Facebook Twitter

ას-595-559-10 24 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. მ-ოვას საჩივარი (კერძო საჩივრი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2010 წლის 11 მაისს ე. მ-ოვას წარმომადგენელმა დ. ს-ძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოითხოვა ყადაღის დადება ი. ფ-ავას კუთვნილ წილზე შპს “თოშას” სრული კაპიტალის 50%-ის ოდენობით, მდებარე დუშეთის რაიონი სოფელი ... .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით უარი ეთქვა ე. მ-ოვას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. მ-ოვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ოვას საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618_ ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” და “ი” ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, ხოლო 1971_ ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. მ-ოვას გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 25 მაისს (ს.ფ. 29). აქედან გამომდინარე განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2010 წლის 31 მაისს, ხოლო მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინება საჩივარით (კერძო საჩივრი) გაასაჩივრა მიმდინარე წლის 4 ივნისს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197–ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 5 დღიანი საპროცესო ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. მ-ოვას წარმომადგენლის დ. ს-ძის საჩივარი (კერძო საჩივარი), როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.