Facebook Twitter

ას-328-306-2010 11 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ხ-ძის წარმომადგენლის მ. ჩ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებაზე, საქმეზე, ნ. ხ-ძის სარჩელის გამო მ. ბ-ძისა და შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სამართლის” მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ძის წარმომადგენელს მ. ჩ-შვილს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის სახლზე გაცემული კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობის წარმოდგენა.

2010 წლის 5 მაისს ნ. ხ-ძის წარმომადგენელმა მ. ჩ-შვილმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ამასთან, განცხადებით მოითხოვა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 7 დღით გაგრძელება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებს სპეციალური მინდობილობის წარმოდგენას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით ნ. ხ-ძის წარმომადგენლის მ. ჩ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის უფლებამისილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ. 181-182).

საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება კასატორის მიერ მითითებულ (სამუშაო ადგილის) მისამართზე ჩაჰბარდა - შ. ძ-ძეს 2010 წლის 17 მაისს მ. ჩ-შვილისთვის გადასაცემად, თუმცა კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 184).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ძის წარმომადგენლის მ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ხ-ძის წარმომადგენლის მ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

ნ. ხ-ძეს დაუბრუნდეს მ. ჩ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.