ას-826-775-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. წ-ერი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. წ-ერმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-შვილის მიმართ 2000 წლის 18 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების Mმოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე (მჩუქებელი) არის მოპასუხე ლ. გ-შვილის (დასაჩუქრებულის) ბებია. 2000 წლის 18 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულება, რომელითაც მოსარჩელემ გარდაბნის რაიონის სოფელ წალასყურის მთელი საცხოვრებელი სახლის 1/2½წილი აჩუქა მის შვილიშვილს - ლ. გ-შვილს.½ ვინაიდან მოპასუხემ მის (მოსარჩელის) მიმართ გამოიჩინა გულგრილობა და უპატივცემულობა, მიაყენა შეურაცხყოფა, მოსარჩელემ მოითხოვა მხარეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
მოპასუხე ლ. გ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ იგი მოსარჩელეს არ აყენებს შეურაცხყოფას და არ იჩენს მის მიმართ უმადურობას.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. წ-ერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-ერმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით ე. წ-ერის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: 2000 წლის 19 ივლისს ე. წ-ერსა (მჩუქებელი) და ლ. გ-შვილს (დასაჩუქრებული) შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმებული გარდაბნის სანოტარო ბიუროში ნოტარიუს დ.ბ-შვილის მიერ, რეგისტრაციის ¹1-897), რომლითაც გარდაბნის რაიონში, თელეთის საკრებულო, სოფელ წალასყურში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლის 1/2½ წილი ე. წ-ერმა აჩუქა ლ. გ-შვილს. ე. წ-ერი არის ლ. გ-შვილის ბებია (დედის- ნ. გ-შვილის დედა). ამდენად, ჩუქების ხელშეკრულებით ქონება ბებიამ აჩუქა შვილიშვილს. საცხოვრებელი სახლი, მდებარე გარდაბნის რაიონში, თელეთის საკრებულოს სოფელ წალასყურში, აღრიცხულია ლ. გ-შვილისა და ნ. გ-შვილის თანასაკუთრებაში. საცხოვრებელი სახლის 1/2-ის მესაკუთრე დასაჩუქრებული ლ. გ-შვილია, მეორე 1/2-ის მესაკუთრე კი - დედამისი (ანუ ე. წ-ერის ქალიშვილი) ნ. გ-შვილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2000 წლის 19 ივლისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე სარჩელის აღძვრის ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ დასაჩუქრებულმა ლ. გ-შვილმა 2002 წლის 5 მარტს საჩუქრად მიღებული ქონება დატვირთა იპოთეკით სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით. მჩუქებელმა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ დასაჩუქრებულმა მას მიაყენა შეურაცხყოფა და მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა. შეურაცხყოფის გამოვლინებად უთითებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. პალატამ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა განსხვავებული განმარტებების არსებობის დროს მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მძიმე შეურაცხყოფის დასადასტურებლად, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, თავისთავად არ მოწმობს შეურაცხყოფის ფაქტს. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიზყენებს ან დიდ იმადურობას გამოჩენს მჩუქებლის ამ მისი ახლო ნათესავის მიმართ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება უმადურობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ დასაჩუქრებულის, როგორც მესაკუთრის მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ქონების იპოთეკით დატვირთა არ შიძლება შეფასდეს უმადურობად მჩუქებლის მიმართ, რამეთუ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გარიგების დადება მესაკუთრის უფლებამოსილებაა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება ჩუქების შემდგომ დასაჩუქრებულის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენა. დასაჩუქრებული ლ. გ-შვილი ხელს არ უშლის მჩუქებელს, ისარგებლოს გაჩუქებული ქონებით. მოსარჩელე ამჟამადაც აგრძელებს იქვე ცხოვრებას, ხოლო, რაც შეეხება ე.წ-ერის უთანხმოებას დასაჩუქრებულის დედასთან, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სადავოდ გამხდარი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. წ-ერმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ლ. გ-შვილი ხელს არ უშლის მას (ე. წ-ერს), თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს სადავო ბინით. ყველა ნივთი ფაქტობრივად მოსარჩელისა და მისი მეუღლის შეძენილია, თუმცა სარგებლობის უფლებას არ აძლევენ. მოპასუხე ლ. გ-შვილის მხრიდან უმადურობა გამოიხატება იმაში, რომ დასაჩუქრებულმა – ლ. გ-შვილმა მის დაუკითხავად ნაჩუქარი ნივთი დატვირთა იპოთეკით, რითაც მოსარჩელეს წაერთვა უფლება, თავისუფლად განკარგოს სადავო ბინა. ფაქტობრივად თვეების მანძილზე ე. წ-ერი სახლში ვერ ცხოვრობს, თუმცა ლ. გ-შვილი არც დაინტერესებულა იგი სად ცხოვრობს და რითი არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. წ-ერის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლს, 170-ე მუხლის პირველ ნაწილს, 529-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. წ-ერს უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 18 ოქტომბერს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის 70% _ 280 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. წ-ერის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
ე. წ-ერს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის 70% _ 280 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.