Facebook Twitter

ას-904-852-2010 24 დეკემბერი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. მურუსიძე, პ. სილაგაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹ას-945-891-2010 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ირა ბერიძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების პირველ გვერდზე საქმის ნომერ ას-904-852-2010-ის ნაცვლად მითითებულია საქმის ნომერი ას-945-891-2010.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹ას-945-891-2010 განჩინების პირველ გვერდზე საქმის ნომერ ას-945-891-2010-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს საქმის ნომერი ას-904-852-2010.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹ას-945-891-2010 განჩინების პირველ გვერდზე საქმის ნომერი ას-945-891-2010 შეიცვალოს საქმის ნომრით ას-904-852-2010;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.