Facebook Twitter

ას-600-563-2010 24 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ გ. კ-აია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება

დავის საგანი – საკონკურსო კომისიის წარდგინებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-აიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ “ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმართ საკონკურსო კომისიის ¹10141/02 წარდგინებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹234/02-03 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 სექტემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ.კ-აიას გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა გ. კ-აიას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-აიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებით გ. კ-აიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე განჩინებით დაეკისრა აპელანტს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

გ. კ-აიამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით დაკისრებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება, ასევე საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის აცილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებებით გ.კ-აიას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე დარჩა განუხილველად. სასამართლომ განმცხადებელს განუმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განხილულია სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებით და არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობა მოცემულ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

2010 წლის 19 მაისის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა გ.კ-აიას განცხადება საპროცესო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, 2010 წლის 16 მარტის განჩინებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხიც, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. დასახელებული განჩინებით მხარეს აგრეთვე განემარტა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი და პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას, მას შეეძლო იგი გაესაჩივრებინა სარეზოლუციო ნაწილში მითითებული წესისა და პირობების შესაბამისად, აღნიშნული კი გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით გ.კ-აიას განცხადება სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დარჩა განუხილველად.

გ. კ-აიამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ გადაცემული განჩინებები დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მისი განცხადებების განუხილველად დატოვების თაობაზე არის იდენტური გარდა ბოლო გვერდებისა, მოითხოვა აღნიშნული განჩინებების სრულყოფილად ჩაბარება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებების კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების ვადის გაგრძელება. წარმოდგენილი განცხადებაშივე უთითებს მხარე, რომ სწორედ აღნიშნული განცხადებით მიმართვის დროს ამოიწურა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებების გასაჩივრების ვადა და ჩაბარებული განჩინებების უსრულობის თაობაზე მხარისათვის ცნობილი გახდა სადავო განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანის ვადის უკანასკნელ დღეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.კ-აიას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეხუთე ნაწილი ადგენს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესს. დასახელებული ნორმის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და მასში მითითებული ვადის აღდგენა არ დაიშვება.

განსახილველ შემთხვევაში გ.კ-აია განცხადებითვე მიუთითებს, რომ მოსამართლის აცილებისა და საპროცესო ხარჯების დაკისრების საკითხებზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადებების განუხილველად დატოვების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებები მას არ ჩაბარდა სრულყოფილი სახით და აღნიშნულის თაობაზე შეიტყო განცხადების შეტანის დღეს _ დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის უკანასკნელ დღეს. დასახელებული მსჯელობიდან და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებიდან გამომდინარეობს, რომ მხარეს სააპელაციო სასამართლოს სადავოდ მიჩნეული 2010 წლის 19 მაისის განჩინებები ნამდვილად ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მიერ მითითებულ ფაქტს, რომ განჩინებები არ იყო სრულყოფილი, რის თაობაზეც მან კერძო საჩივრის შეტანის ვადის უკანასკნელ დღეს შეიტყო, რადგანაც მხარე აღნიშნულის თაობაზე ვალდებული იყო შეეტყო განჩინებების გადაცემის დღესვე და არა მისი გადაცემიდან მე-12 დღეს _ კერძო საჩივრის შეტანის ვადის უკანასკნელ დღეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.კ-აიასათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემა მოხდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესის შესაბამისად 2010 წლის 29 მაისს, შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადის დენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 416-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო განჩინებების გადაცემის დღის მომდევნო დღეს და ამოიწურა 2010 წლის 10 ივნისს, აღნიშნული ვადა კი გაგრძელებას ან აღდგენას არ ექვემდებარება.

ამდენად, გ. კ-აიას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. კ-აიას განცხადება კერძო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.