ას-1074-1006-2010 3 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა დ. ლ-კოს კერძო საჩივრის გაუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის განჩინებით დ. ლ-კოს სარჩელი მოპასუხე ა. ი-ავას მიმართ მემკვიდრედ აღიარების თაობაზე, მისი გამოხმობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული. გაუქმდა ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ბათუმში, ... ქ. ¹3, ბ. 35-ში მდებარე უძრავ ქონებას (ტ.4, ს.ფ. 143-145).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დ. ლ-კოს კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების ვადის გაშვების გამო (ტ.4, ს.ფ. 154-156).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ლ-კომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა (ტ.4, ს.ფ. 168).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დ. ლ-კოს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილ განჩინებას, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ ექვემდებარება გასაჩივრებას და არის კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება.
ამდენად, ვინაიდან ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ლ-კოს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.