Facebook Twitter

ას-160-154-2011 23 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კ. ს-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ს-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი – გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნივთის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ს-შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ე-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს გ. ბ-შვილისა და კ. ს-შვილის მიმართ სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის განაწილების თაობაზე 2007 წლის 4 აგვისტოს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2006 წელს გარდაიცვალა ნ. ს-შვილი, რომელსაც დარჩა 7 პირველი რიგის მემკვიდრე. აღნიშნული მომენტისათვის მამკვიდრებლის მეუღლე ლ. ე-შვილი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. იმისათვის, რომ მის არასრულწლოვან შვილს _ ი. ს-შვილს დაუბრკოლებლად მიეღო სამკვიდრო, ლ.ე-შვილმა აღნიშნული უფლებამოსილება მიანდო სრულწლოვან შვილს _ ნი. ს-შვილს.

2007 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა სამკვიდროს განაწილების შესახებ გარიგება, რომლითაც მოსარჩელის წილი მოტყუებითა და ზეწოლით ნ. ს-შვილის მამის _ კ. ს-შვილის სასარგებლოდ მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამდენად, ზემოხსენებული გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმ ნაწილში, რომლითაც კ. ს-შვილს სხვა მემკვიდრეებთან შედარებით მეტი წილი მიეკუთვნა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად შპს «ბანკი ქართუ” ჩაბმულ იქნა სამოქალაქო დავაში. ამავე სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე თელავის ნოტარიუს გ.ბ-შვილის მიერ დადასტურებული 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტი სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულება კ. ს-შვილისათვის წილის გადაცემის ნაწილში ნაწილობრივ, კერძოდ: ა) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (შპს «ტ.პ.გ. ... სახლიდან”) გარდაცვლილ ნ. ს-შვილის კუთვნილი 20% წილი, მდებარე ... რაიონის სოფელ ..., ბ) 93.8 ჰექტარი მიწაზე, მათ შორის 78 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ვენახის, დასასვენებელი პარკი «ს-ო”, დამხმარე ნაგებობის _ 2498 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, მდებარე ... რაიონის სოფელ ..., გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ..., ... ქ¹4-ში, დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე ..., ... ქ¹3, ე) არასასოფლო-სამეუნრეო დანიშნულების მიწა, მდებარე ..., ... ქ¹5, ვ)არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე ..., ... ქ¹-ში, ზ) საცხოვრებელი სახლი, მდებარე ..., ... ქ¹1-ში, თ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე ..., ... გამზირზე, ი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე ..., ... გამზირზე, კ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე ..., ... გამზირზე, ლ) ..., ... გამზირის ¹2-ში მდებარე 1158 კვ.მ მიწაზე განთავსებული შპს «ს-დან” ნ. ს-შვილის კუთვნილი წილი _ 25%, მ) ..., ... მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობა _ ... კინოთეატრი, ნ)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე ... რაიონის სოფელ ..., ო) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე ... რაიონის სოფელ ..., პ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე ... რაიონის სოფელ ..., ჟ) ..., ... გამზირ ¹30-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი (ყოფილი «...” შენობა) რ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე ... რაიონში, ს) ... ტერიტორიაზე მდებარე მეძროხეობის ფერმა, დამაგრებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 195 ჰექტარზე საიჯარო ხელშეკრულებით, ტ) ... ტერიტორიაზე «ტ-ში” მდებარე მეცხვარეობის ¹6 ბრიგადის ფერმა 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად, უ) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 300.0 ჰექტარ მიწაზე განთავსებული საძოვარი «ი-2”, ფ) 2000 წელს გამოშვებული ტოიოტა «ლექსუსი”, ქ)ცეცხლსასროლი იარაღები: «საიგა-მ-3 სისტემის კარაბინი, იჟ-94 სისტემის კომბინირებული თოფი, თთ _ სისტემის პისტოლეტი, ზიგ-ზაუერის სისტემის პისტოლეტი, ვინჩესტერ იმპერატ, თ03-34 EPN¹7560 ღ)2006 წლის 27 ივლისს განვადების უფლებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ყ) 2006 წლის 23 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი სამი ტრაქტორი, შ) ნ.ს-შვილის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 2005-ში” შეტანილი 12000 შშ დოლარი, ამხანაგობის საკუთრებაში რიცხული მშენებარე უძრავი ქონების შესაძენად, საცხოვრებელი სახლის ბლოკი, სართული 5, 68.3 კვ.მ ბინა ¹3, ჩ) ქ. ..., ... გამზირის ¹30-ში მდებარე ნ.ს-შვილის მიერ 2004 წლის 8 სექტემბერს დაფუძნებული შპს «თ-ო”, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი იყო ნ. ს-შვილი (საწესდებო კაპიტალი 2300 ლარი).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნოტარიუსმა გ. ბ-შვილმა და კ. ს-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით ნოტარიუს გ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი კ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ი. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ. ბ-შვილის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი კ. ს-შვილისათვის მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-შვილის წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2010 წლის 31 აგვისტოს ი. ს-შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ე-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 იანვრის განჩინებით: 1) ი. ს-შვილის კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. ე-შვილის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, 2) განიმარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში კონკრეტულად მიეთითა კ. ს-შვილის რა ქონების 1/7 წილის გადაცემის ნაწილში იქნა ცნობილი ბათილად ნოტარიუს გ.ბ-შვილის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი, 3) სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: «ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს გ. ბ-შვილის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი კ. ს-შვილზე მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში, კერძოდ, კ. ს-შვილისათვის შემდეგი თითოეული ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში:

ა) მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (შპს «ტ.პ.გ. ... სახლიდან») გარდაცვლილ ნ. ს-შვილის კუთვნილი 20% წილი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ... რაიონის სოფ. ...; სარეგისტრაციო ¹53/15/19/002 გაცემული 20. 07. 2007 წ.

ბ) 93.8 ჰა მიწის ფართობზე მათ შორის 78 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ვენახის, დასასვენებელი პარკი «ს-ო», დამხმარე ნაგებობის, 2498 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, რომლიც მდებარეობს: ... რაიონი, სოფელი ... . სარეგისტრაციო ¹53/15/10/005 გაცემული 16.07.2007 წ.

გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ.¹4 სარეგისტრაციო ¹53/17/175/05 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ.¹3 სარეგისტრაციო ¹53/17/175/04 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ე) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ.¹5 სარეგისტრაციო ¹53/17/175/02 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ვ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ.¹7 სარეგისტრაციო ¹53/17/175/03 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ზ) საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ..., ... ქ.¹1 სარეგისტრაციო ¹53/17/175/010 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

თ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., ... გამზირი. სარეგისტრაციო ¹53/17/131/081 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., ... გამზირი; სარეგისტრაციო ¹53/17/131/063 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

კ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., ... გამზირი; სარეგისტრაციო ¹53/17/54/237 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ლ) შ.პ.ს. «თ-ი» 1158 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მამკვიდრებელ ნ. ს-შვილის კუთვნილი 25% წილი, მდებარე: ..., ... გამზირი ¹2. სარეგისტრაციო ¹53/17/31/133 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

მ) შენობა-ნაგებობა ... კინოთეატრი, მდებარე: ..., ... მოედანი სარეგისტრაციო ¹53/17/07-242 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე: ... რაიონი, სოფელი ... სარეგისტრაციო ¹53/15/10/001 გაცემული 2007 წლის 17 ივლისს.

ო) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გაშენებული ვენახით, მდებარე: ... რაიონი, სოფელი ...; სარეგისტრაციო ¹53/15/10/002 გაცემული 2007 წლის 19 ივლისს.

პ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე: ... რაიონი, სოფელი ..., სარეგისტრაციოი ¹53/15/10/003 გაცემული 2007 წლის 17 ივლისს.

ჟ) მიწის ფართი და შენობა-ნაგებობები (ყოფილი «მ-ს» შენობა) მდებარე ..., ... გამზირი ¹30. სარეგისტრაციო ¹53/15/54/260 გაცემული 17.07.2007 წ.

რ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ... რაიონში, (... საავტომობილო გზის 19 კმ-ზე, ხელმარცხნივ) სარეგისტრაციო ¹71/27/08/009 გაცემული 13.07.2007 წ.

ს) ... ტერიტორიაზე მდებარე მეძროხეობის ფერმა 500 კვ.მეტრი, დამაგრებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 195 ჰა. მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებით მდებარე: ... რაიონი «ა-ს» მიდებარე ტერიტორია. სარეგისტრაციო ¹52/15/02/009 გაცემული 12.07.2007 წ.

ტ) ტ-ს ტერიტორიაზე მდებარე მეცხვარეობის ¹6 ბრიგადის ფერმა, 400 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად მდებარე ... რაიონის ტერიტორია «ტ-ი» სარეგისტრაციო ¹52/09/06/008 გაცემული 06.07.2007წ.

უ) საძოვარი «ი-2-ის» იჯარის უფლება, 300.0 ჰა მიწის ფართზე. ნ. ს-შვილთან იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 11.10.2002წ. დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის დადგენილებით ¹126, 49 წლის ვადით. მდებარე: ... რაიონი, საძოვარი «ი-ი», სარეგისტრაციო ¹52/15/02/010. გაცემული 06.07.2007წ.

ფ) ავტომანქანა ტოიოტა «ლექსუსი”, ქარხნიდან გამოშვების წელი _ 2000 წელი, ტრანსპოტრის საიდენთიფიკაციო ¹ათ6ჰტ00წოყო118030, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ¹... – 003, რეგისტრირებულია 30.05.2003 წელს, ..., ... ¹0042787.

ქ) ცეცხლსაროლი იარაღი: 1. საიგა – მ – 3 სისტემის კარაბინი ¹00130122; 2) იჟ – 94 სისტემის კომბინირებული თოფი ¹019401576; 3) თთ _ სისტემის პისტოლეტი თN 233; 4) ზიგ-ზაუერის სისტემის პისტოლეტი – 226 ¹1417; 5) ვინჩესტერი იმპერატ -12-ყ ¹27-784; 6) ТОЗ-34EPEP¹7560;

ღ) განვადების უფლებით 2006 წლის 27 ივლისის თარიღით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა: 1. ტრაქტორი ბელარუსი – 1025 ერთი ცალი, შასი _ 10300922, ძრავი _ 199388, საერთო ღირებულება 39.761.00. ლარი; 2. ტრაქტორი ბელარუსი – 1025 ერთი ცალი, შასი – 10300914, ძრავი _ 199915, საერთო ღირებულება 39.761.00 ლარი; 3. ტრაქტორი ბელარუსი – ერთი ცალი, შასი _ 05709254, ძრავი _ 687535, საერთო ღირებულება 24.763.00 ლარი; 4. ფრთიანი გუთანი, მოდელი – 16-16X4, ერთი ცალი, შასი – 06.06.13, საერთო ღირებულება 6.062.00 ლარი; 5. ფრთიანი გუთანი, მოდელი – 16-16X2, ერთი ცალი, შასი – 06.06.17, საერთოO ღირებულება 2.965.00 ლარი; 6. დისკებიანი ფარცხი, მოდელი 14, ერთი ცალი, შასი _ 06.06.05, საერთო ღირებულება 2.790.00 ლარი; 7. ლაფეტი, მოდელი – თ 20, ერთი ცალი, შასი _ 06.06.05, საერთო ღირებულება 25.616.00 ლარი; 8. როტარული ფრეზი, მოდელი ღთ 222, შასი _ 06.06.10; საერთო ღირებულება 3.773.00 ლარი, სულ მთელი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა შეფასებულია 122.491.00 ლარად;

ყ) 2006 წლის 23 აგვისტოს შედგენილი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი სამი ტრაქტორი: მარკა «ბელარუსი 82.1”, 3 ცალი (პასპორტის ნორებით ¹80825276, ¹80825904; ¹8082617) გუთანი (მარკა «პლნ-3-35პ”) 3 ცალი (ლოტი ¹12 _ ... რაიონი) საპრივატიზაციო ღირებულება 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი.

შ) ნ. ს-შვილის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 2005-ში” შეტანილი 12 00 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 2005-ს” საკუთრებაში არსებული მშენებარე უძრავი ქონების (მდებარე: ... რაიონი, სოფელი ...), მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინის შესაძენად, საცხოვრებელი სახლის ბლოკი, სართული ¹5, ბინა ¹3, 68.3 კვ.მ ფართი.

ჩ) ნ. ს-შვილის მიერ 2004 წლის 8 სექტემბერს დაფუძნებული შპს «თ-ო», რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი იყო ნ. ს-შვილი და რომლის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2300 (ორი ათას სამას) ლარს, შპს «თ-ო» მდებარე: ქ. ..., ... გამზირი 30.»

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსამარტი გადაწყვეტილებით დადგინდა სანოტარო აქტის ბათილად ცნობა კ. ს-შვილისათვის სამკვიდრო ქონების გადაცემის 1/7-ნაწილში ცალკეული ნივთების ასახვის გარეშე. მხარის მოთხოვნა, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განსაზღვროს 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტით გათვალისწინებული კ. ს-შვილისათვის გადაცემული ქონების ჩამონათვალი, განპირობებულია გადაწყვეტილების აღსრულების ინტერესით და ამ თვალსაზრისით, საფუძვლიანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტით კ. ს-შვილისათვის გადაცემული ქონების ჩამონათვალი და განიმარტოს, რომ სანოტარო აქტი ცნობილი ბათილად დასახელებული ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში იქნა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ. ს-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუცო ნაწილის შინაარსი არ იყო ბუნდოვანი. აღსანიშნავია, რომ სასამართლო ვერ გასცდებოდა მოსარჩელის მოთხოვნას, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა მხოლოდ 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტის ბათილობას და ქონების მიკუთვნებას არ ეხებოდა. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი და იმდაგვარად განმარტა გადაწყვეტილების მე-4 მუხლი, რომ მთლიანად შეცვალა მისი შინაარსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ს-შვილის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ბუნდოვან ან ორაზროვან დებულებას, ამასთან, განმარტების საკითხი ორიენტირებული უნდა იყოს მისი აღსრულების ხელშეწყობაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ი.ს-შვილის მოთხოვნა 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გარკვევით არ იყო მითითებული, თუ რა ნაწილში გაბათილდა 2007 წლის 4 აგვისტოს გარიგება კ. ს-შვილისათვის სამკვიდროს გაზრდილი წილის მიკუთვნების თაობაზე და კონკრეტულად რომელი ქონების 1/7 წილზე იყო საუბარი, რასაც შესაძლოა მომავალში უზუსტობა გამოწვია ნ. ს-შვილის სამკვიდრო ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით, თუმცა გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არასწორად ჩამოყალიბდა, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის დანაწესს ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სახით, ვინაიდან ამგვარი დებულება ცვლის სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. შესაბამისად, ამ ნაწილში კ. ს-შვილის კერძო საჩივარი დასაბუთებულია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას ზემოხსენებული გადაწყვეტილება იმდაგვარად უნდა განემარტა, რომ კ. ს-შვილისათვის სამკვიდრო ქონების 1/7-ის მიკუთვნების ნაწილში 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტის ბათილად ცნობაში იგულისხმებოდა სანოტარო აქტის ბათილად ცნობა კ. ს-შვილისათვის სააპელაციო პალატის მიერ მითითებული კონკრეტული ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ს-შვილის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამავე პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი განიმარტოს იმდაგვარად, რომ 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი ბათილად იქნა ცნობილი კ. ს-შვილისათვის შემდეგი ქონების 1/7 წილის მიკუთვნების ნაწილში:

ა) მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (შპს «ტ.პ.გ. ... სახლიდან») გარდაცვლილ ნ. ს-შვილის კუთვნილი 20% წილი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ... რაიონის სოფ. ...; სარეგისტრაციო ¹53/15/19/002 გაცემული 20. 07. 2007 წ.

ბ) 93.8 ჰა მიწის ფართობზე მათ შორის 78 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ვენახის, დასასვენებელი პარკი «ს-ო», დამხმარე ნაგებობის, 2498 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, რომლიც მდებარეობს: ... რაიონი, სოფელი ... . სარეგისტრაციო ¹53/15/10/005 გაცემული 16.07.2007 წ.

გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ.¹4 სარეგისტრაციო ¹53/17/175/05 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ.¹3 სარეგისტრაციო ¹53/17/175/04 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ე) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ.¹5 სარეგისტრაციო ¹53/17/175/02 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ვ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ.¹7 სარეგისტრაციო ¹53/17/175/03 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ზ) საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ..., ... ქ.¹1 სარეგისტრაციო ¹53/17/175/010 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

თ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., ... გამზირი. სარეგისტრაციო ¹53/17/131/081 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., ... გამზირი; სარეგისტრაციო ¹53/17/131/063 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

კ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., ... გამზირი; სარეგისტრაციო ¹53/17/54/237 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ლ) შ.პ.ს. «თ-ი» 1158 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მამკვიდრებელ ნ. ს-შვილის კუთვნილი 25% წილი, მდებარე: ..., ... გამზირი ¹2. სარეგისტრაციო ¹53/17/31/133 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

მ) შენობა-ნაგებობა ... კინოთეატრი, მდებარე: ..., ... მოედანი სარეგისტრაციო ¹53/17/07-242 გაცემული 2007 წლის 6 ივლისს.

ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე: ... რაიონი, სოფელი ... სარეგისტრაციო ¹53/15/10/001 გაცემული 2007 წლის 17 ივლისს.

ო) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გაშენებული ვენახით, მდებარე: ... რაიონი, სოფელი ...; სარეგისტრაციო ¹53/15/10/002 გაცემული 2007 წლის 19 ივლისს.

პ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე: ... რაიონი, სოფელი ..., სარეგისტრაციოი ¹53/15/10/003 გაცემული 2007 წლის 17 ივლისს.

ჟ) მიწის ფართი და შენობა-ნაგებობები (ყოფილი «მ-ს» შენობა) მდებარე ... გამზირი ¹30. სარეგისტრაციო ¹53/15/54/260 გაცემული 17.07.2007 წ.

რ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ... რაიონში, (... საავტომობილო გზის 19 კმ-ზე, ხელმარცხნივ) სარეგისტრაციო ¹71/27/08/009 გაცემული 13.07.2007 წ.

ს) ... ტერიტორიაზე მდებარე მეძროხეობის ფერმა 500 კვ.მეტრი, დამაგრებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 195 ჰა. მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებით მდებარე: ... რაიონი «ა-ს» მიდებარე ტერიტორია. სარეგისტრაციო ¹52/15/02/009 გაცემული 12.07.2007 წ.

ტ) ... ტერიტორიაზე მდებარე მეცხვარეობის ¹6 ბრიგადის ფერმა, 400 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად მდებარე ... რაიონის ტერიტორია «ტ-ი» სარეგისტრაციო ¹52/09/06/008 გაცემული 06.07.2007წ.

უ) საძოვარი «ი-2-ის» იჯარის უფლება, 300.0 ჰა მიწის ფართზე. ნ. ს-შვილთან იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 11.10.2002წ. ... რაიონის გამგეობის დადგენილებით ¹126, 49 წლის ვადით. მდებარე: ... რაიონი, საძოვარი «ი-ი», სარეგისტრაციო ¹52/15/02/010. გაცემული 06.07.2007წ.

ფ) ავტომანქანა ტოიოტა «ლექსუსი”, ქარხნიდან გამოშვების წელი _ 2000 წელი, ტრანსპოტრის საიდენთიფიკაციო ¹ათ6ჰტ00წოყო118030, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ¹KAH – 003, რეგისტრირებულია 30.05.2003 წელს, ... ¹0042787.

ქ) ცეცხლსაროლი იარაღი: 1. საიგა – მ – 3 სისტემის კარაბინი ¹00130122; 2) იჟ – 94 სისტემის კომბინირებული თოფი ¹019401576; 3) თთ _ სისტემის პისტოლეტი თN 233; 4) ზიგ-ზაუერის სისტემის პისტოლეტი – 226 ¹1417; 5) ვინჩესტერი იმპერატ -12-ყ ¹27-784; 6) ТОЗ-34EPEP¹7560;

ღ) განვადების უფლებით 2006 წლის 27 ივლისის თარიღით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა: 1. ტრაქტორი ბელარუსი – 1025 ერთი ცალი, შასი _ 10300922, ძრავი _ 199388, საერთო ღირებულება 39.761.00. ლარი; 2. ტრაქტორი ბელარუსი – 1025 ერთი ცალი, შასი – 10300914, ძრავი _ 199915, საერთო ღირებულება 39.761.00 ლარი; 3. ტრაქტორი ბელარუსი – ერთი ცალი, შასი _ 05709254, ძრავი _ 687535, საერთო ღირებულება 24.763.00 ლარი; 4. ფრთიანი გუთანი, მოდელი – 16-16X4, ერთი ცალი, შასი – 06.06.13, საერთო ღირებულება 6.062.00 ლარი; 5. ფრთიანი გუთანი, მოდელი – 16-16X2, ერთი ცალი, შასი – 06.06.17, საერთოO ღირებულება 2.965.00 ლარი; 6. დისკებიანი ფარცხი, მოდელი 14, ერთი ცალი, შასი _ 06.06.05, საერთო ღირებულება 2.790.00 ლარი; 7. ლაფეტი, მოდელი – თ 20, ერთი ცალი, შასი _ 06.06.05, საერთო ღირებულება 25.616.00 ლარი; 8. როტარული ფრეზი, მოდელი ღთ 222, შასი _ 06.06.10; საერთო ღირებულება 3.773.00 ლარი, სულ მთელი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა შეფასებულია 122.491.00 ლარად;

ყ) 2006 წლის 23 აგვისტოს შედგენილი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი სამი ტრაქტორი: მარკა «ბელარუსი 82.1”, 3 ცალი (პასპორტის ნორებით ¹80825276, ¹80825904; ¹8082617) გუთანი (მარკა «პლნ-3-35პ”) 3 ცალი (ლოტი ¹12 _ ... რაიონი) საპრივატიზაციო ღირებულება 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი.

შ) ნ. ს-შვილის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 2005-ში” შეტანილი 12 00 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 2005-ს” საკუთრებაში არსებული მშენებარე უძრავი ქონების (მდებარე: ... რაიონი, სოფელი ...), მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინის შესაძენად, საცხოვრებელი სახლის ბლოკი, სართული ¹5, ბინა ¹3, 68.3 კვ.მ ფართი.

ჩ) ნ. ს-შვილის მიერ 2004 წლის 8 სექტემბერს დაფუძნებული შპს «თ-ო», რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი იყო ნ. ს-შვილი და რომლის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2300 (ორი ათას სამას) ლარს, შპს «თ-ო» მდებარე: ქ. ..., ... გამზირი 30.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.