Facebook Twitter

ას-161-153-2010 19 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა პ. ა-ას წარმომადგენლის ლ. კ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე, ვ. ბ-შვილისა და მ. მ-ძის სარჩელის გამო პ. ა-ას მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. საკასაციო სასამართლომ

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 მარტის განჩინებით პ. ა-ას წარმომადგენელ ლ. კ-ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და კერძო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.II, ს.ფ. 127-128).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე პ. ა-ას წარმომადგენელ ლ. კ-ძეს გაეგზავნა 2010 წლის 12 მარტს (ტ.II, ს.ფ. 129). კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის განჩინება პირადად ჩაჰბარდათ 2010 წლის 18 მარტს, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავ (ტ.II, ს.ფ. 130).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ა-ას წარმომადგენლის ლ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ. ა-ას წარმომადგენლის ლ. კ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.