Facebook Twitter

¹ას-893-1179-09 25 მარტი, 2010წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ბ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ბ-ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა, უღირს მემკვიდრედ ცნობა და ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 6 ნოემბერს დ. ბ-იამ სარჩელითY მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ. ბ-იას მიმართ და მოითხოვა რ. ბ-იას (მამის) დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხის გამოსახლება მის მიერ ფაქტობრვი ფლობით მიღებულ სამკვიდროში შემავალი საცხოვრებელი სახლიდან.

მოპასუხე შ. ბ-იამ თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოითხოვა დ. ბ-იას უღირს მემკვიდრედ ცნობა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებითYდ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დ. ბ-ია ცნობილი იქნა დაბა ჩხოშროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე რ. ბ-იას (მამის) დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ, მოსარჩელე დ. ბ-იას მოთხოვნა, მოპასუხე შ. ბ-იას საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მოპასუხე შ. ბ-იას დროებით სარგებლობაში გადაეცა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე კაპიტალური ორ სართულიანი სახლის პირველი სართული.

შ. ბ-იას შეგებებული სარჩელი, დ. ბ-იას უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო:

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოპასუხის განმარტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ია იყო აწ გარდაცვლილი რ. ბ-იას ვაჟიშვილი და ერთადერთი პირველი რიგის მემკივდრე, რომელიც მამის გარდაცვალების დროიდან ფაქტობრივად შეუდგა დანაშთი ქონების ფლობასა და სარგებლობას.

შ. ბ-ია არის რ. ბ-იას და, შესაბამისად, მისი მეორე რიგის მემკვიდრე.

აწ გარდაცვლილ რ. ბ-იას, საკუთრებაში გააჩნდა დაბა ჩხოროწყუში მდებარე 1,28 ჰა მიწის ნაკვეთი;

შ. ბ-იას სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ ყოფილა.

დაბა ჩხოროწყუს საკრებულოში დაცული საკომლო ჩანაწერების მიხედვით, რ. ბ-იას კომლში არავინ არ იყო ჩაწერილი და კომლის უკანასკნელი წევრი და საკომლო მეურნეობის მესაკუთრე იყო აწ გარდაცვლილი რ. ბ-ია.

შ. ბ-ია რ. ბ-იასთან ერთად ცხოვრობდა კომლში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მაგრამ კომლის თანამესაკუთრედ დარეგისტრირებული არ ყოფილა და რეგისტრირებული იყო ცალკე კომლად.

სამოქალაქო კოდექსის 1332-ე,1336-ე, 1421-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ დ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა მამის, აწ გარდაცვლილი რ. ბ-იას მემკვიდრედ და დანაშთი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია;

სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე შ. ბ-ია ცხოვრობდა ძმის – რ. ბ-იას საცხოვრებელ სახლში და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა, ამავე დროს იყო საპენსიო ასაკის და მეორე ჯგუფის ინვალიდი, ჰუმანურობისა და სამართლიანობის საყოველთაო პრინციპებიდან გამომდინარე, შინაგანი რწმენის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე შ. ბ-იას საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და შ. ბ-იას დროებით სარგებლობაში უნდა გადასცემოდა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე კაპიტალური ორ სართულიანი სახლის პირველი სართული.

იმის გათვალიწინებით, რომ შ. ბ-იამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მემკვიდრე, დ. ბ-ია, მამკვიდრებელს, რ. ბ-იას ხელს უშლიდა უკანასკნელი ნების განხორციელებაში, ან ჩაიდინა მამკვიდრებლის საწინააღმდეგოდ განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი, რაც სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით შეიძლება გამხდარიყო უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი, სასამართლომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სასამართლომ გაიზიარა შ. ბ-იას მოსაზრება მასზედ, რომ დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლი, რ. ბ-იას საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არ მდებარეობდა და მიიჩნია, რომ აღნიშნული სახლი განთავსებული იყო რ. ბ-იას კუთვნილ 1,28 ჰა მიწის ნაკვეთზე.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-იამ, იმ ნაწილში, რომლითაც დ. ბ-ია ცნობილ იქნა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე რ. ბ-იას (მამის)დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო შ. ბ-იას დროებით სარგებლობაში გადაეცა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე კაპიტალური ორ სართულიანი სახლის პირველი სართული, ასევე დ. ბ-იას უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მითითებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში უარის თქმა და დ. ბ-იას უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე რ. ბ-იას (მამის)დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ დ. ბ-იას ცნობის ნაწილში და დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე კაპიტალური ორ სართულიანი სახლის პირველი სართულის მოპასუხე შ. ბ-იას დროებით სარგებლობაში გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვტილება, დ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე რ. ბ-იას (მამის)დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვტეილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დ. ბ-ია არის, აწ გარდაცვლილი რ. ბ-იას ვაჟიშვილი და ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც მამის გარდაცვალების დროიდან ფაქტობრივად შეუდგა დანაშთი ქონების ფლობასა და სარგებლობას;

შ. ბ-ია არის რ. ბ-იას და, შესაბამისად მეორე რიგის მემკვიდრე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 11 დეკემბერს გაცემული ცნობით, საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მიწის საკუთრების მოწმობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილ რ. ბ-იას, საკუთრებაში გააჩნდა დაბა ჩხოროწყუში მდებარე. 1,28 ჰა მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 11 დეკემბერს გაცემული ცნობით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შ. ბ-იას სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ ყოფილა.

დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს მიერ გაცემული ცნობების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ბ-იას კომლში არავინ ყოფილა ჩაწერილი და კომლის უკანასკნელი წევრი და საკომლო მეურნეობის მესაკუთრე იყო აწ გარდაცვლილი რ. ბ-ია.

შ. ბ-ია და რ. ბ-ია ერთად ცხოვრობდნენ დაბა ჩხორწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მაგრამ კომლის თანამესაკუთრედ დარეგისტრირებულნი არ ყოფილან, რ. ბ-ია რეგისტრირებული იყო ცალკე კომლად.

პალატამ დამატებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 აგვისტოს ცნობის თანახმად, დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მცხოვრებ შ. ბ-იას ჩხოროწყუს რაიონის საჯარო რეესტრში უძრავი ქონება რეგისტრირებული არ ჰქონია, ხოლო რ. ბ-იას დაბა ჩხოროწყუში რეგისტრირებული ჰქონდა 1,28 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქონების ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართი რეგისტრირებულ მონაცემებში მითითებული არ ყოფილა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 28 მაისის ცნობებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ... ქუჩა ¹32-ში მცხოვრებ, აწ გარდაცვლილ შა. ი.-ს ძე ბ-იას ზონარგაყრილი წიგნის მიხედვით ერიცხება 0,35 ჰა მიწის ფართობი, რომელზედაც განთავსებულია ორსართულიანი სახლი, შ. ი.-ს ასული ბ-ია არის ცალკე კომლი, რომელიც ირიცხება აწ გარდაცვლილ შა. ი.-ს ძე ბ-იას კომლში.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმერეთის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2009 წლის 15 ივნისის დასკვნის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაბა ჩხოროწყუში, რ. ბ-იას საკუთრებაში ირიცხებოდა მიწა ოთხ ნაკვეთად.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შ. ბ-იამ სადავო გახადა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რ. ბ-იას კუთვნილების საკითხი, ხოლო მოსარჩელე დ. ბ-იას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება – საჯარო რეესტრში ამ ქონების რ. ბ-იას საკუთრებაში რეგისტრაციის დოკუმენტი, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქონება არ წარმოადგენდა სკ-ის 1328-ე მუხლით გათვალისწინებულ რ. ბ-იას სამკვიდროს და ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ბ-ია ცნობილი იქნა დაბა ჩხოროწყუში ... ქ.¹32-ში მდებარე, რ. ბ-იას (მამის) დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ დაუსაბუთებელი იყო, შესაბამისად იგი უნდა გაუქმებულიყო და დ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ვინაიდან დ. ბ-ია არ წარმოადგენდა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს, ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ. ბ-იას შეეზღუდა ამ ქონებით სარგებლობა და დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე კაპიტალური ორ სართულიანი სახლის მხოლოდ პირველი სართული გადაეცა დროებით სარგებლობაში, სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის შეგებებულ სარჩელზე, დ. ბ-იას უღირს მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ შ. ბ-იას სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა ის ფაქტი, რომ დ. ბ-ია განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დ. ბ-იას უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე შ. ბ-იას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, შესაბამისად, ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ. ბ-იას შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი და ამასთან, არასწორად მიუთითა იმის თაოაბზე, რომ მას, როგორც მოსარჩელეს, სათანადო მტკიცებულებები _ საჯარო რეესტრში ქონების რ. ბ-იას საკუთრებაში რეგისტრაციის თაოაბზე სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ საქმის სამართლებრივი შეფასება და შემაჯამებელი დასკვნა დამყარებული აქვს ყალბ, არასწორ და დაუზუსტებელ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც გახდა საფუძველი საქმეზე არაკანონიერი გადაწყვეტილების გამოტანისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ დ. ბ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მოითხოვდა აწ გარდაცვლილი რ. ბ-იას დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობას. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე არის რ. ბ-იას ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც მამის გარდაცვალების დროიდან ფაქტობრივად შეუდგა დანაშთი ქონების ფლობას და სარგებლობას. ასევე დადგენილად ცნო, რომ აწ გარდაცვლილ რ. ბ-იას საკუთრებაში ჰქონდა დაბა ჩხოროწყუში მდებარე 1,28 ჰა მიწის ნაკვეთი. მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას, ასევე სასამართლოს დასკვნებს და მოსაზრებებს თუ რა საფუძვლით არ აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობაზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კუთვნილებაზე და დადგენილად ცნო, რომ აწ გარდაცვლილი რ. ბ-ია რეგისტრირებული იყო ცალკე კომლად და ცხოვრობდა სადავო სახლში. ვინაიდან შეუძლებელია იმის დადგენა განთავსებულია თუ არა, სადავო სახლი რ. ბ-იას საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, სასამართლომ სახლის მესაკუთრედ ცნობაზეც მოსარჩელეს უარი უთხრა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა განიხილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლო ასევე უფლებამოსილია ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ბ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.