Facebook Twitter

ას-872-1158-09 10 მაისი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის ¹ას-872-1158-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით სს “ე-ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. კასატორს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (613 ლარის) 70% - 429 ლარი.

საკასაციო პალატის 2010 წლის 14 იანვრის ¹ას-872-1158-09 განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის მითითებული სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ოდენობა, კერძოდ, მითითებულია “სს “ე-ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (613 ლარის) 70% - 429”, რაც არასწორია. აღნიშნულის გამო სასამართლოს განცახდებით მიმართა სს “ე-ს” და მოითხოვა აღნიშნული განჩინების უსწორობის გასწორება, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში სახელმწიფო ბაჟის კასატორისთვის დაბრუნების ოდენობაში მითითებული უნდა იყოს 429 ლარი და 10 თეთრი და არა 429 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის ¹ას-872-1158-09 განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცვალოს შემდეგნაირად: სს “ე-ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (613 ლარის) 70% - 429 ლარი და 10 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის ¹ას-872-1158-09 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და ნაცვლად: “სს “ე-ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (613 ლარის) 70% - 429 ლარი” მიეთითოს: “სს “ე-ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (613 ლარის) 70% - 429 ლარი და 10 თეთრი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.