ბს-1189-764(კ-05) 8 თებერვალი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სესხის თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს «ს-მა» განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის მიმართ 640 205 აშშ დოლარის დავალიანების გადახდის შესახებ.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2002წ. 29 ივნისს სს «ს-დან» აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის სასარგებლოდ გაიცა გრძელვადიანი საბანკო კრედიტი700 000 ლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, წლიური 14%-ის დანამატით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თვიური 2%-ის დანამატით.
2004წ. 26 აპრილის მდგომარეობით საბანკო დავალიანებამ დარიცხული პროცენტებით 640 205 აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის _ 627 118აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხიდან არის დარჩენილი, ხოლო 13017 აშშ დოლარი _ ვადიანი პროცენტი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ 2004წ. 15 ნოემბერს მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება, რომლითაც აჭარის ა/რსაავტომობილო გზების დირექციას სს «ს-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 640 205 აშშ დოლარი.
საავტომობილო გზების დირექცია არ დაეთანხმა ბრძანებას და შეიტანა შესაგებელი (პროტესტი), რის საფუძველზეც კოლეგიის 2004წ. 6 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა გადახდის ბრძანება და დადგინდა საქმის განხილვა საერთო სასარჩელო წესით.
საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე გაირკვა, რომ მოპასუხე ორგანიზაცია _ საავტომობილო გზების ადმინისტრაცია საჯაროსამართლის იურიდიული პირია და წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. აქედან გამომდინარე, საქმე განსახილველად გადაეცა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 16 მარტის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 5 ივლისის ¹255 ბრძანებულებით,აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციამ განიცადა ლიკვიდაცია, ხოლო მისი ფუნქციები გადაეცა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით სს «ს-ის» ლიკვიდატორის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა 640 205 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქართველოსსაავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.
კასატორი მიუთითებს, რომ 2002წ. 28 ივნისს სს «ს-სა» და აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹349, რომლის მიხედვითაც ბანკმა გრძელვადიანი კრედიტის სახით საავტომობილო გზების დირექციას მისცა 700 000 (შვიდასი ათასი) აშშ დოლარი, რათა ამ უკანასკნელს განეხორციელებინაინვესტიცია შპს «უ-ში». კრედიტი გაიცა თხუთმეტიწ. ვადით, წლიური 14 (თოთხმეტი) პროცენტის გადახდით. თავის მხრივ, აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის მიერ 2002წ. 30 ივნისს შპს «უ-თან» გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კაპიტალდაბანდების საერთო თანხამ შეადგინა 770 000 (შვიდას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა «უ-ს’’ უნდა დაეფარა 20წ. განმავლობაში წლიური 10 (ათი) პროცენტის გადახდით და პირველი ორიწ. განმავლობაში თავისუფლდებოდა პროცენტისა და ფიქსირებული თანხის გადახდისაგან (ეს იმ დროს, როცა თვითონ აღებული ჰქონდა კრედიტი 14 პროცენტად, 15 წლის ვადით). ა.წ. 31 მაისს, სასამართლოს სხდომის წინ, იმავე დღეს აღებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს «უ-ი’’ 100%-იანი წილით დაფუძნებული იყო «ს-ის» მიერ, ე.ი. ფაქტობრივად, გამოიკვეთა, რომ «ს-დან» აღებულია კრედიტი სახელმწიფო ორგანიზაციის (აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექცია) მიერ ისევ ამ ბანკის 100%-იანი წილის მქონე საწარმოსათვის, რითაც სახელმწიფო ღებულობს ზარალს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოსხდომაზე დააყენეს შუამდგომლობა, რათა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო სასამართლოს მიეცა გონივრული ვადა შეგებებული სარჩელის წარსადგენად, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, თუმცა სასამართლო სხდომაზეც დააფიქსირეს და საკასაციო საჩივარშიც მოითხოვეს 2002წ. 28 ივნისს სს «ს-სა» და აჭარისა/რ საავტომობილო გზების დირექციას შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებისბათილად ცნობა, ვინაიდან «ს-მა» დაარღვია «კომერციული ბანკების შესახებ» კანონის 22-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ბანკს არ აქვს უფლება, რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის გაცემის ანრაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოსარასაბანკო მომსახურების შესყიდვა ანგამოყენება, ანუ «ს-მა» არაპირდაპირი გზით დააფინანსა თავისივე შექმნილი ორგანიზაცია დაპროცენტების და ძირითადი თანხის გადახდევინებას აპირებს სახელმწიფო სახსრების საფუძველზე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ «საჯარო სამართლისიურიდიული პირის შესახებ» კანონის მე-12 მუხლით სესხის აღება შეეძლო მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა და სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ დირექცია უფლებამოსილი იყო დაედო სესხის ხელშეკრულება, საფუძველს მოკლებულია.
კასატორი მიუთითებს, რომ საფუძველს მოკლებულია ასევე სასამართლოს მიერ იმის მტკიცება, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მისი დადების დღიდან პრეტენზია არ წამოუყენებია, ვინაიდან აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექცია იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ფინანსურ ოპერაციებს ისე აწარმოებდა, რომ საქმის კურსში არ აყენებდა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, მოკლებული იყო შესაძლებლობას, დირექციის საქმიანობაზე კონტროლი გაეწია. საქართველოში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდგომ, 2004წ. აგვისტოში გაუქმდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი «აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექცია» და მის ბაზაზე შეიქმნა საავტომობილო გზების ტერიტორიული ორგანო. ამის შემდეგ «ს-მა» სარჩელით მიმართა სასამართლოს და ხელშეკრულების არსებობის შესახებ მხოლოდ ამ დროიდან გახდა ცნობილი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის.
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის დირექტორმა სადავო ხელშეკრულების დადების შედეგად გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და მოქმედებდა სამსახურებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დადასტურებულია ქ. ბათუმის სასამართლოს 2004წ. 29 ივლისის განაჩენით. ფაქტობრივად დირექციის მიერ უკანონოდ აღებული ვალდებულება (სასამართლოს მიერ დადასტურებული) აჭარისა/რ უმაღლესმა სასამართლომ დააკისრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რაც მიაჩნიათ არასწორად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2002წ. 28 ივნისს სს «ს-სა” და აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ¹349, რომლის საფუძველზეც ბანკი გასცემდა, ხოლო აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექცია, სს «უ-ში” ინვესტიციის განხორციელების მიზნით, მიიღებდა გრძელვადიან სესხს 700 000 აშშ დოლარის ოდენობით.
აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექცია წარმოადგენდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (ს.ფ.20).
2004წ. 26 აპრილის მდგომარეობით, აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის დავალიანებამ ბანკის მიმართ ძირითად და საპროცენტო დანარიცხებთან ერთადშეადგინა 640 205 აშშ დოლარი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულება შეესაბამებოდა სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნებს და სკ-ის 627-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სესხი დაექვემდებარა კრედიტორისათვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას.
საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან საკითხი გადაწყვეტილია საქმის გარემოებების სრული და ობიექტური გამოკვლევისა დაშესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გამოყენების გარეშე, კერძოდ, სასამართლომ იმსჯელა რა ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპზე, ყურადღება არ მიაქცია აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის სამართლებრივ სტატუსს და არ განსაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დადგენილ საკანონმდებლო აკრძალვებს.
უდავოა, რომ აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექცია წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის 3.2 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან/და თავისი წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს და აღნიშნავს, რომ იმავე კანონის 3.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ დაწესებულია სპეციალური სახის შეზღუდვები, კერძოდ, მითითებული მუხლის საფუძველზე კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ გარიგება, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს არ ეხება, ბათილია. ასეთ შემთხვევაში, მე-3 პირს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების კანონიერების შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ საკითხის განსაზღვრას, თუ რამდენად შეესაბამებოდა მსგავსი ტიპის საკრედიტო ხელშეკრულების დადება აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის საქმიანობის მიზნებს.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტს და აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა კრედიტის აღება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
უდავოა, რომ აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექცია წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულიაგამოიკვლიოს, არსებობდა თუ არა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა კრედიტის აღებაზე, დაცულია თუ არა ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები და რამდენად შეესაბამება ხელშეკრულება სკ-ის 99-102-ე მუხლების დებულებებს.
როგორც საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულების 1.1 პუნქტიდანირკვევა, კრედიტი გაცემულია სს «უ-ში” ინვესტიციის განხორციელების მიზნით, ამ შემთხვევაშიაჭარის უმაღლეს სასამართლოს არ გამოუკვლევია, წარმოადგენდა თუ არა სს «უ-ი” კრედიტორის (მოწინააღმდეგე მხარის) მიერ დაფუძნებულ საწარმოს დაკრედიტის გაცემით დაირღვა თუ არა «კომერციული ბანკების შესახებ” კანონის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს რა ზემოაღნიშნულ საფუძვლებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს გარიგების ბათილობის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის თავისებურებაზე და აღნიშნავს, რომ გარიგების ბათილად აღიარებისათვის არ არის საჭირო არც შეცილება და არც ამ გარიგების ბათილობის მოთხოვნა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბათილი გარიგება სკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ არ მიიჩნევს საქმეში შეგებებული სარჩელის არსებობას და თვლის, რომმოპასუხის მიერ გაცხადებული შეცილება, წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების შემოწმებისა და კანონიერების განსაზღვრის საკმარის საფუძველს, რა მიზნითაც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.