Facebook Twitter

ა-1029-ა-8-2010 21 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა რ. ბ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ვადის გასვლის გამო.

2010 წლის 11 მაისს რ. ბ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინების გაუქმება და მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა არ გაუშვია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მას ჩაჰბარდა 2010 წლის 9 მარტს, ხოლო საკასაციო საჩივარი წარადგინა 19 მარტს, გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე საკმაო დროით ადრე.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დასაბუთებულად მიიჩნევს განცხადების ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მან კანონით დადგენილ გასაჩივრების 1-თვიან ვადაში ჩააბარა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმეზე წარმოება განახლდეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ბ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმეზე განახლდეს წარმოება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.