Facebook Twitter

¹ას-1232-1491-09 04 თებერვალი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – აჭარის კოოპერაციული ინსტიტუტის რექტორი- შ. ფ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ბათუმის მერია,

წარმომადგენელი-- რ. ჩ-ძე, შპს ,,ცვ-ი”- დირექტორი მ. თ-ძე

გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - 1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება; 2. ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს “ცვ-ს” შორის 2008 წლის 30 დეკემბრის გარიგების აქტის ბათილად ცნობა; 3. სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 21 ნოემბერს ქ. ბათუმის მერმა რ.ჩ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელა შპს “ხ-ი”, შპს ცვ-ი” და მოპასუხეთა შორის 2006 წლის 25 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა.

მოპასუხე შპს “ხ-მა” არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

მოპასუხე შპს “ცვ-მა” არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომლითაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი. სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვეს წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა და დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

1.1. შპს ,,ცვ-ი” კისრულობს შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:

1.1.1. შპს ,,ცვ-ი” ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე ტანვარჯიშის სკოლასა და მშენებარე საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე 2 700 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა – ქ. ბათუმი, კოდი-05, სექტორი – IV, კვარტლის ნომერი – 05, ნაკვეთის ნომერი – 032, მისამართი – ... ქუჩაზე, ტანვარჯიშის სკოლის მიმდებარედ, უფლება – საკუთრება, მესაკუთრე - შპს ,,ცვ-ი”, უფლების რეგისტრაციის თარიღი – 27.09.2006წ.) საკუთრების უფლებას გადასცემს თვითმმართველ ქ. ბათუმს და თანახმაა აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს თვითმმართველ ქ. ბათუმზე;

1.1.2. შპს ,,ცვ-ს” უფლება აქვს წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე 2 460 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა - ქ. ბათუმი, კოდი – 05, სექტორი – 24, კოდი – 24, კვარტლის ნომერი – 05, ნაკვეთის ნომერი – 016, მისამართი – ... ქუჩა, უფლება – საკუთრება, მესაკუთრე – ქ. ბათუმის მერია, უფლების რეგისტრაციის თარიღი – 22.07.2008წ.);

1.1.3. შპს ,,ცვ-ი” ვალდებულია შპს ,,ხ-სა” და შპს ,,ცვ-ს” შორის 2006 წლის 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების (დამოწმებული ნოტარიუსის ქ. ბათუმში, ხ. კ-შვილის მიერ, 25.09.2008 წ. რეესტრის ¹1-9229, მის: ქ. ბათუმი, ... ქ. ¹6) 4.5.6. პუნქტით გათვალისწინებული ფართის ნაცვლად, თვითმმართველ ქ. ბათუმს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს 2 600 კვ.მ ფართი საცხოვრებელი ბინების სახით შპს ,,ცვ-ი”-ს მიერ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹107-ში მდებარე 1 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა – ქ. ბათუმი, კოდი – 05, სექტორი – VI, კოდი – 06, კვარტლის ნომერი – 04, ნაკვეთის ნომერი – 035, მისამართი – ... ქ. ¹107, უფლება - საკუთრება, მესაკუთრე – შპს ,,ცვ-ი”, საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის თარიღი – 18.06.2007წ.) ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში. შპს ,,ცვ-ი” ვალდებულია თვითმმართველ ქ. ბათუმს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ფართი გადასცეს 2009 წლის დეკემბრის ბოლომდე. თვითმმართველ ქ. ბათუმზე წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ფართის გადაცემა ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, სადაც აღინიშნება, რომ შპს ,,ცვ-ს” წინამდებარე მორიგების აქტიდან გამომდინარე თვითმმართველ ქ. ბათუმზე საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად;

1.1.4. თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.4. პუნქტით გათვალისწინებული ფართის გადაცემა უნდა მოხდეს შემდეგ მდგომარეობაში: ბინის – კედლები, ბინის შიდა ტიხრები (შეთანხმებით), ელექტროგაყვანილობა ბინაში, კედლის კონტურებისა და ტიხრების შელესვა და შეღებვა, ჩართული საკანალიზაციო ქსელები, იატაკის მოჭიმვა და მოპირკეთება, გარდა სველი წერტილებისა (აბაზანა, ტუალეტი, სამზარეულო), მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, ბინის შესასვლელი კარი.

1.2. ქ. ბათუმის მერია კისრულობს შემდეგ უფლებებსა და მოვალეობებს:

1.2.1. ქ. ბათუმის მერიას უფლება აქვს ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე ტანვარჯიშის სკოლასა და მშენებარე საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე 2 700 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა – ქ. ბათუმი, კოდი-05, სექტორი – IV, კვარტლის ნომერი – 05, ნაკვეთის ნომერი – 032, მისამართი – ... ქუჩაზე, ტანვარჯიშის სკოლის მიმდებარედ, უფლება – საკუთრება, მესაკუთრე - შპს ,,ცვ-ი”, უფლების რეგისტრაციის თარიღი – 27.09.2006წ.) წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე;

1.2.2. ქ. ბათუმის მერია თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის მიხედვით თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე 2 460 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა - ქ. ბათუმი, კოდი – 05, სექტორი – 24, კოდი – 24, კვარტლის ნომერი – 05, ნაკვეთის ნომერი – 016, მისამართი – ... ქუჩა, უფლება – საკუთრება, მესაკუთრე – ქ. ბათუმის მერია, უფლების რეგისტრაციის თარიღი – 22.07.2008წ.) და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე ტანვარჯიშის სკოლასა და მშენებარე საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე 2 700 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა – ქ. ბათუმი, კოდი-05, სექტორი – IV, კვარტლის ნომერი – 05, ნაკვეთის ნომერი – 032, მისამართი – ... ქუჩაზე, ტანვარჯიშის სკოლის მიმდებარედ, უფლება – საკუთრება, მესაკუთრე - შპს ,,ცვ-ი”, უფლების რეგისტრაციის თარიღი – 27.09.2006წ.) თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის სანაცვლოდ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს შპს ,,ცვ-ზე”.

1.2.3. ქ. ბათუმის მერია თანახმაა შპს ,,ხ-სა” და შპს ,,ცვ-ს” შორის 2006 წლის 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების (დამოწმებული ნოტარიუსის ქ. ბათუმში, ხ. კ-შვილის მიერ, 25.09.2008 წ. რეესტრის ¹1-9229, მის: ქ. ბათუმი, ... ქ. ¹6) 4.5.6. პუნქტით გათვალისწინებული ფართის ნაცვლად, შპს ,,ცვ-მა” თვითმმართველ ქ. ბათუმს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს 2 600 კვ.მ ფართი საცხოვრებელი ბინების სახით შპს ,,ცვ-ი”-ს მიერ ქ. ბათუმში, ...ს ქ. ¹107-ში მდებარე 1 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა – ქ. ბათუმი, კოდი – 05, სექტორი – VI, კოდი – 06, კვარტლის ნომერი – 04, ნაკვეთის ნომერი – 035, მისამართი – ...ს ქ. ¹107, უფლება - საკუთრება, მესაკუთრე – შპს ,,ცვ-ი”, საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის თარიღი – 18.06.2007წ.) ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში. შპს ,,ცვ-ი” ვალდებულია თვითმმართველ ქ. ბათუმს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ფართი გადასცეს 2009 წლის დეკემბრის ბოლომდე. თვითმმართველ ქ. ბათუმზე წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ფართის გადაცემა ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, სადაც აღინიშნება, რომ შპს ,,ცვ-ს” წინამდებარე მორიგების აქტიდან გამომდინარე თვითმმართველ ქ. ბათუმზე საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად.

1.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და მოთხოვნათა უზუნველყოფა:

1.3.1. წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისას შპს ,,ცვ-ს” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლის სახით დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს ,,ცვ-ი”-ს მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია პირგასამტეხლო(ებ)ს იძულებით გადასახდევინებლად წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად. ასევე, ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია, წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად და განახორციელოს შპს ,,ცვ-ი”-ს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების იძულებითი შესრულება, თუ შპს ,,ცვ-ი” 1.1.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას არ მოახდენს წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომიდან (2009 წლის დეკემბრის ბოლო) სამი თვის განმავლობაში.

1.3.2. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული 1.1.4. პუნქტის დარღვევისას შპს ,,ცვ-ს” ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 1.1.4. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შპს ,,ცვ-ი”-ს მიერ უნდა მოხდეს საცხოვრებელი ბინების თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის გადაცემის ვადაში. შპს ,,ცვ-ი”-ს მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია პირგასამტეხლოს იძულებით გადასახდევინებლად წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად. ასევე, ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია, წინამდებარე მორიგების აქტი წარადგინოს აღსასრულებლად და განახორციელოს შპს ,,ცვ-ი”-ს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.4. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების იძულებითი შესრულება, თუ შპს ,,ცვ-ი” 1.1.4. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას არ მოახდენს წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომიდან (2009 წლის დეკემბრის ბოლომდე) სამი თვის განმავლობაში.

1.4. დადასტურება და სხვა პირობები:

1.4.1. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მათ მიერ გამოვლენილ ნებას, ხოლო შპს ,,ცვ-ი” დამატებით ადასტურებს, რომ იგი მზად არის უზრუნველყოს თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება;

1.4.2. წინამდებარე მორიგების აქტის 1.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის დასადგენად, თვითმმართველ ბათუმზე გადმოსაცემი საცხოვრებელი ბინების საერთო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ხდება პირგასამტრეხლოს მოთხოვნის წარმოშობის დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. აუდიტორის ხარჯები ეკისრება დამრღვევ მხარეს;

1.4.3. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი წარედგინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს;

1.4.4. შპს ,,ცვ-ი” ადასტურებს, რომ 1) წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.1. პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ეკუთვნის მას (რის დასადასტურებლადაც წარმოადგენს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან) და 2) ეს მიწის ნაკვეთი არის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, არ ადევს ყადაღა, არ არის რეგისტრირებული იპოთეკა ან საგადასახდო გირავნობა;

1.4.5. ქ. ბათუმის მერია ადასტურებს, რომ 1)წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.2. პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ეკუთვნის მას (რის დასადასტურებლადაც წარმოადგენს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან) და 2) ეს მიწის ნაკვეთი არის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, არ ადევს ყადაღა, არ არის რეგისტრირებული იპოთეკა ან სადაგადასახდო გირავნობა;

1.4.6. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი აუქმებს შპს ,,ხ-სა” და შპს ,,ცვ-ს” შორის 2006 წლის 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან (დამოწმებული ნოტარიუსის ქ. ბათუმში, ხ. კ-შვილის მიერ, 25.09.2008წ. რეესტრის ¹1-9229, მის: ქ. ბათუმი, ... ქ. ¹6) გამომდინარე თვითმმართველ ქ. ბათუმის წინაშე შპს ,,ცვ-ი”-ს ყველა ვალდებულებას და შესასრულებლად სავალდებულოს წარმოადგენს მხოლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში;

3. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას რომ, ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

4. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

5. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება, ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად და მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;

6. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს. ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებენ რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმდებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;

7. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;

8. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;

9. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის კოოპერატიული ინსტიტუტის რექტორმა შ. ფ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს განჩინება აგებულია ყალბ დოკუმენტზე. მხარეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მორიგების აქტის საბუთებით წარუდგინეს არასწორი ინფორმაცია. მორიგების აქტში ჩაწერილია, რომ საკუთრების უფლების სანაცვლოდ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს ქ.ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე 2460 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა სამხედრო 81 სამეურნეო ანგარიშიან ბაზას და 1992 წლიდან იგი შესყიდულია ინსტიტუტის მიერ. მერიამ 2008 წლის 14 ივლისის 646 ბრძანების საფუძველზე კანონდარღვევით 2008 წლის 22 ივლისს ბათუმის საჯარო რეესტრში გაატარა, როგორც მერიის საკუთრება, მერიას ამ აქტის შესრულების უფლება არ ჰქონდა. ნაკვეთი ეკუთვნოდა ინსტიტუტს, როგორც საკუთრება და მისი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩამორთმევას საქართველოში მოქმედი იურიდიული კანონები უფლებას არ იძლეოდა. ინსტიტუტს ქალაქის მერიამ მუდმივ სარგებლობაში 1998 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გადასცა 2,15 ჰა მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთზე გასამხედროების მიერ 1917 წლამდე აშენებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობანი, ეს ფაქტი მერიამ მორიგების აქტის შედგენის დროს დამალა. ამის შესახებ ინსტიტუტმა არაფერი იცოდა.

კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ქ.ბათუმის მერია აწარმოებს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. ამ ფაქტს ადასტურებს მორიგების აქტი. მორიგების აქტში ჩაწერილია „ცვ-ი“ ფართის ნაცვლად თვითმმართველი ქალაქ ბათუმის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს 2600 კვბმ ფართი საცხოვრებელი ბინების სახით ქ.ბათუმში, ...ს ქ.¹107 მდებარე ასაშენებელი საცხოვრებელ სახლში“. ან კიდევ „ცვ-ი“ ვალდებულია თვითმმართველი ქალაქ ბათუმს აღნიშნული ფართი გადასცეს 2009 წლის დეკემბრის ბოლომდე“. „თვითმმართველი ქალაქ ბათუმისათვის წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.4 პუნქტით გათვალისწინებული ფართის გადაცემა უნდა მოხდეს შემდეგ მდგომარეობაში: ბინის კედლები, ბინის შიდა ტიხრები, ელექტროგაყვანილობა ბინებში, კედლის კონტურებისა და ტიხრების შელესვა და შეღებვა, ჩართული საკანალიზაციო ქსელები, იატაკის მოჭიმვა და მოპირკეთება, გარდა სველი წერტილებისა, მეტალოპლასტმასის კარცფანჯრები, ბინის შესასვლელი კარი“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება; ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს “ცვ-ს” შორის 2008 წლის 30 დეკემბრის გარიგების აქტის ბათილად ცნობა; სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის კოოპერაციული ინსტიტუტის რექტორის- შ. ფ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანახმად მხარეები აღჭურვილი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული, დაიწყოს საქმე, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს ნებისმიერ მომენტში, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული საქმის მორიგებით დამთავრება.თ დამთავრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებთ ქ.ბათუმის მერიას და შპს ცვი-ს” შორის დამტკიცდა მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა შპს ,,ცვ-მა” და ქ.ბათუმის მერიამ განკარგეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება საქმის მორიგებით დასრულებაზე. შესაბამისად, მათი აღნიშნული მოქმედება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარებოდა დამტკიცება საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მორიგების აქტის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ქ.ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე 2460 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა სამხედრო 81 სამეურნეო ანგარიშიან ბაზას და 1992 წლიდან იგი შესყიდულია ინსტიტუტის მიერ, ხოლო მერიამ 2008 წლის 14 ივლისის 646 ბრძანების საფუძველზე კანონდარღვევით 2008 წლის 22 ივლისს ბათუმის საჯარო რეესტრში გაატარა, როგორც მერიის საკუთრება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამომდინარე, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქმის მასალების თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე 2460 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ქ. ბათუმის მერიას. საჯარო რეესტრის მონაცემებით მიწის მიმართ არ არსებობს რაიმე სახის უფლებრივი დატვირთვა. შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილი იყო დაემტკიცებინა მორიგება მესაკუთრესა და მეორე მხარეს შორის. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მორიგების პირობები არსებითად არღვევს მის უფლებებს, საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რამდენადაც იგი წარმოადგენს ცალკე დავის საგანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

აჭარის კოოპერაციული ინსტიტუტის რექტორის - შ. ფ-ძის

კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.