ას-781-730-10 13 ოქტომბერი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. წ-ძე(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. და მა. წ-ძეები(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი_ მემკვიდრედ ცნობა და სამკვიროდან წილის გამოყოფა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯ. წ-ძის სარჩელი სამკვიდრო ვადის აღდგენის, მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდროდან წილის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა ჯ. წ-ძის მეუღლეს 2010 წლის 19 ივლისს.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. წ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და მოსარჩელე ჯ. წ-ძის მეუღლეს ჩაჰბარდა 2010 წლის 19 ივლისს.
სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილებაზე ჯ. წ-ძემ წარადგინა 2010 წლის 3 აგვისტოს.
პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2010 წლის 2 აგვისტო.
პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2010 წლის 3 აგვისტოს, ანუ 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლისა სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების საფუძველია.
Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრე ჯ. წ-ძემ
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ შეუტანია, ვინაიდან იყო ავად და არ შეეძლო სააპელაციო საჩივრის შეტანა. ამ ფაქტს კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს ჭიათურის რაიონის შპს „პ. ს. ა.“ მიერ გაცემული ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც იგი 2010 წლის 28 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მკურნალობდა დიაგნოზით მწვავე ბრონქიტი, კისრის მალების ოსტროქონდროზი, ჩ3, ჩ4, ჩ5 დისკების ცირკულარული პროტრეზია, ზედა კიდურების პარაპარეზი, ჰიპერტენზია. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დაავადება დაეწყო მაღალი ტემპერატურით, ხველით, ჰიპერტენეზიით. ასევე მან აღნიშნა, რომ, ავადმყოფობის გამო, მგზავრობა ვერ შეძლო.
კერძო სჩივრის ავტორმა მოითხოვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო ჯ. წ-ძეს კერძო საჩივარს და თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ჯ. წ-ძეს მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების დარღვევას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის კონკრეტულ ვადა, მისი გაგრძელებისა თუ აღდგენის სამართლებრივ მექანიზმს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვერულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მხარეს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 19 ივლისს და სააპელაციო საჩივრის ვადა ამოიწურა 2010 წლის 2 აგვისტოს. ჯ. წ-ძემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 3 აგვისტოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ჯ. წ-ძემ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან მან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად საპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ჯ. წ-ძის სააპელციო საჩივარი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარის ატორის მიერ მითითებლ გარემოებას, რომ მან ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის ვადაში შეტანა, რის გამოც ვადის გაშვება მიჩნეული უნდა იქნეს საპატოიდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიაჩნია, რომ ჯ. წ-ძეს მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოთხოვნების დარღვევას, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 369-ე, 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. წ-ძეს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.