Facebook Twitter

¹ას-190-179-2011 15 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ. მ.-ნელი, ე. მ.-ნელი, თ. მ.-ნელი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა ,,გ.-ნი” (მოსარჩელე)

მესამე პირი _ საქართველოს ლ. და გ.-ის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკებრის განჩინება

დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,გ.-ნის” სარჩელი მოპასუხეების _ ნ. ო.-ძის, ლ. მ.-შვილის, ი. ო.-ძისა და სხვების მიმართ დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, მ.-ვას ქ. ¹9-11-ში მდებარე 31900კვ.მ მიწის ფართი და ამ ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობები გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ო.-ძემ, ლ. მ.-შვილმა, ი. ო.-ძემ და სხვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. მ.-ნელმა, ე. მ.-ნელმა, გ. მ.-ნელმა, თ. მ.-ნელმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ ამ განჩინების ჩამარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს საფოსტო გზავნილით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდათ 2011 წლის 4 მარტს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორებმა ხარვეზი არ გამოასწორეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ნელის, ე. მ.-ნელის, გ. მ.-ნელისა და თ. მ.-ნელის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ ამ განჩინების ჩამარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ 2011 წლის 4 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 5 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 9 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებმა ხარვეზი არ გამოასწორეს და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ.-ნელის, ე. მ.-ნელის, გ. მ.-ნელისა და თ. მ.-ნელის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.