Facebook Twitter

ას-895-843-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – 1. გ. ს-ძე

2. თ. ჭ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ს-ძისა და ნ. ჭ-ძის სარჩელი მოპასუხეების თ. ჭ-ძისა და მ. ც-ძის, ასევე მესამე პირის სს ,,... ბანკის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ს-ძემ, ნ. ჭ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის საააპელაციო სასამარტლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ძისა და ნ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება. გ. ს-ძისა და ნ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თ. ჭ-ძეს გ. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 31920 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილის 3216,78 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც გ. ს-ძემ, ისე თ. ჭ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გ. ს-ძეს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 225 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ასევე 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თ. ჭ-ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 1596 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 160.83 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებებით კასატორს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საკასაციო პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება გ. ს-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 5 ოქტომბერს (ს.ფ.96), ხოლო თ. ჭ-ძის წარმომადგენელ ნ. თ-ძეს 2010 წლის 15 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, გ. ს-ძის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 6 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 26 ოქტომბერს, ხოლო თ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარზე _ დაიწყო 2010 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 5 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებმა ხარვეზი არ გამოასწორეს და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ს-ძისა და თ. ჭ-ძის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.