაუბრუნდეს ა. ბ-ძის და ი. ს-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 3568 ლარის ოდენობით თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების თბილისის არასაგადასახდო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი -¹ 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - 300773150, დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.