Facebook Twitter
¹ას-933-971-2011

¹ას-933-971-2011 20 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ. პ-ირი, მ. ფ-ია (მოპასუხეები)

წარმომადგენელი _ მ. პ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ო-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 23 დეკემბერს გ. ო-შვილმა სარჩელი აღძრა მოპასუხეების _ მ. პ-რისა და მ. ფ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით გ. ო-შვილის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისს გადაწყვეტილებით დავაზე სს «ს. გ-იის» სარჩელი მოპასუხეების _ მ. პ-ირის, მ. ფ-იას და სხვა მოპასუხეთა მიმართ უკანონო მფლობელობიდან თბილისში, - ¹ კორპუსის (შენობის) გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეები, მათ შორის მ. პ-ირი და მ. ფ-ია გამოსახლებულ იქნენ სადავო შენობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მის საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. პ-ირისა და მ. ფ-იას წარმომადგენელმა მ. პ-აიამ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით მ. პ-ირისა და მ. ფ-იას წარმომადგენელ მ. პ-იას უარი ეთქვა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრიით გაასაჩივრა მ. პ-ირისა და მ. ფ-იას წარმომადგენელმა მ. პ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მ. პ-ირისა და მ. ფ-იას წარმომადგენელ მ. პ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულ ნორმათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ადგენს, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობა მხარეებს აღარ ანიჭებს.

განსახილველ შემთხვევაში, მ. პ-ირისა და მ. ფ-იას წარმომადგენელ მ. პ-აიას უარი ეთქვა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საბოლოოს და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. პ-ირისა და მ. ფ-იას წარმომადგენელ მ. პ-იას, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 185-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. პ-ირისა და მ. ფ-იას წარმომადგენელ მ. პ-აიას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.