¹ას-994-1027-11 30 ივნისი, 2011 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ. ზ-შვილი
წარმომადგენელი _ ნ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები _ ხ. გ-ძე-ზ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ხ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა შეწყდა ხ. გ-ძესა და დ. ზ-შვილს შორის ქ. თბილისში, 2000 წლის 22 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი ¹....
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ზ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ზ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება. საკასაციო საჩივარს დაერთო სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ხ. გ-ძე-ზ-შვილის შუამდგომლობა, საიდანაც ირკვევა რომ დ. ზ-შვილმა მოახერხა მათ შორის არსებული უთანხმოების აღმოფხვრა და მათი ურთიერთობის აღდგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ. გ-ძე-ზ-შვილმა გამოიხმო სარჩელი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რასაც დ. ზ-შვილი დაეთანხმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება, მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ხ. გ-ძე-ზ-შვილმა გამოიხმო სარჩელი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რასაც კასატორი დ. ზ-შვილი დაეთანხმა.
საკასაციო სასამართლოს მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხ. გ-ძე-ზ-შვილისთვის და დ. ზ-შვილისთვის ცნობილი იყო სარჩელის გამოხმობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა საფუძვლიანია და დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი და კასატორს დაუბრუნდეს ნ. გ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 275-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ას-994-1027-11 25 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, დ. ზ-შვილის წარმომადგენლის ნ. გ-უას განცხადების საფუძველზე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის ¹ას-994-1027-11 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ხ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა შეწყდა ხ. გ-ძესა და დ. ზ-შვილს შორის ქ. თბილისში, 2000 წლის 22 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი ¹...
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ზ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ზ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება. საკასაციო საჩივარს დაერთო სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ხ. გ-ძე-ზ-შვილის შუამდგომლობა, საიდანაც ირკვევა რომ დ. ზ-შვილმა მოახერხა მათ შორის არსებული უთანხმოების აღმოფხვრა და მათი ურთიერთობის აღდგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ. გ-ძე-ზ-შვილმა გამოიხმო სარჩელი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რასაც დ. ზ-შვილი დაეთანხმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-უას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).
2011 წლის 14 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა დ. ზ-შვილის წარმომადგენელმა ნ. გ-უამ და მოითხოვა მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საკასაციო პალატის 2011 წლის 30 ივნისის ¹ას-994-1027-11 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, დაშვებულია უსწორობა, კერძოდ მასში არ არის მითითებული ხ. გ-ძე-ზ-შვილის მიერ სარჩელის გამოხმობის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინების და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეეგიის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, შესაბამისად განმცხადებელმა მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, ნაცვლად “დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-უას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)” მიეთითოს “ხ. გ-ძე-ზ-შვილის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები. დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-უას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის ¹ას-994-1027-11 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად სიტყვებისა: “დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-უას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)” მიეთითოს: “ხ. გ-ძე-ზ-შვილის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები. დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-უას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ზ-შვილის წარმომადგენლის ნ. გ-უას განცხადება დაკმაყოფილდეს.
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის ¹ას-994-1027-11 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად სიტყვებისა: “დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-უას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)” მიეთითოს: “ხ. გ-ძე-ზ-შვილის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები. დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს ნ. გ-უას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)”.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.