Facebook Twitter

ას-822-771-10 8 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ლ-ია (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირტული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-იას სარჩელი მოპასუხე შ. მ-შვილის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსრჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27115,62 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა თ. ლ-იას მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 813 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, შ. მ-შვილის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება ქ.ბათუმში, ... ქ. ¹38-ში მდებარე ¹27 ბინა.

აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დასწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით შ. მ-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით შ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა,

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2010 წლის 12 ოქტომბერს შ. მ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შ. მ-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად ვადა 7 დღით.

2010 წლის 2 ნოემბერს შ. მ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საკასაციო პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შ. მ-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2010 წლის 14 დეკემბერს შ. მ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს რამდენჯერმე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და ბოლოს, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დაევალა განჩინების ჩაბარებიდა 5 დღის ვადაში სახლემწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელის ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.