ას-90-80-2011 7 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილი» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ენერგოდისტრიბუცია» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... ენერგოდისტრიბუციის» მიმართ მოპასუხის მიერ დარიცხული თანხის _ 1607,45 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილის» სარჩელი სს «... ენერგოდისტრიბუციის» მიმართ უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის _ 1607,45 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილმა».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილს» კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილისა და 39-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 25 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 18 თებერვალს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილის» კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილს» კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილისა და 39-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 25 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 18 თებერვალს (იხ. ტ.II, ს.ფ. 66).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 19 თებერვალს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე 20 თებერვალი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს _ 21 თებერვალს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდ. მეწარმე «გ. ს-შვილის» კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.