ას-865-814-10 22 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის _ შპს “...” თავმჯდომარის თ. დ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე _ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს “...” სარჩელის გამო მოპასუხე სს “ა”-ს მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე იძულებით რეალიზაცია.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს “...’’ თავმჯდომარის თ. დ-შვილის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა შპს “...” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 23 დეკემბრის ¹19-09 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს “ბ”-ს მხრიდან დავალიანების დაუფარავობის შემთხვევაში, დადგინდა იპოთეკით დატვირთული 561 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან სს “ა”-ს კუთვნილი 36 კვ.მ. ფართის რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ნაწილობრივ გაუქმებულია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ქვემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო:
“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მე-35612-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრჟთან დაკავშირებული საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქარათველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს ზემოთ მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო საჩივრით მხარეების და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა გამიყენება მხოლოდდამხოლოდ სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს განსაკუთრებულ წარმოებასთან, რომლის მარეგულირებელი ნორმები სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავს. აღნიშნულიდან შეიძლება გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ კანონმდებელი მსგავსი კატეგორიის საქმეებში საკასაციო სასამართლოს ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს.
ზემოაღნიშნულიდან გამონდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ მუდმივმოქმედი არბიტრჟის შპს ,,...’’ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუდმივმოქმედი არბიტრაჟის _ შპს “...” თავმჯდომარის თ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.