საქმე # 330100119002844886
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N945აპ-19 ქ. თბილისი
გ. ვ., 945აპ-19 7 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით ვ. გ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით), ვ. გ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჭ-მა და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ვ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. 2020 წლის 11 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული ვ. გ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჭ. უარს აცხადებენ საკასაციო საჩვარზე და ითხოვენ მის განუხილველად დატოვებას.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, მსჯავრდებულ ვ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი