Facebook Twitter

საქმე # 330100116001217028

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №512აპ-19 ქ. თბილისი

კ–ე გ., 512აპ-19 21 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

პროკურორი გიორგი გაგნიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. კ–ს, ზ. ე–ს, დ. შ–სა და მ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; ზ. ბ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; დ. შ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; მ. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

შპს „..............“ (ს.ნ. 206207674) რეგისტრირებულია ქ. ............ის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2005 წლის 28 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ. კ–ე (პ/ნ01008012661), რომელიც 2009 წლის 31 ივლისიდან, 2011 წლის 09 სექტემბრამდე პერიოდში და 2013 წლის 16 აგვისტოდან დღემდე, იკავებდა შპს „..............ს“ დირექტორის თანამდებობას. შპს „..............ს“ 2008-2013 წლებში, ქ. ...........ის მერიასთან და .......ის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, შესრულებული აქვს ქ. ...........ში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. მათ შორის, გ. კ–ს დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენის შესახებ, საერთო მოცულობით 13180,5 მეტრ კუბი. გ. კ–ემ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა, დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ. კ–ემ დაარწმუნა ქ. .............ის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და .........ის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით გ. კ–ე შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #..-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას, შესაბამისად, უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა. აღნიშნული ხერხით გ. კ–ე ქ. ........ის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 1 148 655 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

შპს „..............“ (ს.ნ. ............) რეგისტრირებულია ქ. ...............ის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2005 წლის 28 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ. კ–ე (პ/ნ ...........), 2008 წლის 01 იანვრიდან, 2009 წლის 31 ივლისამდე პერიოდში შპს „..............ს“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა ზ. ბ–ე. შპს „..............ს“ 2008-2013 წლებში, ქ. ..........ის მერიასთან და ........ის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, შესრულებული აქვს ქ. .........ში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. მათ შორის ზ. ე–ს დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენის შესახებ, საერთო მოცულობით 4443,7 მეტრ კუბი. ზ. ბ–ემ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა, დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ზ. ბ–ემ დაარწმუნა ქ. ..........ის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ...............ის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ - 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით ზ. ბ–ე შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა#2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას; შესაბამისად, უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა. აღნიშნული ხერხით ზ. ბ–ე ქ. ...........ის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 149 700 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

შპს „..............“ (ს.ნ. ......) რეგისტრირებულია ქ. .......ის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2005 წლის 28 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ. კ–ე (პ/ნ ........), 2013 წლის 27 თებერვლიდან, 2013 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში შპს „..............ს“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა დ. შ–ა. შპს „..............ს“ 2008-2013 წლებში, ქ. .............ის მერიასთან და ...............ის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებული აქვს ქ. .............ში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. მათ შორის დ. შ–ს დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენაზე, საერთო მოცულობით 3260 მეტრ კუბი. დ. შ–მ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დ. შ–მ დაარწმუნა ქ. .........ის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ...........ის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით დ. შ–ა შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას; შესაბამისად, უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა. აღნიშნული ხერხით დ. შ–ა ქ. ........ის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ............ის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 149 258 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

შპს „..............“ (ს.ნ. ..........) რეგისტრირებულია ქ. .........ის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2005 წლის 28 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ. კ–ე (პ/ნ .............), 2011 წლის 09 ნოემბრიდან, 2013 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში შპს „..............ს“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა მ. კ–ე. შპს „..............ს“ 2008-2013 წლებში, ქ. .........ის მერიასთან და ...........ის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებული აქვს ქ. ............ში, სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. მათ შორის მ. კ–ს დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენაზე, საერთო მოცულობით 7003 მეტრ კუბი. მ. კ–ემ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მ. კ–ემ დაარწმუნა ქ. ...........ის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი .........ის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით მ. კ–ე შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #..-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას, შესაბამისად გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა. აღნიშნული ხერხით მ. კ–ე ქ. ......ის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 298 036 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

გ. კ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ზ. ბ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” , ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

დ. შ–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ყადაღა უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 ივნისის განჩინების საფუძველზე გ. კ–ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 30000 ლარის ნაცვლად, დ. შ–ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20000 ლარის ნაცვლად და ზ. ე–ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20000 ლარის ნაცვლად, კ. კ–ს (პ/ნ ............) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ..............ში, ი. .........ის გამზირ #..-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის - სხვენის სართულის (ს/კ ...............) ეკვივალენტურ წილს.

მ. კ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ყადაღა უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით, მ. კ–ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20000 ლარის ნაცვლად, მ. კ–ს (პ/ნ ............) და თ. კ–ის (პ/ნ ...........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. .........ი, ............ #.., დამხმარე ფართი 22.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით ............... ეკვივალენტურ წილს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. კ–ს, ზ. ე–ს, დ. შ–სა და მ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ გ. კ–ს, ზ. ე–ს, დ. შ–სა და მ. კ–ს ბრალეულობა სრულად დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება გ. კ–ს, ზ. ე–ს, დ. შ–სა და მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

8. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მტკიცებულებათა საკმარისობის და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნას (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები - №404აპ-16, № 560აპ-16) და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. ვინაიდან კასატორის არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას და იმავდროულად არ არსებობს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძველიც, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე