Facebook Twitter

ას-984-925-2010 13 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “გ.-ფ.”

წარმომადგენელი _ ი. კ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბ. ...”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა შპს “გ.-ფ.-ს”, თ. ლ-შვილის, ქ. კ-ძის, გ. ჯ-შვილის, თ. კ-შვილისა და ი. გ-შვილის წარმომადგენელმა ი. კ-იამ, რომლითაც მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულებების მე-11 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტისა და ¹70849 საკრედიტო ხელშეკრულების მე-11 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის ბათილად ცნობა და შპს “დ. გ. ც.” 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინებით თ. ლ-შვილს, ქ. კ-ძის, გ. ჯ-შვილის, თ. კ-შვილისა და ი. გ-შვილის საჩივარი იპოთეკისა და საკრედიტო ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საარბიტრაჟო სასამართლოს შპს “დ. გ. ც.” 2009 წლის 12 იანვრის ¹47 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ იქნა მიღებული წარმოებაში და საჩივრის ავტორებს დაუბრუნდათ მათ მიერ შემოტანილი დოკუმენტები ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ხოლო შპს “გ.-ფ.-ს” საჩივარი შპს “დ. გ. ც.” 2009 წლის 12 იანვრის ¹47 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის 90-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “გ.-ფ.-ის” წარმომადგენელმა ი. კ-იამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “გ.-ფ.-ს” წარმომადგენელ ი. კ-იას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

მოცემულ შემთხვევაში შპს “გ.-ფ.-ს” წარმომადგენელი ი.კ-ია კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც შპს “გ.-ფ.-ს” საჩივარი შპს “დ. გ. ც.” 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “გ.-ფ.-ს” წარმომადგენელ ი.კ-იას კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “გ.-ფ.-ს” წარმომადგენელ ი. კ-იას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.