Facebook Twitter

ას-585-550-2010 15 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა ნ. ა-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 128-131).

აღნიშნულ განჩინებაზე 2010 წლის 7 ივნისს ნ. ა-ძემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ს.ფ. 42-43).

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის გასაჩივრებული განჩინება ნ. ა-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 13 მაისს (ს.ფ. 141). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო ვადა მოცემულ შემთხვევაში ამოიწურა 2010 წლის 25 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2010 წლის პირველ ივნისს, ანუ გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებიდან 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ა-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, ამავე კოდექსის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. ნ. ა-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.