Facebook Twitter

ას-278-263-2010 23 აპრილი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა ნ. თ-შვილის (წარმომადგენელი ა. გ-ია) კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. თ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2010 წლის 6 აპრილს. ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2010 წლის 13 აპრილს. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია. 2010 წლის 14 აპრილს საკასაციო სასამართლოს მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ა. გ-იამ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. თ-შვილის მიერ კერძო საჩივრის ხარვეზი არ იქნა შევსებული საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. თ-შვილის (წარმომადგენელი ა. გ-ია) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. ნ. თ-შვილს დაუბრუნდეს ე. მ-შვილის (ნ. თ-შვილის) მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.