ბს-1194-769(კ-05) 15 მარტი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი - ბ. ბ-ძე, წარმომადგენელი _ ნ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს გენერალური პროკურატურა, წარმომადგენელი _ ვ. ხ-უა
თანამოპასუხე _ ვ. მ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების: ბ. ბ-ძის, ნ. ბ-ძის, ვ. მ-იასა და ლ. ქ-ას მიმართ და მათ საკუთრებაში არსებული ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, მისი მოპასუხეებისათვის ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა მოითხოვა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ბ. ბ-ძის მიმართ. საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რაც მოსარჩელეს საფუძველს აძლევდა ვარაუდისათვის, რომ ბ. ბ-ძის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების მფლობელობაში იმყოფება უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენდა.
ბ. ბ-ძე 1993 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა აჭარის ა/რ შსს სისტემაში თანამდებობაზე, რომელსაც ამ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 506982045 კუპონი და 6649 ლარი, ხოლო 2001 წლიდან 2004 წლის 10 მაისამდე აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს --- იყო და ხელფასის სახით 4406 ლარი, ხოლო ჯილდოს სახით - 2720 აშშ დოლარი ჰქონდა მიღებული.
მოსარჩელე ითხოვდა ბ. ბ-ძის და მასთან დაკავშირებული პირების შემდეგი ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსათვის გადაცემას:
1. ბ. ბ-ძის სახელზე რიცხული:
ა) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹21-ში;
ბ) ავტომანქანა ,,ნივა», სახელმწიფო ნომრით --;
გ) საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ორთაბათუმში.
2. ნ. ბ-ძის (ბ. ბ-ძის მამა) სახელზე რიცხული:
ა) საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹14-ში;
ბ) ავტომანქანა BMჭ – 525, სახელმწიფო ნომრით --.
3. ვ. მ-იას (ბ. ბ-ძესთან დაკავშირებული პირი) სახელზე რიცხული:
ა) საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹158, ბ.--ში.
4. ლ. ქ-ას (ბ. ბ-ძესთან დაკავშირებული პირი) სახელზე რიცხული:
ა) ავტომანაქანა ,,მერსედეს-ბენცი", სახელმწიფო ნომრით --.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი და სახელმწიფოს გადაეცა ბ. ბ-ძის და მასთან დაკავშირებული პირების შემდეგი ქონება:
· ბ. ბ-ძის სახელზე რიცხული ავტომანქანა ,,ნივა’’, ღირებულებით 6000 ლარი;
· ნ. ბ-ძის (ბ. ბ-ძის მამა) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹14-ში, ღირებულებით 350 000 ლარი, ასევე, ავტომანქანა BMჭ, სახ. ნომრით --, ღირებულებით 6 000 ლარი;
· ვ. მ-იას (ბ. ბ-ძესთან დაკავშირებული პირი) სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ---ის ქ. ¹158, ბ.2-ში, ღირებულებით 50 000 ლარი. სარჩელის სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ბ-ძემ, ნ. ბ-ძემ და ვ. მ-იამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ისინი აღნიშნავდნენ, რომ სასამართლომ ისე განიხილა საქმე, რომ სხდომის შესახებ არ უცნობებია მხარეებისათვის და მათ არ ჰქონდათ საშუალება, დაეცვათ თავიანთი უფლებები. ამასთან, სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებანი.
ბ. ბ-ძის განმარტებით, ბინა, რომელიც მის მიერ გასხვისებულ იქნა ვ. მ-იაზე, პრივატიზებულ ბინას წარმოადგენდა, რომელიც მას სახელმწიფოსაგან უსასყიდლოდ ჰქონდა გადაცემული. ამასთან, აღნიშნული ბინა იმ დროისათვის მას აღარ ეკუთვნოდა და ბინის ახალი შემძენი მასთან დაკავშირებულ პირს არ წარმოადგენდა. მისივე თქმით, ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹14-ში მდებარე, მამამისის _ ნ. ბ-ძის სახელზე რიცხული სახლი მამამისის საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მამამისს ბინის ასაშენებლად და გასარემონტებლად საკმარისი შემოსავალი გააჩნდა.
ნ. ბ-ძემ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სახლი, რომელიც უკანონო ქონებად იქნა მიჩნეული, აშენებული იყო მისი ოჯახის სახსრებით და ბ. ბ-ძეს მის მშენებლობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. სასამართლომ ისე გადაწყვიტა სახლის ჩამორთმევის საკითხი, რომ საქმეში მხარეებად არ ჩააბა მისი მეუღლე და და, რომლებიც აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ და მის მშენებლობაში წვლილი მიუძღოდათ.
ვ. მ-ია საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ იგი ბ. ბ-ძის არც ნათესავს და არც მასთან დაკავშირებულ პირს არ წარმოადგენდა. ბინა მან ბ-ძისგან მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შეიძინა და მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრშიც იგი ირიცხებოდა. კასატორის გამარტებით, აღნიშნული ბინის ჩამორთმევით სასამართლომ დაარღვია კონსტიტუციის 21-ე მუხლი, მან ჩამორთმეული ქონებიდან მისი საკუთრების ამორიცხვა მოითხოვა.
დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორთა წარმომადგენელმა სადავოდ გახადა პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრის უფლება და მიუთითა, რომ მისი მარწმუნებლისათვის _ ბ. ბ-ძისათვის წარდგენილი ბრალდება არ იძლეოდა აღნიშნული სარჩელის აღძვრის უფლებას, ვინაიდან პროკურატურა ბ. ბ-ძეს არ ედავებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით სახელმწიფო სახსრების მითვისებას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, გამოძალვას, მითვისებას ან გაფლანგვას, ან გადასახადებისაგან თავის არიდებას.
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 18 იანვრის განჩინებით ბ. ბ-ძის და ვ. მ-იას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ნ. ბ-ძეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა: გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბ. ბ-ძისათვის ავტომანქანა ,,ნივისა’’ და ვ. მ-იასათვის ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹158, ბ.2-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩამორთმევის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო გადაწყვეტილება ნ. ბ-ძისათვის ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანა ,,BMჭ-525’’-ის ჩამორთმევის ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კასატორების - ბ. ბ-ძისა და ვ. მ-იას საკასაციო საჩივრის მტკიცება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევის თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სასამართლომ 2004 წლის 24 სექტემბრის სხდომის თაობაზე ბ. ბ-ძესა და ვ. მ-იას აცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს საერთოდ არ გაგზავნიათ უწყება 8 ოქტომბრის სხდომის შესახებ და შესაბამისად, ისინი მიწვეული არ ყოფილან სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. ამავე გადაწყვეტილებით საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივი იმის თაობაზე, რომ მის მიმართ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სასამართლოს 2004 წლის 24 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა მისი წარმომადგენელი _ ნ. ანდღულაძე, რომელიც გაფრთხილებულ იქნა 8 ოქტომბრის სხდომის თაობაზე და სასამართლო სხდომას ნ. ბ-ძე და მისი წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის პრეტენზია ნ. ბ-ძისათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის კანონიერების თაობაზე და განმარტა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნია ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 272 კვ.მ, რომელიც ტექაღრიცხვის სამსახურის ცნობით, 2000 წლის 13 ივლისის ¹-- ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ბ-ძის სახელზე ირიცხებოდა. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი პროკურატურის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნით, შეფასებული იყო 350 000 ლარად, ხოლო კასატორ ნ. ბ-ძის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით – 184 818 ლარად. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ასახული არ იყო მიწის ნაკვეთის ღირებულება, ამასთან, მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნული სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც დადგინდებოდა, მითითებულ მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობა რა თანხით იქნა შეძენილი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ბ. ბ-ძეს დაეკისრა ქ. ბათუმში, ---ის ქუჩის ¹158-ში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი სახსრებით შეძენილი ¹2@ბინის გასხვისებით შეძენილი შემოსავალი _ 29 000 ლარის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ; მასვე ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მის სახელზე რიცხული უკანონო და დაუსაბუთებელი სახსრებით შეძენილი ავტომანქანა «ნივა», ღირებული 6000 ლარად.
სასამართლომ განმარტა, რომ ბ. ბ-ძის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და იგი ბრალდებულის სახით მიცემული იყო პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც პროკურორს აძლევდა უფლებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელი აღეძრა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანა «ნივა» (ღირებული 6000 ლარად), კვლავ ბ. ბ-ძის სახელზე იმყოფებოდა, იგი შეძენილი იყო მოპასუხის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ხოლო მისი შეძენისათვის საჭირო სახსრების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც ავტომანქანა «ნივა» ცნობილ იქნა უკანონოდ და დაუსაბუთებლად და ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას დაექვემდებარა.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ასევე, რომ ბათუმში, ---ის ქ. ¹6-ში არსებული, ბინა ¹11 ბ. ბ-ძემ გაცვალა ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც ნოდარ კაკაბაძეს ეკუთვნოდა. 2004 წლის 5 ივლისს აღნიშნული ბინა ბ. ბ-ძისაგან შეიძინა ვ. მ-იამ. სასამართლომ ბინის შეძენა კანონიერად ცნო და მყიდველი კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიცია ვ. მ-იას ბ. ბ-ძესთან «დაკავშირებულ პირად» მიჩნევის შესახებ და განმარტა, რომ სადავო ბინის გასხვისებისათვის მოპასუხე ბ. ბ-ძე პატიმრობაში იმყოფებოდა, რის გამოც მის მიერ ბინით სარგებლობა შეუძლებელი იყო. ამდენად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ბინის ვ. მ-იასათვის ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ უკანონოდ მიიჩნია ბინის გასხვისების შედეგად ბ. ბ-ძის მიერ ვ. მ-იასაგან მიღებული 29000 ლარი და მას აღნიშნული თანხის გადახდა დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება ბ. ბ-ძემ 2005 წლის 11 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა.
2005 წლის 11 აგვისტოს კასატორმა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარადგინა სასამართლოში და განმარტა, რომ საქმის განხილვისას სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს, როდესაც მიიჩნია, რომ მას ბათუმში, ---ის ქ. ¹6-ში არსებული ¹11 ბინის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი _ 29 000 ლარი სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციის სახით უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია.
კასატორი, ამასთან, განმარტავს, რომ მან სადავო ავტომანქანა «ნივა», მართლია, ადრე გაასხვისა, მაგრამ იგი ახალ მეპატორნეს არ გადაუფორმებია. ამდენად, გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა იმ ქონების, რაც მის საკუთრებას აღარ წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ. ბ-ძისათვის ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 ბინის გასხვისებით მიღებული შემოსავლის _ 29 000 ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში, ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის და ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
ბ. ბ-ძეE1993 წლიდანA2001 წლამდე მუშაობდა აჭარის ა/რ შსს სისტემაში (ს.ფ. 15), ხოლო 2001 წლიდან 2004 წლის 10 მაისამდე იგი აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს --- იყო (ს.ფ 16). მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და იგი ბრალდებულის სახით მიცემული იქნა პასუხისგებაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის (ს.ფ. 10). სადავო ავტომანქანა «ნივა» (ღირებული 6000 ლარად) შეძენილი იყო მოპასუხის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და იგი დავის პერიოდში კვლავ ბ. ბ-ძის სახელზე ირიცხებოდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ბ. ბ-ძემ ბათუმში, ---ის ქ.¹6-ში მდებარე ¹11 ბინა ჯერ კიდევ 1994 წელს შეიძინა და 1996 წელს გაცვალა ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც ნოდარ კაკაბაძეს ეკუთვნოდა. აღნიშნული ბინა ბ. ბ-ძისაგან მოგვიანებით ვ. მ-იამ შეიძინა. სასამართლომ ბ. ბ-ძესთან «დაკავშირებულ პირად» არ მიიჩნია ვ. მ-ია და ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 ბინა არ ჩამოართვა.
ამდენად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 საცხოვრებელი ბინის ვ. მ-იასათვის ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ უკანონოდ მიიჩნია ამ ბინის გასხვისების შედეგად ბ. ბ-ძის მიერ ვ. მ-იასაგან მიღებული 29000 ლარი და იგი სახელმწიფოსათვის დაბრუნებას დაუქვემდებარა.
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, უკანონოდ ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ამავე მუხლის «ვ» ქვეპუნქტით დაუსაბუთებლად მიიჩნევა ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნიათ ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნოდარ ბ-ძისათვის ავტომანქანა «ნივის» ჩამორთმევის ნაწილში კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანა «ნივა», სახელმწიფო ნომრით -- (ღირებული 6000 ლარად), შეძენილი იყო მოპასუხის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და იგი დავის განხილვის დროისათვის კვლავ ბ. ბ-ძის სახელზე ირიცხებოდა (ს.ფ. 21). ბ. ბ-ძის განმარტებით, აღნიშნული მანქანა გასხვისებული იყო და მას აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ აღნიშნულის დადასტურება მან ვერ შეძლო. საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას, რომ ვინაიდან ავტომანქანა «ნივა» სამართლებრივად კვლავ ბ. ბ-ძის სახელზე ირიცხებოდა და მისი შეძენისათვის საჭირო სახსრების კანონიერი გზით მოპოვების მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოში არ წარუდგენია, აღნიშნული მის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევის საფუძველს იძლეოდა და ჩამორთმევას უნდა დაქვემდებარებოდა.
საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის შესაბამისადაც თუ შეუძლებელია მოპასუხის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.
ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ავტომანქანა «ნივის» ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ამასთან, მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლს, რომლის შესაბამისადაც, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ. ბ-ძისათვის ბათუმში, ---ის ქ. 158-ში მდებარე ¹2 ბინის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის _ 29 000 ლარის დაკისრების შესახებ უკანონოა, უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:
ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის ---ის 2004 წლის 6 სექტემბრის ცნობით დასტურდება, რომ ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ის ბინა ¹-- ირიცხებოდა ბ. ბ-ძეზე, რომელიც 05.07.04წ. ¹-- ნოტარიული ხელშეკრულების თანახმად, გასხისებულ იქნა ვ. მ-იაზე (ს.ფ. 24). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 სექტემბრის ცნობის თანახმად, ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 ბინა 1996 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ბ. ბ-ძეზე, ხოლო 2004 წლის 5 ივლისის სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე იგი ვ. მ-იაზე აღირიცხა (ს.ფ. 25, 152, 224). საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ აღნიშნული ბინა 2004 წლის 27 სექტემბრისათვის ბ. ბ-ძეზე აღარ ირიცხებოდა (ს.ფ 45). ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 ბინის ვ. მ-იაზე გასხვისებას 29 000 ლარად მოწმობს ასევე ბათუმის ტექაღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 17 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 74). საქმეში წარმოდგენილია ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 14 იანვრის ცნობაც, რომლითაც დგინდება, რომ ბათუმის ტექაღრიცხვის არქივის მასალების მიხედვით, ბათუმში, შავშეთის ქ. ¹6-ში მდებარე ¹11 საცხოვრებელი ბინა ბ. ბ-ძეზე ირიცხებოდა, რომელიც 22.02.1996 წლის ¹-- გაცვლის ნოტარიული ხელშეკრულების თანახმად გადაფორმდა მოქ. ნოდარ კაკაბაძეზე, რომელიც ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ის ¹2 ბინაში ცხოვრობდა (ს.ფ 220). ხსენებული ბინების გაცვლის ხელშეკრულება წარმოდგენილია საქმეში (ს.ფ. 278), რომლითაც დასტურდება, რომ ბათუმში, შავშეთის ქ. ¹6-ის ბინა ¹11 ბ. ბ-ძეს ეკუთვნოდა ბათუმის ¹1 სახელმწიფო სანოტარო კანტორის 1994 წლის ¹-- ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1990 წლის 20 თებერვლის ¹-- ცნობა-დახასიათებით. A
ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა 2004 წლის 17 სექტემბრის სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ვ. მ-იას ბ. ბ-ძესთან «დაკავშირებულ პირად» მიჩნევასა და ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე მასზე აღრიცხული ¹2 საცხოვრებელი ბინის, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემას (ს.ფ 4), მაშინ, როცა საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნული ბინა ბ. ბ-ძემ შეიძინა 1996 წლის გაცვლის ხელშეკრულების შესაბამისად და ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 ბინის სანაცვლოდ ნოდარ კაკაბაძეს გადასცა ბათუმში, შავშეთის ქ. ¹6-ში მდებარე ¹11 საცხოვრებელი ბინა. აქვე ნიშანდობლივია, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც მოწმობს, რომ ბათუმში, შავშეთის ქ.¹6-ში მდებარე ¹11 ბინა ბ. ბ-ძეს საკუთრების უფლებით მოპოვებული ჯერ კიდევ 1994 წლის ¹-- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა. ამასთან, ბ. ბ-ძე აჭარის ა.რ შინაგან საქმეთა სამინისტროში რიგით თანამდებობაზე 1993 წლის 13 სექტემბრიდან დაინიშნა (ს.ფ. 14). საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას სასარჩელო განცხადებაში ბათუმში, შავშეთის ქ. 6-ში მდებარე ¹11 ბინის უკანონო ან დაუსაბუთებელ ქონებად ცნობა არ მოუთხოვია.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მხარეს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად კი, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ბათუმში, შავშეთის ქუჩა ¹6-ში მდებარე ¹11 ბინა ბ. ბ-ძის მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შედეგად შეძენის მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, იგი მან 1994 წელს კანონით დადგენილი წესით შეიძინა, სადავო ---ის ქ. 158-ში მდებარე ¹2 ბინა კი ამ უკანასკნელის გაცვლის შედეგად მიიღო.
ამრიგად, ბ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ. ბ-ძისათვის ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 ბინის გასხვისებით მიღებული შემოსავლის _ 29 000 ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ბ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ. ბ-ძისათვის ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹2 ბინის გასხვისებით მიღებული შემოსავლის _ 29 000 ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.