Facebook Twitter

ას-750-703-2010 15 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. მ-ძისა და ნ. კ-შვილის (წარმომადგენელი მ. ჭ-ძე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებაზე, საქმეზე, ჟ. მ-ძის სარჩელის გამო გ. მ-ძისა და ნ. კ-შვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით გ. მ-ძესა და ნ. კ-შვილს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1250 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ხოლო კასატორების წარმომადგენელს მ. ჭ-ძეს ამავე ვადაში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.I. ს.ფ. 109-110).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორებს გაეგზავნა 2010 წლის 28 ივლისს (ტ.II, ს.ფ. 111). ნ. კ-შვილს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 4 აგვისტოს. კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავთ (ტ.II. ს.ფ. 112).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ-ძისა და ნ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. მ-ძისა და ნ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.