¹ას-82-77-2010 15 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მ. გოგიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. “ბ-ძე 9”-ის წარმომადგენლის ი. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე ფ. ბ-იკის სარჩელისა გამო ი. “ბ-ძე 9”-ისა და კომპანია “ე.” მიმართ, თანხის დაკისრებისა და ნივთობრივად უნაკლო ქონების გადაცემის შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებით ი. “ბ-ძე 9”-ის წარმომადგენლის ი. გ-შვილს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 2514,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ხარვეზის განჩინება მხარეს 8 თებერვალს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხარვეზის შევსების ვადა 2010 წლის 18 თებერვალს ამოეწურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
იმა “ბ-ძე 9”-ის წარმომადგენლის ი. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.