ას-743-696-2010 25 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M ვ. როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ს-იას, ვ. დ-ძის, ე. ჯ-ძის, ს. თ-ელის, ჯ. ბ-ძის, ი. დ-ძის, კ. შ-ავას, მ. მ-შვილის, შ. გ-ძის, რ. ხ-იას და ხ. გ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე ლ. ს-იას, ვ. დ-ძის, ე. ჯ-ძის, ს. თ-ელის, ჯ. ბ-ძის, ი. დ-ძის, კ. შ-ავას, მ. მ-შვილის, შ. გ-ძის, რ. ხ-იას და ხ. გ-იას სარჩელისა გამო გ. თ-იას, ვ. გ-იას, ჯ. ძ-ძისა და გ. გ-შვილის მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ამხანაგობა “...” საინიციატივო ჯგუფის ¹20 და ¹21 კრების ოქმების, ამხანაგობა ... ¹23 საერთო კრების ოქმისა და დებულების ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივლისის განჩინებით ლ. ს-იას, ვ. დ-ძეს, ე. ჯ-ძეს, ს. თ-ელს, ჯ. ბ-ძეს, ი. დ-ძეს, კ. შ-ავას, მ. მ-შვილს, შ. გ-ძეს, რ. ხ-იასა (წარმომადგენელი ბ. შ-ინი) და ხ. გ-იას დაუდგინდათ ხარვეზი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განჩინებაზე შემოტანილ საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში ხელშეკრულების საგნის ღირებულების შესახებ მტკიცებულებისა და ამ ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ხ. გ-იას ასევე დაევალა ბ. ხ-იას სახელზე გაცემული რწმუნებულების ან თვითონ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით და დაევალათ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული დავის საგნის ფასის შესაბამისად 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.
2010 წლის 27 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კასატორებმა და მიუთითეს, რომ საკასაციო საჩივრის დავის საგანია იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული მისი მატერიალური შეფასება. კასატორები მიიჩნევდენ, რომ მათ მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს და ითხოვდენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 ნოემბრის განჩინებით ლ. ს-იას, ვ. დ-ძის, ე. ჯ-ძის, ს. თ-ელის, ჯ. ბ-ძის, ი. დ-ძის, კ. შ-ავას, მ. მ-შვილის, შ. გ-ძის, რ. ხ-იასა (წარმომადგენელი ბ. შ-ინი) და ხ. გ-იას გაუგრძელდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით და დაევალათ ამ ვადაში 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.
2010 წლის 2 ნოემბრის ხარვეზის განჩინება 2010 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდა ლ. ს-იას. მასვე ჩაბარდა ზემოაღნიშნული განჩინება ხ. გ-იასა და ბ. შ-ინისათვის გადასაცემად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა, მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის 2 ნაწილის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.
ლ. ს-ია წარმოადგენს ამხანაგობა “...”-ის თავმჯდომარეს, რომლის წევრებიც არინ საკასაციო საჩივრის ავტორები. ამასთან საკასაციო საჩივარს ხელს აწერს ხ. გ-ია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე და 77-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის განჩინება კასატორებზე ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 10 ნოემბრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარვეზის შევსების ვადა 2010 წლის 15 ნოემბერს ამოეწურათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციაში წარმოებს იმ წესებით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით; ხოლო ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, კი საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციაში წარმოებს იმ წესებით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი მოიცავს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს _ ლ. ს-იას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი მთლიანად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ს-იას, ვ. დ-ძის, ე. ჯ-ძის, ს. თ-ელის, ჯ. ბ-ძის, ი. დ-ძის, კ. შ-ავას, მ. მ-შვილის, შ. გ-ძის, რ. ხ-იას და ხ. გ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
ლ. ს-იას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი მთლიანად თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.