¹-ას-1269-1527-09- 15 მარტი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი გარეშე საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის ავტორის შპს ,,მ. რ.“ დირექტორის გ. გ-ლის შპს ,,მ. ი.“ დირექტორის გ. გ-ლის და ფიზიკური პირი გ. გ-ლის და სს ,,თ. ბ.“ წარმომადგენლის განცხადება მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,მ. ი.“ დირექტორის გ. გ-ლის და ფიზიკური პირი გ. გ-ლის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე. სამოქალაქო საქმეზე სააქციო საზოგადოება "თ. ბ."-ს სარჩელის გამო მოპასუხეების, შპს "მ. ი."-ს, შპს "მ. რ."-ს და გ. გ-ლის მიმართ დავალიანების გადახდევინებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.
საკასაციო პალატას 2010 წლის 5 მარტს განცხადებით მომართა სს ,,თ. ბ.” წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება და მოითხოვა წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება.
2010 წლის 11 მარტის სასამართლო სხდომაზე მორიგების აქტზე დადასტურდა მხარეთა ხელმოწერები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,მ. რ.“ დირექტორ გ. გ-ლს, შპს ,,მ. ი.“ დირექტორ გ. გ-ლს, ფიზიკურ პირ გ. გ-ლს და სს ,,თ ბ. “ შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
1.1. მოპასუხეები - შპს "მ. რ.”, შპს "მ. ი.” და გ. გ-ლი კისრულობენ ვალდებულებას, რომ გადაიხდიან დავალიანებას - 268,282.66 (ორას სამოცდარვა ათას ორას ოთხმოცდაორი და 66) აშშ დოლარს, წლიური 17% დარიცხვით, 2010 წლის 01 მაისამდე.
2. შეთანხმება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ
2.1. იმ შემთხვევაში, თუ ,,მოპასუხეების” მიერ არ იქნება შესრულებული წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, მესაკუთრე – შპს “მ. ი.”-ი (სს ,,თ. ბ.” და შპს “მ. ი.” შორის 2006 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ¹730311-3 იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) თანახმაა, რომ მორიგების აქტის პირველი და მე-4 პუნტით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების მიზნით, ,,ბანკმა“ განახორციელოს ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია, აქედან გამომდინარე მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
2.1.1. ,,მხარეებს” შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უძრავი ქონებების რეალიზაცია, განხორციელდეს სპეციალისტის მიერ აუქციონის მეშვეობით.
2.1.2. აუქციონის ჩატარების მიზნით, სპეციალისტად დაინიშნოს “კრედიტორი” - სს “თ. ბ.”, მისამართი ქ.თბილისი, ..... ¹7.
2.1.3. 2.1.2. პუნქტში განსაზღვრული სპეციალისტის ანაზღაურება განისაზღვროს არსებულიდავალიანების 0.1% ოდენობით, რომელიც გადაიხდება “მესაკუთრის” ხარჯზე.
2.1.4. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება არ ზღუდავს ,,ბანკს”, სხვა გზითაც დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ასეთ დროს, ,,ბანკი” თავად ირჩევს მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას.
3. განსაკუთრებული პირობები
3.1. იმ შემთხვევაში, თუ ,,მოპასუხეთა” მიერ არ იქნება შესრულებული წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, ამავე პუნქტში მითითებული დავალიანების დაფარვა მოხდება იძულების წესით, შესაბამისად, ,,კრედიტორს” უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დავალიანების იძულებით გადახდევინების შესახებ, რაზედაც ს.ს. ,,თ. ბ.” პირველივე მოთხოვნისთანავე განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი 1.1. პუნქტში მითითებული დავალიანების გადახდის შესახებ.
ამასთან, დავალიანების დაფარვის მიზნით, ამავე სააღსრულებო ფურცლით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად:
- იპოთეკით დატვირთული შპს “მ. ი.” კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: სარეგისტრაციო ზონა თბილისი 1, სექტორი – ... 15, კვარტალი – 03, ნაკვეთი 14/001, ფართობი – 323 კვ.მ., მისამართი _ მელიქიშვილის ქ. ¹41, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 01/15/03/14/001.
3.2. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის შედეგად სრულად ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, იძულებითი აღსასრულებლად მიექცეს შპს “მ. ი.”-ს, შპს "მ. რ.”-ს და გ. გ-ლის ქონება.
4. პროცესის ხარჯები
4.1. მოპასუხეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ გადახდიან მოსარჩელის მიერ გაღებულ პროცესის ხარჯებს (სახ. ბაჟი და საადვოკატო მომსახურების საფასური) 50,000 (ორმოცდაათიათასი) აშშ დოლარის ოდენობით, 2010 წლის 01 ივლისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოხდება იძულების წესით, მორიგების აქტის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებში მითითებული წესის შესაბამისად.
4.2. მხარეები თანხმდებიან, რომ, თუ მოპასუხეების მიერ არ იქნება შესრულებული წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, ასეთ შემთხვევაში არ მოქმედებს 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადები და მოსარჩელეს უფლება აქვს პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანება და პროცესის ხარჯების გადახდა განახორციელოს იძულების წესით, მორიგების აქტის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებში მითითებული წესის შესაბამისად.
5. დასკვნითი დებულებები
5.1. ,,მხარეები” თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტი შედგა 5 (ხუთი) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინება სასამართლოს, დანარჩენი ინახება მხარეებთან;
5.2.. ,,მხარეები” ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი იდება მათი ნების საფუძველზე და ისინი არ იმყოფებიან იძულების ან მოტყუების ქვეშ;
5.3.. მორიგების აქტი ძალაში შედის ,,მხარეთა” მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,მ. რ.“ დირექტორ გ. გ-ლს, შპს ,,მ. ი.“ დირექტორ გ. გ-ლს, ფიზიკურ პირ გ. გ-ლს და სს ,,თ. ბ.“ -სშორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
1.1. მოპასუხეები - შპს "მ. რ.”, შპს "მ. ი.” და გ. გ-ლი კისრულობენ ვალდებულებას, რომ გადაიხდიან დავალიანებას - 268,282.66 (ორას სამოცდარვა ათას ორას ოთხმოცდაორი და 66) აშშ დოლარს, წლიური 17% დარიცხვით, 2010 წლის 01 მაისამდე.
2. შეთანხმება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ
2.1. იმ შემთხვევაში, თუ ,,მოპასუხეების” მიერ არ იქნება შესრულებული წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, მესაკუთრე – შპს “მ. ი.”-ი (სს ,,თ. ბ.” და შპს “მ. ი.” შორის 2006 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ¹730311-3 იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) თანახმაა, რომ მორიგების აქტის პირველი და მე-4 პუნტით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების მიზნით, ,,ბანკმა“ განახორციელოს ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია, აქედან გამომდინარე მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
2.1.1. ,,მხარეებს” შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უძრავი ქონებების რეალიზაცია, განხორციელდეს სპეციალისტის მიერ აუქციონის მეშვეობით.
2.1.2. აუქციონის ჩატარების მიზნით, სპეციალისტად დაინიშნოს “კრედიტორი” - სს “თ. ბ.”, მისამართი ქ.თბილისი, მარჯანიშვილის ¹7.
2.1.3. 2.1.2. პუნქტში განსაზღვრული სპეციალისტის ანაზღაურება განისაზღვროს არსებული დავალიანების 0.1% ოდენობით, რომელიც გადაიხდება “მესაკუთრის” ხარჯზე.
2.1.4. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება არ ზღუდავს ,,ბანკს”, სხვა გზითაც დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ასეთ დროს, ,,ბანკი” თავად ირჩევს მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას.
3. განსაკუთრებული პირობები
3.1. იმ შემთხვევაში, თუ ,,მოპასუხეთა” მიერ არ იქნება შესრულებული წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, ამავე პუნქტში მითითებული დავალიანების დაფარვა მოხდება იძულების წესით, შესაბამისად, ,,კრედიტორს” უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დავალიანების იძულებით გადახდევინების შესახებ, რაზედაც ს.ს. ,,თიბისი ბანკის” პირველივე მოთხოვნისთანავე განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი 1.1. პუნქტში მითითებული დავალიანების გადახდის შესახებ.
ამასთან, დავალიანების დაფარვის მიზნით, ამავე სააღსრულებო ფურცლით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად:
- იპოთეკით დატვირთული შპს “მ. ი.” კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: სარეგისტრაციო ზონა თბილისი 1, სექტორი – ... 15, კვარტალი – 03, ნაკვეთი 14/001, ფართობი – 323 კვ.მ., მისამართი .... ქ. ¹41, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 01/15/03/14/001.
3.2. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის შედეგად სრულად ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, იძულებითი აღსასრულებლად მიექცეს შპს “მ. ი.”-ს, შპს "მ. რ.”-ს და გ. გ-ლის ქონება.
4. პროცესის ხარჯები
4.1. მოპასუხეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ გადახდიან მოსარჩელის მიერ გაღებულ პროცესის ხარჯებს (სახ. ბაჟი და საადვოკატო მომსახურების საფასური) 50,000 (ორმოცდაათიათასი) აშშ დოლარის ოდენობით, 2010 წლის 01 ივლისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოხდება იძულების წესით, მორიგების აქტის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებში მითითებული წესის შესაბამისად.
4.2. მხარეები თანხმდებიან, რომ, თუ მოპასუხეების მიერ არ იქნება შესრულებული წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, ასეთ შემთხვევაში არ მოქმედებს 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადები და მოსარჩელეს უფლება აქვს პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანება და პროცესის
ხარჯების გადახდა განახორციელოს იძულების წესით, მორიგების აქტის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებში მითითებული წესის შესაბამისად.
5. დასკვნითი დებულებები
5.1. ,,მხარეები” თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტი შედგა 5 (ხუთი) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინება სასამართლოს, დანარჩენი ინახება მხარეებთან;
5.2.. ,,მხარეები” ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი იდება მათი ნების საფუძველზე და ისინი არ იმყოფებიან იძულების ან მოტყუების ქვეშ;
5.3.. მორიგების აქტი ძალაში შედის ,,მხარეთა” მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.
განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იგივე დავაზე სასამართლოსათვის მომართვა დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.