საქმე ¹ას-114-108-2010 15 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. კ-არი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “--- ბ.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დავალიანების დაკისრება, ნივთის აუქციონზე რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “--- ბ.” სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.”, გ. წ-იას, გ. კ-არის, შპს “ს.”, მ. კ.ძისა და მ. ხ-იანის მიმართ 2007 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელესა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.” შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 8 აგვისტოს სს “--- ბ.” და ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა “შ.” შორის გაფორმდა ¹777189 ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, ხოლო 2008 წლის 8 აგვისტოს _ საბანკო კრედიტის შესახებ. არა ერთგზის გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სს “--- ბ.” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.”, შპს “ს.” და მ. კ.ძეს სოლიდარულად 2008 წლის 27 ნოემბრამდე სს “--- ბ.” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრათ 388284,18 აშშ დოლარი, სს “--- ბ.” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.”, შპს “ს.” და მ. კ.ძის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2008 წლის 27 ნოემბრამდე პირგასამტეხლოს სახით 7380 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.”, შპს “ს.” და მ. კ.ძეს სს “--- ბ.” სასარგებლოდ 2008 წლის 27 ნოემბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება თვეში 5160,56 აშშ დოლარის ოდენობით, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.”, შპს “ს.” და მ. კ.ძეს სს “--- ბ.” სასარგებლოდ 2008 წლის 27 ნოემბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 255 აშშ დოლარის ოდენობით, გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მ. ხ-იანის კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა თბილისი 01, სექტორი _ ... 14, კვარტალი _ 02, ნაკვეთი 013/032, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო-სამეურნეო, ფართი _ 2000.00 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომერი _ 13, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ ¹01/14/02/13/032, მისამართი _ ქ. თბილისი, ... მე-3 მ/რ, სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ), იპოთეკით დატვირთული გ. წ-იას კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა მცხეთა 72, სექტორი – ... 08, კვარტალი _ 05, ნაკვეთი 201, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფოლო-სამეურნეო, ფართობი _ 30000.00 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომერი _ ....., ..... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ ¹...., მისამართი _ მცხეთა, ... ტერიტორია), იპოთეკით დატვირთული გ. წ-იას კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა მცხეთა 72, სექტორი _ ... 08, კვარტალი _ 05, ნაკვეთი _ 202, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფოლო-სამეურნეო, ფართი _ 20000.00 (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომერი _ 72.08.05.106, 72.08.05.107 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ¹....., მისამართი _ მცხეთა, ... ტერიტორია), იპოთეკით დატვირთული გ. კ-არის კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი 81, სექტორი – კოჯორი 01, კვარტალი _ 98, ნაკვეთი 926, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო, ფართობი _ 86329.00 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომრები _ 810198379, 810198365, 810198378, 810198377, 810198376, 810198375, 810198374, 810198373, 810198372, 810198371, 810198370, 810198369, 810198368, 810198367, 810198366, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ ¹....., მისამართი _ ქ.თბილისი, ..., სოფელი ...), იპოთეკით დატვირთული გ. კ-არის კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი 81, სექტორი – ... 01, კვარტალი _ 98, ნაკვეთი _ 927, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფოლო-სამეურნეო, ფართობი _ 5.2379.00 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომრები _ 810198398, 810198380, 810198383, 810198382, 810198381, 810198384 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ¹....., მისამართი _ ქ.თბილისი, ..., სოფელი ...), იპოთეკით დატვირთული გ. კ-არის კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა ... 72, სექტორი – ... 08, კვარტალი _ 01, ნაკვეთი 099, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფოლო-სამეურნეო, ფართობი _ 15146.00 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომერი - 72.08.01.096 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ¹....., მისამართი _ ..., სოფელი ...), იპოთეკით დატვირთული გ. კ-არის კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა ... 72, სექტორი – ... 08, კვარტალი _ 01, ნაკვეთი 112, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფოლო-სამეურნეო, ფართობი _ 51999.00 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომერი -72.08.01.087 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ ¹...., მისამართი _ ..., სოფელი ...), იპოთეკით დატვირთული გ. კ-არის კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა მცხეთა 72, სექტორი – წეროვანი 08, კვარტალი _ 01, ნაკვეთი 102, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფოლო-სამეურნეო, ფართობი _ 112183.00 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომერი _ 72.08.01.088 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ ¹....., მისამართი _ ... სოფელი ...), გ. კ-არის კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა ... 72, სექტორი _ ... 08, კვარტალი _ 01, ნაკვეთი 108, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფოლო-სამეურნეო, ფართობი _ 10000.00 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომერი _ 72.08.01.087 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ ¹....., მისამართი _ ..., სოფელი ...), იპოთეკით დატვირთული გ. კ-არის კუთვნილი უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი 81, სექტორი _ ... 02, კვარტალი _ 95, ნაკვეთი 474, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფოლო-სამეურნეო, ფართობი _ 45640.0 კვ.მ (დაზუსტებული), ნაკვეთის წინა ნომრები – 8102995015, 8102996147,571, 810295570, 810295272, 810295572, 810295833, 810295574, 8102997160, 8102997162, 8102998161, 8102988160, 810298279 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ ....., მისამართი _ ქ.თბილისი, სოფელი ...), სს “--- ბ.” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შპს “ს.” და მ. კ.ძის კუთვნილ მთელ ქონებაზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. კ-არმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გ. კ-არის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომა გადაიდო იმ მოტივით, რომ აპელანტ გ.კ-არის, მოპასუხეების _ მ. ხ-იანისა და შპს “ს.” წარმომადგენელმა დ. ტ-ემ უარი განაცხადა წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელებაზე, რის შესახებ მარწმუნებელთათვის ცნობილი არ იყო. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ დ. გ-ძეს ნება დაერთო, უზრუნველეყო აპელანტ გ.კ-არისათვის სააპელაციო პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის სხდომის ოქმისა და 2009 წლის 23 დეკემბერს საქმის განხილვის დანიშვნის შესახებ სასამართლო უწყების ჩაბარება. 2009 წლის 23 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გ.კ-არი, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.”, მ. კ.ძე, გ. წ-ია, შპს “ს.” და მ. ხ-იანი არ გამოცხადდნენ. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა დ. გ-ძემ კი მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით და მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობათა დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, რაც სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. პალატამ დაადგინა, რომ გ. კ-არს სასამართლო სხდომის ოქმის ასლი და უწყება 2009 წლის 23 დეკემბრის სხდომის თაობაზე გაეგზავნა როგორც ძირითად, ისე ალტერნატიულ მისამართზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს კურიერის 2009 წლის 8 დეკემბრის აქტით დადასტურებულად ჩათვალა, რომ ალტერნატიულ მისამართზე _ ქ.თბილისში, ... 3-ის მე-2 მკ/რ-ის ¹30/83-ში ადრესატი არ ცხოვრობს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე გ.კ-არის დეიდაშვილ ნ. კ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 10 სექტემბრის სასამართლო განჩინება სააპელაციო საჩივრის ხარვეზის თაობაზე, რის შემდეგ აპელანტმა ხარვეზი დადგენილ ვადაში შეავსო. ამასთან, 2009 წლის 16 დეკემბერს სწორედ ნ.კ-ძეს ჩაბარდა გ.კ-არისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება და გზავნილი, თუმცა ამ შემთხვევაში მას ადრესატთან თავის დამოკიდებულებაზე არ მიუთითებია. შპს “თ.” დირექტორის მიერ გაცემული ცნობებითა და საფოსტო დოკუმენტებით პალატამ დაადგინა, რომ აპელანტის მიერ საქმეში მითითებულ ძირითად მისამართზე გაგზავნილი სასამართლო უწყებები და გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს სახლში არყოფნის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის, 73-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით პალატამ ჩათვალა, რომ გ. კ-არს სასამართლო უწყება 2009 წლის 23 დეკემბერს საქმის განხილვის შესახებ და 2009 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომის ასლი კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. პალატის მითითებით, გ.კ-არმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც შპს “ს.” თანხის დაკისრების ნაწილში, ისე გ.კ-არის ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში, გადაწყვეტილებით კი შპს “ს.” თანხა დაეკისრა სოლიდარულად “შ.” და მ. კ.ძესთან ერთად, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2009 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მიიწვია მოპასუხეებიც. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 76-ე მუხლებით, 73-ე მუხლის 11 ნაწილით და მიიჩნია, რომ შპს “ს.” სასამართლო უწყება კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ორჯერ უშედეგოდ გაიგზავნა. სასამართლო უწყება და სხდომის ოქმის ასლი პალატამ მ.კ.ძის, გ.წ-იასა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.” ჩაბარებულად ჩათვალა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება და გზავნილი ჩაბარდა მათ წარმომადგენელ კობა ბობოხიძეს. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ მ. ხ-იანს სადავო უწყება და გზავნილი ჩაბარდა პირადად. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტისათვის საქმის განხილვის შესახებ შეტყობინების მიუხედავად იგი სასამართლოში არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი მას არ აცნობა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. კ-არის წარმომადგენელმა მ.ს-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად აპელანტ გ.კ-არის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობისას სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის შემთხვევაში მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ ზემოხსენებული მუხლის მესამე ნაწილი სააპელაციო სასამართლოს უფლებას ანიჭებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან 229-ე მუხლი ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ უშუამდგომლია, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უფლება არ გააჩნდა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება გ.კ-არის მიერ საქმის განხილვის პროცესში თავისი მისამართის შეცვლის თაობაზე სააპელაციო პალატისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს საქმის განხილვისას თავისი მისამართი არ შეუცვლია. ქ.თბილისი, ... 3-ის მეორე მკ/რ-ის 30-ე კორპუსის ¹83 ბინა გ.კ-არის მისამართი არასდროს ყოფილა. სს “--- ბ.” მოითხოვა აღნიშნულ მისამართზე მისთვის გადაეგზავნა გ.კ-არისათვის განკუთვნილი კორესპოდენცია, ხოლო აპელანტმა იგი მიუთითა სააპელაციო საჩივარში ალტერნატიულ მისამართად. რაც შეეხება ძირითად მისამართს, სააპელაციო საჩივარშიც და შესაგებელშიც მხარემ დაასახელა რუსეთის ფედერაცია, მოსკოვის ოლქის ქ...., ... ქ.¹5ა, ბინა ¹96. გ.კ-არს არასოდეს უცხოვრია არც ნ.კ...ძის მისამართზე, რაც დასტურება ნ. კ...ძის მინაწერით სასამართლო გზავნილზე, კერძოდ, რომ გ.კ-არი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს და იგი არის ქ.მოსკოვის მაცხოვრებელი. გ.კ-არისათვის სასამართლოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება 2009 წლის 18 დეკემბრის კურიერის მიერ შედგენილი აქტი, რომ, ¹82 ბინის მაცხოვრებლის განმარტების შესაბამისად, ქ.თბილისში, ... 3-ის მეორე მკ/რ-ის 30-ე კორპუსის ¹83 ბინაში ადრესატი არ ცხოვრობს. მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და არ არსებობს მითითება ადრესატის _ გ.კ-არის ან ნ.კ...ძის დაბრუნების სავარაუდო დროზე. აპელანტის ძირითად მისამართზე სასამართლო გზავნილი მოწინააღმდეგე მხარემ გააგზავნა 2009 წლის 17 დეკემბერს და 12 დეკემბერს, თუმცა მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მომენტისათვის, დროებით, სახლში მცხოვრებ პირთა არყოფნის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა არც ამ შემთხვევაში არ არის დაცული. სასამართლო არ განუხორციელებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები და არ დაუცვია 71-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა. 2009 წლის 16 დეკემბერს ნ. კ...ძისათვის სასამართლოს უწყების ჩაბარება გ.კ-არის მიერ მის ჩაბარებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან უწყება განკუთვნილი იყო შპს “სახიერისათვის”, ხოლო ნ.კ...ძეს გ.კ-არისათვის შპს “სახიერის” სახელზე მიღებული უწყების თაობაზე არ უცნობებია. გ.კ-არს გონივრული ვადა არ მიეცა 2009 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დ.ტ-ძის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის შემდეგ უზრუნველეყო თავისი მონაწილეობა საქმის განხილვაში ახალი წარმომადგენლის მიერ, რადგან აპელანტის მიერ სასამართლო უწყებისა და სხდომის ოქმის ასლის 2009 წლის 16 დეკემბერს ჩაბარების შემთხვევაშიც გ.კ-არი ვერ მოახერხებდა ამავე წლის 23 დეკემბერს საქმის განხილვისათვის სათანადოდ მომზადებას, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-არის წარმომადგენელ მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 229-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, დააკმაყოფილოს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. კანონმდებელი ზუსტად განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოში აპელანტისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ავალებს სააპელაციო პალატას, გადაწყვიტოს დავა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის განკუთვნილი ნორმებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კანონის აღნიშნული დანაწესი უშუალოდ უკავშირდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუთხოვია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტ გ. კ-არისათვის სასამართლო უწყება 2009 წლის 23 დეკემბრის სხდომის დანიშვნის შესახებ და 2009 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომის ასლი კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს შემდეგი დასაბუთებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით კი, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, აცნობოს მხარეებს გარკვეული საპროცესო მოქმედებების შესახებ, რისთვისაც იგი აგზავნის სასამართლო უწყებასა და გზავნილს საქმეში მხარეთა მიერ დასახელებულ ძირითად ან ალტერნატიულ მისამართზე. სასამართლო გზავნილისა და უწყების უშედეგოდ გაგზავნისას სასამართლო ვალდებულია, განმეორებით გააგზავნოს ისინი იმავე ან მისთვის ცნობილ სხვა მისამართზე, რა დროსაც სასამართლო დოკუმენტების მხარისათვის კვლავ ჩაუბარებლობა, უწყებისა და გზავნილის მხარის მიერ ჩაბარებას უთანაბრდება. ამავდროულად, სასამართლო უწყება და გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩაბარდება არა პირადად ადრესატს, არამედ მის მიერ მითითებულ მისამართზე მხარესთან ერთად მცხოვრებ სრულწლოვან ოჯახის წევრს, რომელიც უწყების ან გზავნილი მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით დაადასტურებს სასამართლო გზავნილის მიღების ფაქტს. აღნიშნული პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს და გადასცეს მხარეს მის მიერ მიღებული დოკუმენტები.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს სასამართლოსათვის თავისი მისამართის მითითების საკითხს, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის აღნიშნულ მისამართზე მიტანისას მხარის არყოფნის შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ზემოხსენებული დოკუმენტები ჩაბარდება კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა წრეს და ამ პირთა მიერ სასამართლო უწყების და გზავნილის მხარისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ ვალდებულების დარღვევას მხარის საზიანო სამართლებრივი შედეგი მოჰყვება.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა გ.კ-არმა სააპელაციო საჩივარში თავის ძირითად მისამართად მიუთითა რუსეთის ფედერაცია, მოსკოვის ოლქის ქ...., მშენებელთა ქ.¹5ა, ბინა ¹96, ხოლო ალტერნატიულ მისამართად _ ქ.თბილისი, ...ს 3, მე-2 მკ/რ ¹30/83. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ უწყება საქმის განხილვის 2009 წლის 23 დეკემბრისათვის დანიშვნის თაობაზე და სააპელაციო პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის სხდომის ოქმის ასლი გ. კ-არს გაუგზავნა როგორც ძირითად, ისე ალტერნატიულ მისამართზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე დ. გ-ძეს დაევალა ზემოხსენებული სასამართლო უწყებისა და გზავნილის გ.კ-არისათვის ჩაბარება და შესაბამისი დასტურის სააპელაციო პალატისათვის წარდგენა.
მხარის მიერ წარმოდგენილი საფოსტო სამსახურ “თ.” დირექტორის გაცემული 2009 წლის 22 დეკემბრის ცნობით, ამავე წლის 17 დეკემბერს გ.კ-არს რუსეთის ქალაქ ... მშენებელთა ქ.¹5ა-ს ბინა ¹96-ში გაეგზავნა ¹241814226 გზავნილი, თუმცა მისი ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა გ.კ-არის სახლში არყოფნის გამო. აპელანტისათვის ალტერნატიულ მისამართზე გაგზავნილი სადავო სასამართლო უწყება და გზავნილი 2009 წლის 16 დეკემბერს ადრესატისათვის გადასაცემად ჩაიბარა ნ.კ...ძემ. დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მითითება შპს “ს.” შეტყობინების ბარათზე, რომლითაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ გ.კ-არისათვის გადასაცემად ქ.თბილისში, ...ს 3-ის მე-2 მკ/რ-ის ¹30/83-ში ჩაიბარა მისმა დეიდაშვილმა ნ.კ...ძემ. სააპელაციო საჩივრის ხარვეზი კი მხარემ აღნიშნული ჩაბარებიდან ვადაში გამოასწორა. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2009 წლის 16 დეკემბერს გ.კ-არისათვის სადავო სასამართლო გზავნილისა და უწყების ჩაბარება სააპელაციო პალატამ გ. კ-არისათვის ჩაბარებად სწორად მიიჩნია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ 2009 წლის 16 დეკემბერს გ.კ-არისათვის სადავო სასამართლო უწყებისა და გზავნილის ჩაბარების პირობებშიც 2009 წლის 23 დეკემბრამდე მხარე ვერ უზრუნველყოფდა წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში მონაწილეობას, ვინაიდან ერთი კვირის შუალედი საკმარისად გონივრულ ვადას წარმოადგენდა სასამართლო პროცესის მოსამზადებლად, ხოლო ობიექტური გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილი იყო, დასაბუთებული შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის, რაც მას, საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყების ჩაბარების მიუხედავად, არ განუხორციელებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ-არის წარმომადგენელ მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.