Facebook Twitter

¹ას-856-907-2011 9 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

აქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ღ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. ა-შვილი, მ. ა-შვილი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 23 მარტს ლ. ღ-ძის სარჩელზე მოპასუხეების _ გ. ა-ულის, ნ. ჩ-ძის, ა. ფ-ძის, თ. ფ-ძის, ლ. ა-შვილისა და მ. ა-შვილის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღებულ იქნა წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება. დადგენილ იქნა გ. ა-ულის, ნ. ჩ-ძის, ა. ფ-ძის, თ. ფ-ძის, ლ. ა-შვილისა და მ. ა-შვილის მიერ მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძველი. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დადგინდა, რომ განიხილებოდა წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ., მ. ა-შვილებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 23 მარტის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ლ. და მ. ა-შვილების მიერ მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლების დადგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ღ-ძის სარჩელი ლ. და მ. ა-შვილების მიმართ ზიანის ანაზღაურების ველდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლების დადგენის მოთხოვნით არ დაკმყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

s ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი ლ. ღ-ძეს ჩაბარდა 2011 წლის 8 აპრილს (ს.ფ.131), ხოლო საკასაციო საჩივარი კი მან ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 23 მაისს, ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკსაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 10 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.