Facebook Twitter

ას-1223-1483-09 6 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი. ქ-ძე, დ. ო-ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრისა და 3 დეკემბრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

ე. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ქ-ძის, დ. ო-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ეთერ გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ 7 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 10 დღით განჩინების ჩაბარებიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტებს ი. ქ-ძესა და დ. ო-ძეს 2009 წლის 4 ნოემბრის ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2009 წლის 6 ნოემბერს, რომლის თანახმად აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდათ 2009 წლის 16 ნოემბრამდე. მიუხედავად ამისა, აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.

2009 წლის 30 ნოემბერს ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ მას აღენიშნებოდა ტოქსიკური მოწამლვა, რომელსაც თან ახლდა გართულებული ბრონქოსპაზმი, რის გამოც 2009 წლის 16 ნოემბერს საპროცესო ვადის გასვლის ბოლო დღეს ვერ შესძლო სასამართლოში წარმოედგინა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი მასალები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის წარმომადგენელ ა. ბ-ს შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტებს ი. ქ-ძესა და დ. ო-ძეს 2009 წლის 4 ნოემბრის ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2009 წლის 6 ნოემბერს, რომლის თანახმად აპელანტებს ხარვეზის გამოსაწორებლად ვადა ჰქონდათ 2009 წლის 16 ნოემბრამდე. მიუხედავად ამისა, აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარევზი არ შეუვსიათ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ი. ქ-ძისა და დ. ო-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს აპელანტების წარმომადგენელმა და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

QUქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე და ამავე სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-მ. მან აღნიშნა, რომ განცხადება საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობით 2009 წლის 24 ნოემბერს. სამედიცინო ცნობის შესაბამისად დადასტურებულია, რომ 2009 წლის 16 ნოემბრიდან 2009 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, იგი იყო ავად. აღნიშნულის გამო ვერ შესძლო სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორების დამდგენი დოკუმენტების გაგზავნა სასამართლოში. მან საპატიო მიზეზით ვერ შესძლო ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 3 დეკემბრის განჩინება. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ვინაიდან მან შეიტანა განცხადება საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე უნდა ემსჯელა და შემდგომში განეხილა განუხილველად დატოვების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის წარმომადგენელ ა.ბ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ 7 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 10 დღით განჩინების ჩაბარებიდან.

აპელანტებს ი. ქ-ძესა და დ. ო-ძეს 2009 წლის 4 ნოემბრის ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2009 წლის 6 ნოემბერს, რომლის თანახმად აპელანტებს ხარვეზის გამოსაწორებლად ვადა ჰქონდათ 2009 წლის 16 ნოემბრამდე. მიუხედავად ამისა, აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარევზი არ შეუვსიათ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ი. ქ-ძისა და დ. ო-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ (30.11.09წ.) მიმართა სასამართლოს აპელანტების წარმომადგენელმა და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის წარმომადგენელ ა. ბ-ს შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრი ავტორმა ვერ დაადასტურა საპროცესო ვადის აღდენის საპატიო მიზეზი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები ავადმყოფობის შესახებ არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო 2009 წლის 11 ნოემბერს, ხოლო მისმა მარწმუნებელმა მას გადასცა 2009 წლის 14 ნოემბერს. ასევე, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ის (საქმეში წარმოდგენელი ცნობის მიხედვით) ტოქსიკური მოწამვლის გამო 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე იყო საავადმყოფო ფურცელზე. იმ შემთხვევაშიც, თუ გავიაზიარებთ მის მოსაზრებას, რომ პოლიკლინიკაში მკურნალობის გამო, მისთვის შეუძლებელი იყო სასამართლოსათვის წარმოედგინა 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე სახელმწიფო ბაჟი, მიუხედავად ამისა, არ არსებობს პროცესუალური ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რადგან კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს და აქედან გამომდინარე, არ დასტურდება, თუ რატომ ვერ შესძლეს წარდგენა უშუალოდ აპელანტებმა – ი. ქ-ძემ და დ. ო-ძემ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა მის მიერ საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი, რის გამოც არ არსებობს საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის წარმომადგენელ ა. ბ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრისა და 3 დეკემბრის განჩინებები;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.