Facebook Twitter

ას-1282-1129-2010 10 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ჩ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. შ-ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. შ-ნიმ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჩ-შვილისა და ბ. კ-ძის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 300000 აშშ დოლარის დაკისრებისა და ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული ბ.კ-ძის კუთვნილი უძრავი ნოვთის იძულებითი რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ს. შ-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. ჩ-შვილს ს. შ-ნის სასარგებლოდ დაეკისრა 300000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება, თანხის გადახდევინება მოხდა ბ.კ-ძის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქოების (საკასადასტრო კოდი ¹01.18.06.006.066) იძულებითი რეალიზაციით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით ბ.კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მულით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, ამავე პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ასევე განუხილველად იქნა დატოვებული თ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ.ჩ-შვილმა და მოითხოვა საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევა, ასევე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინებაზე მისი კანონის ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება, ამასთან დასახელებული ნორმით დადგენილი 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული განჩინება შედის კანონიერ ძალაში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება თ. ჩ-შვილმა პირადად ჩაიბარა 2010 წლის 5 ნოემბერს (იხ.ტ.II, ს.ფ.40).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად მხარის არყოფნის შემთხვევაში, მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ წლებით, თვეებით ან დღეების გამოსათვლელი ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლების დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, კერძო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისი, დასახელებული ნორმების დანაწესის შესაბამისად, დაიწყო უშუალოდ მხარისათვის განჩინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან _ 2010 წლის 6 ნოემბერს და ამოიწურა 2010 წლის 17 ნოემბერს, ხოლო თ. ჩ-შვილმა სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა 2010 წლის 6 დეკემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ. 41), რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.