¹ ას-133-127-2010 22 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ. დ-ძე, ი. ნ-ძე (მოპასუხეები)
წარმომადგენელი – ხ. ხ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ბ-შვილის სარჩელი ი. ნ-ძის, ლ. დ-ძის, ჯ. გ-ძისა და მესამე პირის ე. გ-შვილის მიმართ ი. ნ-ძესა და ჯ. გ-ძეს შორის 2003 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული ქ.ქუთაისში, ... ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე, 2007 წლის 8 ნოემბერს ჯ. გ-ძესა და ლ. დ-ძეს შორის გაფორმებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ბინის ი. ნ-ძის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხვის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ბ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ბ-შვილის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა; თ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ი. ნ-ძესა და ჯ. გ-ძეს შორის 2003 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული ქ.ქუთაისში, ... ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, 2007 წლის 8 ნოემბერს ჯ. გ-ძესა და ლ. დ-ძეს შორის გაფორმებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა ი. ნ-ძის საკუთრებად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ლ. დ-ძისა და ი. ნ-ძის წარმომადგენლის ხ. ხ-იას მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ლ. დ-ძისა და ი. ნ-ძის წარმომადგენლის ხ. ხ-იას საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ. დ-ძისა და ი. ნ-ძის წარმომადგენელმა ხ. ხ-იამ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. დ-ძისა და ი. ნ-ძის წარმომადგენელმა ხ. ხ-იამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ ლ. დ-ძისა და ი. ნ-ძის წარმომადგენლის ხ. ხ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს მხარეს ან მის წარმომადგენელს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული საჩივარი, ლ. დ-ძისა და ი. ნ-ძის წარმომადგენელს ხ. ხ-იას ჩაჰბარდა 2010 წლის 14 იანვარს (ტ.II, ს.ფ. 79), რომელსაც კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდათ 2010 წლის 26 იანვრის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი შეტანილია 2010 წლის 5 თებერვალს, ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12 - დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა, რის გამოც ლ. დ-ძისა და ი. ნ-ძის წარმომადგენლის ხ. ხ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 70-ე, 284-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. დ-ძისა და ი. ნ-ძის წარმომადგენლის ხ. ხ-იას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.