Facebook Twitter

ას-941-887-2010 7 დეკემბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M ვ. როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ხ-ულოს, ევ. ხ-ულოს, პ. ხ-ულოს, ა. ხ-ულოსა და დ. ხ-ულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე ე. ხ-ულოს, ევ. ხ-ულოს, პ. ხ-ულოს, ა. ხ-ულოსა და დ. ხ-ულოს სარჩელისა გამო ხელვაჩაურის რაიონის ურეხის თემის საკრებულოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები _ ი. და გ. ა-იდები, საკომლო მეურნეობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კომლის საერთო ქონების გაყოფის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ე. ხ-ულოს, ევ. ხ-ულოს, პ. ხ-ულოს, ა. ხ-ულოსა და დ. ხ-ულოს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის სათანადო ასლების, სადავო ქონების ფასის შესახებ მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით და დაევალათ სადავო ქონების ფასის შესახებ მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ე. ხ-ულოს, ევ. ხ-ულოს, პ. ხ-ულოს, ა. ხ-ულოსა და დ. ხ-ულოს გაუგრძელდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღით და დაევალათ ამ ვადაში სადავო ქონების ფასის შესახებ მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით. აღნიშნული განჩინება მხარეს 14 ნოემბერს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხარვეზის შევსების ვადა 2010 წლის 29 ნოემბერს ამოიწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციაში წარმოებს იმ წესებით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით; ხოლო ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, კი საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციაში წარმოებს იმ წესებით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი მოიცავს. საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორების წარმომადგენელს, რ. ფ-ძეს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვთ 300 ლარი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ რ. ფ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი მთლიანად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ხ-ულოს, ევ. ხ-ულოს, პ. ხ-ულოს, ა. ხ-ულოსა და დ. ხ-ულოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

კასატორებს დაუბრუნდეთ რ. ფ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი მთლიანად თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.