Facebook Twitter

ას-1239-1498-09 6 მაისი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – რეალური წილის გამოყოფა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ჯ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ე. მ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ.გორში, .... ქუჩა ¹15-ში მდებარე სახლიდან მისი კუთვნილი ფართის გამოყოფა.

მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლის 29 აპრილს ჩუქების ხელშეკრულებით მოპასუხის მეუღლე ი. ბ-შვილმა გადასცა ქ.გორში, ს.... ქუჩა ¹15-ში მდებარე სახლის 2\3, ხოლო იმავე დღის ანდერძით მის შვილს – გ. ჯ-ძეს უანდერძა სახლის დანარჩენი ნაწილი, ე.ი. 1\3.

მოპასუხემ 2007 წელს სასამართლოში შეიტანა სარჩელი ჩუქების ხელშეკრულებისა და ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 17 აპრილს. აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩუქების ხელშეკრულება ძალაში იქნა დატოვებული, ხოლო ანდერძის ნაწილში ცვლილება შევიდა და ე. მ-ძეს მიეცა სახლის 1\3 ნახევარი, რაც შეადგენს მთლიანი სახლის 1\6-ს. მთლიანი სახლის საერთო ფართობი არის 209 კვ.მ, რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში იქნა შესული, მის მიერ საჯარო რეესტრში ცვლილება იქნა შეტანილი და საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული იქნა მის სახელზე, ასევე შვილის – გ. ჯ-ძის საკუთრება, მისივე თანხმობით, რეგისტრირებულ იქნა მოსარჩელის სახელზე.

სახლს ამჟამად ჰყავს ორი მესაკუთრე, მოპასუხე ე. მ-ძე, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის 1\6 და მოსარჩელე, რომლის საკუთრებას წარმოადგენს სახლის 5\6.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ნაწილის მესაკუთრე არის თავად, ე. მ-ძე არ უშვებს მას საცხოვრებელ სახლში, რის გამოც იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის იდეალური წილიდან რეალური წილის გამოყოფის მოთხოვნით.

მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რითაც სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულებისა და ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო დავა ამ ეტაპზე არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საკასაციო საჩივრით, რის გამოც შეუძლებელია საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ე. მ-ძემ მოპასუხე თ. ჯ-ძის მიმართ და ითხოვა 1996 წლის 29 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.

მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლის 29 აპრილს მისმა მეუღლე ი. ბ-შვილმა წერილობითი თანხმობით გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე თ. ჯ-ძეს აჩუქა 2\3 წილი ქ.გორში, ... ქუჩა ¹15-ში მდებარე სახლიდან.

მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ი. ბ-შვილთან, მათ მიერ აშენებული სახლი წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას და გაჩუქების დროს მის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მანაც აჩუქა თავისი წილი.

მოსარჩელის მტკიცებით, დასაჩუქრებულმა თ. ჯ-ძემ ბოლო პერიოდში მის მიმართ გამოხატა აშკარა უმადურობა, რაც გამოიხატა მძიმე შეურაცხყოფით, დანაშაულებრივი მუქარით, ცემით. აღნიშნული ფაქტების გამო თ. ჯ-ძე ორჯერ იქნა გასამართლებული გორის რაიონული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს საფუძველს 1996 წლის 29 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა, იმის გათვალისწინებით, რომ უმადურობის გამოხატვიდან არ გასულა 1 წელი და, შესაბამისად, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

მოპასუხე თ. ჯ-ძემ წარმოადგინა შესაგებელი, რითაც სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ე. მ-ძემ იმავე სარჩელით უკვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ანალოგიურ სარჩელზე არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით სამოქალაქო საქმე ე. მ-ძის სარჩელისა გამო, მოპასუხე თ. ჯ-ძის მიმართ, 1996 წლის 29 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და თ. ჯ-ძის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე ე. მ-ძის მიმართ, იდეალური წილიდან, რეალური წილის გამოყოფის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ე. მ-ძის სარჩელზე მოპასუხე თ. ჯ-ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეწყდა წარმოება. ამავე სასამართლოს 2009 წლის 1 მაისის განჩინებით გასწორდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების 2/656 შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა.

გორის რაონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. მ-ძემ.

ე. მ-ძემ ასევე კერძო საჩივარი შეიტანა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-ძის კერძო საჩივარი, გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განჩინებაზე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სააპელაციო საჩივარზე სასამართლოში შემოვიდა 2009 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო განცხადებას, რომელსაც ერთვოდა კერძო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის გადახდის ქვითარი კანცელარიის მიერ მინიჭებული ჰქონდა ცალკე სარეგისტრაციო ნომერი და დათარიღებულია 2009 წლის 12 ოქტომბრით, რის გამოც აღნიშნული კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2009 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს ე. მ-ძის წარმომადგენელმა მ. ლ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუშვა ტექნიკური შეცდომა, რამაც გამოიწვია კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, აღნიშნულის გამო მოითხოვა შეცდომის გასწორება და კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ე. მ-ძის წარმომადგენელ მ. ლ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამარლოს განჩინებაში არ არსებობს უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა, რადგან 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა ე. მ-ძის კერძო საჩივარი, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო რაიმე სახის უსწორობას ან არითმეტიკულ შეცდომას აღნიშნული განჩინების მიღების დროს ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. მ-ძის წარმომადგენელმა მ. ლ-ძემ. მისი მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთი განცხადება მასზე დართული ქვითრებით შემოვიდა ფოსტის მეშვეობით 12 ოქტომბერს, მაგრამ, ვინაიდან ფოსტაში კონვერტი ჩაბარებულ იქნა 8 ოქტომბერს, სასამართლომ ჩათვალა ხარვეზის შევსების ვადა დაცულად, ხოლო მეორე განცხადება 12 ოქტომბერს ჩაბარებულად ჩათვალა და შესაბამისად, ვადა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია, რის გამოც კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე ეთქვათ უარი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ორივე განცხადება გამოგზავნილ იქნა სასამართლოში ერთი კონვერტით და არა ისე, როგორც ჩათვალა სასამართლომ. სასამართლომ გამოითხოვა მისაღებიდან ცნობა განცხადებების ჩაბარების შესახებ, რაზეც მისაღებმა გასცა ცნობა, თითქოს ერთი განცხადება მიღებულ იქნა ფოსტით, ხოლო მეორე ჩაჰბარდა პირადად. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ორივე განცხადება გაიგზავნა ერთსა და იმავე დღეს ფოსტის მეშვეობით სასამართლოში და გაურკვეველია რატომ ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ სხვადასხვა დროს ჩაბარებულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ე. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება, ე. მ-ძის სარჩელის გამო, მოპასუხე თ. ჯ-ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. მ-ძემ. მან ასევე კერძო საჩივარი შეიტანა ამავე სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ე. მ-ძეს დაევალა დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე სასამართლოს 24 სექტემბრის განჩინებით ე. მ-ძეს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინებები აპელანტს გაეგზავნა 2009 წლის 25 სექტემბერს და ჩაჰბარდა 29 სექტემბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-ძის კერძო საჩივარი, გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განჩინებაზე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

ე. მ-ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინების უსწორობის გასწორება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ე. მ-ძის წარმომადგენელ მ. ლ-ძის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. მ-ძის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა უსწორობის გასწორება არა მექანიკურ, არამედ პროცესუალურ საკითხებზე, რაც სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძო საჩივრის ავტორი შეცდომად თვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვადის არასწორად ათვლას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მექანიკურ ან არითმეტიკულ შეცდომად.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 260-ე მუხლის დარღვევის ფაქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცველად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.