Facebook Twitter

ას-654-615-2010 28 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე Pპ. ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი.ბ.ა. “...” თავმჯდომარის – მ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ინდივიდუალურ ბინათმშენებლობათა ამხანაგობა “...” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 37000 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 62160 ლარის, პირგასამტეხლოს _ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 8400 ლარის, მიყენებული ზიანის _ 37000 აშშ დოლარის სარგებლის 3% _ 1100 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 1864,8 ლარის, სულ _ 72424 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობათა ამხანაგობა “...” და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობათა ამხანაგობა “...” მიყენებული ზიანის სახით 1864,8 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. დ-ძის მოთხოვნას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ბ.ა. “...” თავმჯდომარემ მ. ა-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ი.ბ.ა. “...” წარმომადგენელს _ თ. ც-ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე.

შპს “საქართველოს ფოსტის” ექსპლუატაციის დირექტორის 2010 წლის 24 სექტემბრის ¹15-21/1580 წერილით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ ი.ბ.ა. “...” წარმომადგენელს – თ. ც-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 3 აგვისტოს (ს.ფ. 151). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი.ბ.ა. “...” თავმჯდომარის _ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.