Facebook Twitter

ას-782-836-11 27 მაისი, 2011 წელი

¹ ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ რ. ბ-ის სარჩელის გამო მოპასუხეები მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჯი «...ას”, ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს, ზ. ქ-ას და მესამე პირი _ შპს «... ... ...ას” მიმართ ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის «...ას” 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში რ. ბ-ის მოთხოვნაა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «... ... ...ის” დირექტორის რ. ბ-ის სარჩელი, ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ქვემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო:

«არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქარათველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს ზემოთ მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტები...

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო საჩივრით მხარეების და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა გამოიყენება მხოლოდდამხოლოდ სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეების მიმარ... მოცემულ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს განსაკუთრებულ წარმოებასთან, რომლის მარეგულირებელი ნორმები სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავს. აღნიშნულიდან შეიძლება გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ კანონმდებელი მსგავსი კატეგორიის საქმეებში საკასაციო სასამართლოს ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამონდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.