საქმე #330100119003000286
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №425აპ-20 ქ. თბილისი
მ–ი ლ., 425აპ-20 11 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ის საკასაციოსაჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი მარიამ ნიკოლაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობას;
მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში - გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. მ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის; განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 თებერვალს ყოფილი მეუღლის - ნ. პ–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ლ. მ–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N....., რომლის მიხედვითაც, ლ. მ–ს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის ვადად განისაზღვრა 30 დღე. 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ. მ–ს, აკრძალვის მიუხედავად, მივიდა ყოფილი მეუღლის - ნ. პ–ის სამსახურში, შპს ,,.......‘‘, მდებარე .........ში, ...........ის ქ.N..-ს ტერიტორიაზე, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარისთვის ნასამართლევი ლ. მ–ს შპს ,,.....‘‘ ავტოსადგომზე, მდებარე .........ში, .......ის ქ.N...-ში, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ. პ–ს, რაც, ბრალდებულისგან მომავალი იმწუთიერი აგრესიისა და მისი წარსულის გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ. მ–ი მივიდა ყოფილი მეუღლის - ნ. პ–ის სამსახურში - შპს ,,......‘‘ ავტოსადგომზე, მდებარე ......ში, ...........ის ქ.N...-ს ტერიტორიაზე, რა დროსაც ამავე დაწესებულების ავტოსადგომზე ნ. პ–ე, დანის მუქარით, ჩასვა მისსავე კუთვნილ ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით ) და გენდერული ნიშნით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ამასთანავე, ხელთნაქონი დანით მიაყენა მცირე ზომის ნაკაწრები მარცხენა ხელის არეში. ნ. პ–მ მოახერხა მანქანიდან გადასვლა და გაიქცა ავტოსადგომის პირველი სართულის მიმართულებით, რა დროსაც ლ. მ–ი ხელში მომარჯვებული დანით დაედევნა მას და ავტოსადგომის პირველ და მეორე სართულებს შორის, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის დარტყმით, ნ. პ–ს მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის უკანა კედელზე, თავად კი ინერციით მიეჯახა კედელს, დანა გაუვარდა ხელიდან და საშველად მომავალი ხალხის დანახვისას გაიქცა. ნ. პ–ის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა მხოლოდ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.
2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ. მ–მა ქ. თ.......ში, .......ის ქ.N..-ში მდებარე შპს ,,......‘‘ ავტოსადგომზე, ყოფილი მეუღლისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მისამალად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გაიტაცა ნ. პ–ს კუთვნილი, 14988 ლარად ღირებული, ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ....), რა დროსაც მისი დანაშაულებრივი ქმედება შენიშნეს დაზარალებულმა და იქ მყოფმა პირებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:
ლ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ და მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
ლ. მ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტები.
ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 თებერვლიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ. მ–მა ყოფილ მეუღლეს - ნ. პ–ს მიაკითხა სამსახურში, შპს „.....“, რომელიც მდებარეობს ......ში, .......ის ქ.N..-ში. სამსახურის ავტოსადგომზე ლ. მ–მა ნ. პ–ე აიძულა, ჩამჯდარიყო ამ უკანასკნელის კუთვნილ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ........ მანქანის დაძვრის შემდეგ ნ. პ–მ მოახერხა გადასვლა და გაქცევა ავტოსადგომის პირველი სართულის მიმართულებით. ლ. მ–ი დანით დაედევნა მას და ავტოსადგომის პირველ და მეორე სართულებს შორის, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის დარტყმით, ნ. პ–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში. აღნიშნულის შემდეგ იგი ინერციით მიეჯახა კედელს, დანა გაუვარდა ხელიდან და მალევე შემთხვევის ადგილი დატოვა ნ. პ–ის კუთვნილი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით .......... ნ. პ–ის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. მ–სს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობას; დაცვის მხარე ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ლ. მ–ს გამართლებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ლ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ და მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ლ. მ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი.
ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუქტებით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 თებერვლიდან.
7. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. მ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა ლ. მ–მა ყოფილ მეუღლეს - ნ. პ–ს მიაკითხა სამსახურში, შპს „.......“, რომელიც მდებარეობს ქ. ......ში, ................ის ქ.N...-ში. სამსახურის ავტოსადგომზე ლ. მ–მა ნ. პ–ე აიძულა, ჩამჯდარიყო ამ უკანასკნელის კუთვნილ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ....... მანქანის დაძვრის შემდეგ ნ. პ–მ მოახერხა გადასვლა და გაქცევა ავტოსადგომის პირველი სართულის მიმართულებით. ლ. მ–ი დანით დაედევნა მას და ავტოსადგომის პირველ და მეორე სართულებს შორის, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის დარტყმით, ნ. პ–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში. აღნიშნულის შემდეგ იგი ინერციით მიეჯახა კედელს, დანა გაუვარდა ხელიდან და მალევე შემთხვევის ადგილი დატოვა ნ. პ–ის კუთვნილი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით RE-......... ნ. პ–ის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში - დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, კერძოდ:
10. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მოტივიც დაზარალებულის ჩვენების თანახმად, შეხვედრისთანავე ლ. მ–მა ფეხით დაუმტვრია შუშა რომელიც დაზარალებულს ხელში ეკავა და მიმართა სიტყვებით: „ჩემს თავს აჭერინებ?“, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ორჯერ ჩაარტყა თავში და აიძულა, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში, სადაც მას კიდევ ერთხელ დაარტყა ხელი.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის ქცევა (მანქანასთან მოსული დაზარალებული სირბილით მიდის კარისკენ საიდანაც მოვიდა, მაგრამ ლ. მ–ს მოჰყავს ძალის გამოყენებით უკან, მანქანის უკუსვლით მოძრაობის დაწყებიდან 9 წამში დაზარალებული გადმოდის მანქანიდან და სირბილით მიდის გასასვლელისკენ და ითხოვს შველას, რის გამოც ლ. მ–ის მანქანიდან გადმოსვლიდან 10 წამში მათ უკან მისდევთ „მერსედეს ML“-ის მძღოლიც), ასევე ბრალდებულის ქცევა (მანქანიდან გადმოსულ დაზარალებულს კვლავ მისდევს ცივი იარაღით, დაჭრის შემდეგ ვინაიდან სახით ეჯახება კედელს დანა ხელიდან უვარდება, მოწმე ე. ხ–ის მიერ დაძახება რომ არ დაერტყა დაზარალებულისთვის და მოგვიანებით მის მიერვე დანის მოშორებით გადაგდება), დაზიანების ლოკალიზაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნა, დაზარალებულის განმარტება, რომ ქვედა სართულზე მყოფმა ხალხმა უთხრა რომ იყო დაჭრილი და არ ემოძრავა (თავად არ უგრძვნია დანის დარტყმა), შეამჩნია სისხლიანი დანა, რომელიც იქვე ეგდო, შენიშნა ლ-ც, რომელიც სისხლიანი იდგა; მოწმე ე. ხ–ის და ი. ხ–ის ჩვენები მიუთითებს ბრალდებულის მიზანმიმართულ ქმედებაზე, რაც გამორიცხავს სსკ-ის 118-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ლ. მ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.
13. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის კასატორის პოზიციას ქმედების არაერთგზისობად მიჩნევასთან დაკავშირებით. კერძოდ, კასატორი მიუთითებს რომ სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნა არაერთგზისობის განსაზღვრისას გულისხმობს მხოლოდ შენიშვნის მე-2 ნაწილში მითითებულ სსკ-ის მუხლებს. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნაში მითითებულ „ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ოჯახურ დანაშაულში“ იგულისხმება სსკ-ის მე-111 მუხლის დისპოზიციაში მითითებული მუხლებითგათვალისწინებული დანაშაულები(მაგ.იხ.სუსგ #831აპ-19).
14.სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასლ. მ–სს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე უსაფუძვლობის გამო. კასატორის მიერ საჩივარში მითითებულ საკითხებზე და გარემოებებზე (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR,25/12/2001).
15. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება გულისხმობს რომ განაჩენში ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020), თუმცა აღნიშნული არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე