Facebook Twitter

ას-240-226-10 24 ივნისი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. გ-ავა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ვ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება.

კერძოს საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, სარგებლობის უფლება

A

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 2 ოქტომბერს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფ. გ-ავამ მოპასუხე ნ. ვ-ძის მიმართ და მოითხოვა სარგებლობის უფლების მოპოვება და მოპასუხისათვის ზარალის სახით 944 ლარის დაკისრება.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. გ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. გ-ავამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით ფ. გ-ავას სააპელაციო საჩივარი, ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 2 ოქტომბერს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ფ. გ-ავამ და მოითხოვა ზიანის _ 944 ლარის ანაზღაურება,00Aასევე დადგენილია, რომ ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. გ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის 900 ლარის გადახდა. Pპალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულებად მოსარჩელემ მიუთითა 900 ლარი. Pპალატამ ასევე განმარტა, რომ მხარე ითხოვდა სარგებლობის უფლებასა და ზიანის ანაზღაურებას და ამ ორივე მოთხოვნის ღირებულებად მოსარჩელეს მითითებული ჰქონდა 944 ლარი. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარს, მისი ღირებულება აპელანტმა გაზარდა და მიუთითა, რომ არის 1200 ლარი, რომელსაც დაემატა საპროცესო ხარჯები.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან მოთხოვნა არ აღემატება 1000 ლარს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. გ-ავამ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელია, მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლო არ იცნობდა მის სააპელაციო საჩივარს და მთლიანად საქმეს, საქმის შეუსწავლობის მიზეზად კი დაასახელა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, რადგან დავის საგანი იყო ნ. ვ-ძის საკუთრებაში არსებულ 22 კვ.მ ფართზე განთავსებული კიბით სარგებლობის უფლების განსაზღვრა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფ. გ-ავამ მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. გ-ავას სასარჩელო მოთხოვნა იყო სარგებლობის უფლება და ზიანის ანაზღაურება და ამ ორივე მოთხოვნის ღირებულებად მითითებული ჰქონდა 944 ლარი, ხოლო, რაც შეეხება სააპელაციო საჩივარს, მისი ღირებულება აპელანტმა გაზარდა და მიუთითა, რომ არის 1200 ლარი, რომელსაც დაემატა საპროცესო ხარჯები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. გ-ავამ დავის საგნის ფასი თავად განსაზღვრა და მიუთითა 944 ლარი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რადგან განსახილველ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. გ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.