საქმე # 020100117001840630
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №179აპ-20 ქ. თბილისი
ს. მ., 179აპ-20 3 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
მ. ზ-ას ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი);
ი. ა-ას ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი);
მ. კ-ას ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით;
მ. ს-ეს ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1.2016 წლის ნოემბერში შპს -- ---ის“ კუთვნილი ორი კონტეინერით ა-ის რესპუბლიკიდან საქართველოს გავლით ი-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 48 ტონა დარჩეული თხილის გული. 2016 წლის 4 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეიტანეს ფ-ში, ლ-ას ქუჩაზე მდებარე შპს -- საბაჟო ტერმინალში, რაც ცნობილი გახდა მ. ზ-სთვის, ი. ა-სა და მ. კ-სთვის. ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 6 ნოემბერს, ღამით, თხილის გულის შპს -- საბაჟო ტერმინალიდან ფ-ის საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე, მ. ზ., წინასწარი შეთანხმებით ი. ა-სთან, მ. კ-სა და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მისი მართვის ქვეშ მყოფი „სკანია-ს“ მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ -- კონტეინერიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარად (ანუ 517 287 ლარად) ღირებულ 24 ტონა დარჩეული თხილის გულს. რამდენიმე დღის შემდეგ, ი. ა-ას დავალებით მ. კ-ამ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც მართავდა რ. ლ. 12 ტონა თხილის გული გადაიტანა ზ-ის რაიონის სოფელ ჯ-ში და 168 000 ლარად მიჰყიდა ვა. ზ-ას.
1.2.2016 წლის ნოემბერში შპს -- საზღვაო ხაზის -- კუთვნილი კონტეინერით ა-ის რესპუბლიკიდან საქართველოს გავლით ი-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 24 ტონა დარჩეული თხილის გული. 2016 წლის 8 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეიტანეს ფ-ში, ლ-ას ქუჩაზე მდებარე შპს -- საბაჟო ტერმინალში, რაც ცნობილი გახდა მ. ზ-სთვის, ი. ა-ა და მ. ს-სთვის. აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 19 ნოემბერს, ღამით, თხილის გულის შპს -- საბაჟო ტერმინალიდან ფ-ის საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე, მ. ზ. წინასწარი შეთანხმებით ი. ა-სთან, მ. ს-სა და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, „მაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანაზე, რომელსაც მართვადა მ. ს., მოთავსებული ნომერ -- კონტეინერიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარად (ანუ 525 655.68 ლარად) ღირებულ 24 ტონა დარჩეული თხილის გულს.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით:
2.1.ი. ა., - -- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (2016 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2.მ. ზ., - - - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (2016 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3.მ. კ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე.
მ. კ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით.
2.4.მ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე.
მ. ს., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ მ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; წარმოდგენილი შუამდგომლობა მ. ს-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:
3.1.ი. ა. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (2016 წლის 6 ნოემბრის ქმედება) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ქმედება) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
3.2.მ. ზ. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (2016 წლის 6 ნოემბრის ქმედება) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ქმედება) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
3.3.მ. კ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე. მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მ. კ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით.
3.4.სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ. ს-სთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდა და დამტკიცდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიასა და მსჯავრდებულ მ. ს-ეს შორის ზემდგომი პროკურორის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილი პირობით:
მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და მ. ს. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 28 დეკემბრიდან - 2017 წლის 27 თებერვლის ჩათვლით და 2019 წლის 5 თებერვლიდან 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
4. კასატორი - პროკურორი საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ. ზ-ას, ი. ა-სა და მ. კ-ას დამანაშავედ ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში.
4.1. კასატორის მითითებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი მ. ს-ის ადვოკატის მონაწილეობით. ექსპერიმენტის ჩატარების დროს ქმედების ჩადენის ვითარება აღდგა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობას ადასტურებს სხვა პირდაპირი მტკიცებულებებიც, კერძოდ: მასში მონაწილე პირების ექსპერტ - ლ. მ-სა და შპს - დირექტორ რ. გ-ას ჩვენებები. ოქმის სისწორეს ასევე ადასტურებს ადვოკატი თ. ქ.. მ. ს-ემ სასამართლოში აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება.
4.2. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ მოწმეებმა - ბ. თ-მა, ვ. და ვ. ზ-მა, ჯ. ჯ-მ დაადასტურეს, რომ 12 ტონა თხილი, რომელიც შემდგომში ჩააბარეს ბ. თ-ის ქარხანაში, შეიძინეს მ. კ-საგან 2016 წლის 25 ნოემბერს. სასამართლოში კი პირდაპირ მიუთითეს მ. კ-ზე, როგორც თანხის მიმღებზე. სასამართლომ აგრეთვე არ მიიღო მხედველობაში რ. ლ-ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რის გამოც მ. კ-ას ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირდა. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია მ. კ-ას მიერ ქურდობის ჩადენასთან მიმართებით.
8. რაც შეეხება ი. ა-სა და მ. ზ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი