¹ას-941-1220-09 4 თებერვალი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ვაკე 99-ის” თავმჯდომარე ნ. ფ-ძე, ბ. გ-შვილი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ. ა-ძე, გ. რ-შვილი, ს. წ-ძე, რ. ე-ძე, ნ. ბ-შვილი (მოსარჩელეები)
დავის საგანი – ამხანგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ა-ძემ, ლ. ე-ძემ, გ. რ-შვილმა, ს. წ-ძემ, რ. ე-ძემ, ნ. ბ-შვილმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვაკე-99-ის“ 2007 წლის 16 ნოემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ კრების ოქმით მოპასუხე ბ. გ-აშვილს საკუთრების უფლებით გადაეცა სარდაფები, რომელთაც ფაქტობრივი ფლობით მოსარჩელეები ფლობდნენ წლების განმავლობაში. აღნიშნული ფართის ფლობის უფლება მესაკუთრეს მათთვის არ მიუცია.
მოპასუხეებმაMAშესაგებელი შეიტანეს სასამართლოში და სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ კრება უფლებამოსილი იყო მოპასუხისათვის გადაეცა საერთო საკუთრების ფართი და არ არსებობს კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი.
ბ. გ-შვილის ხსენებული განცხადება ხელმოწერილია 42 მეზობლის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით თ. ა-ძის, გ. რ-შვილის, ს. წ-ძის, რ. ე-ძის და ნ. ბ-შვილის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა “ვაკე-99-ის” 2007 წლის 16 ნოემბრის კრების ოქმი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ბინამესაკუთრებათა ამხანაგობა “ვაკე 99-ის” თავმჯდომარე ნ. ფ-ძემ და ბ. გ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამრთლოს 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა” ვაკე 99-ის” ბ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ბინათამესაკუთრეთა “ვაკე 99-ის” თავმჯდომარე ნ. ფ-ძემ და ბ. გ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ვაკე 99-ის” თავმჯდომარე ნ. ფ-ძისა და ბ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ვაკე 99-ის” თავმჯდომარე ნ. ფ-ძისა და ბ. გ-შვილის წარმომადგენელ ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ვაკე 99-ის” თავმჯდომარე ნ. ფ-ძისა და ბ. გ-შვილის წარმომადგენელ ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ვაკე 99-ის” თავმჯდომარე ნ. ფ-ძისა და ბ. გ-შვილის წარმომადგენელ ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ვაკე 99-ის” თავმჯდომარე ნ. ფ-ძისა და ბ. გ-შვილის წარმომადგენელ ი. კ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.